ბათუმური არდადეგები

თავიდან გადავწყვიტე, რომ მხოლოდ კიკეთის შესახებ დამეწერა, მაგრამ მივხვდი, რომ ბაკურიანიც იმსახურებდა ერთ 984188_1468247243434132_5298365974894282498_nგემრიელ ბლოგ-პოსტს და დავწერე ბაკურიანული არდადეგების შესახებ, ხოლო დღეს უკვე ვაანალიზებ, რომ ერთი პოსტი ბათუმსაც უნდა მივუძღვნა, რადგან ბათუმში არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს და მიზიდავს ანუ იქ არის ზღვა. არ ვიცი, რამდენად მოვაბეზრე მკითხველს თავი ჩემს პირად ამბებზე, თავგადასავლებზე, მოსაზრებებსა და პროტესტებზე წერით, მაგრამ იმედი მაქვს, არავინ დარჩება ნაწყენი, თუ კიდევ ერთ პოსტს დავწერ ჩემებური რელაქსაციისა და გართობის შესახებ.

როდესაც მე და ჩემი ხუთი მეგობარი მოვემზადეთ და ჩავბარგდით, გავეშურეთ ბათუმისაკენ და პირველი რაც ბათუმურ მიწაზე ფეხის შეხებისას გავეკეთეთ, ეს იყო ჩემოდნების სახლში დაყრა და ზღვის სანაპიროზე გიჟივით გაქცევა. ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ მეც და ჩემს ხუთ მეგობარსაც ძალიან გვიყვარს გარუჯვა და შოკოლადის (ან მაიმუნის ტრაკის) ფერის მიღება. უნდა აღვნიშნო, რომ ბათუმი (თუმცა ისედაც გეცოდინებათ) არის ადგილი, სადაც დღისით დაღლამდე უნდა შეიბრაწო მზეზე და ღამით კი მზის ამოსვლამდე იცეკვო, დალიო, იმღერო და ერთი სიტყვით გაერთო. ჩვენც ყოველდღიურად ასე ვიქცეოდით და მიუხედავად იმისა, რომ რატომღაც მეგონა, უფრო კარგად გავირუჯებოდი, მაინც არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ფერით.

10671424_1467750100150513_2654549969106940459_nვერ ვიტყვი, რომ ბათუმი მიყვარს, რადგან  ძალიან ბევრი ხალხია, ამინდი ხშირად ფუჭდება, მთელი თბილისი ზაფხულში გადმოდის აქ და ამავდროულად, ზღვაც შედარებით ჭუჭყიანია, მაგრამ ვიტყვი, თუ რატომ მიყვარს ამავდროულად ის ასე ძალიან.. ბათუმში არის ზღვა და ზღვა კი არის ის, რაც მე მამშვიდებს, რაც მე მჭირდება, რაც მე დასვენებისა და ფიქრის საშუალებას მაძლევს. მიყვარს ზღვა, რადგან სიმშვიდე, წყნარად ყოფნა, ჩუმი და კარგი მუსიკის მოსმენა, თბილი ფლედი და კარგი ხედი ჩემთვის იდეალურია და რადგან ასეთი იდეალური საღამოს შექმა შესაძლებელია ბათუმში, მე მიყვარს ბათუმი.

რამდენიმე დღე მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით “პიონერთა პარკში” და ტბასთან ვუყურებდით სხვადასხვა ფილმს, ღია ცის ქვეშ. ფილმების ჩვეენებას აწყობდა imovies.ge  და თითოეულ საღამოს გვილამაზებდა. დღისით ვირუჯებოდით, შემდეგ რომელიმე კაფეში მივდიოდით. ვსადილობდით, ვლაპარაკობდით და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ავდიოდით სახლში, ცოტას ვისვენებდით და კვლავ გავდიოდით გარეთ, მაგრამ ამჯერად რომელიმე კლუბში. უნდა აღვნიშნო, რომ კლუბ “მანდარინში” წავედით ერთ-ერთ ივენთზე, რომელზეც უკრავდა GREEN ROOM-ი. ყველას ძალიან მოგვეწონა მუსიკა და ძალიან ვისიამოვნეთ. თავდაპირველად იმღერეს, თუმცა შემდეგ როდესაც დაკვრა დაიწყეს, მივხვდი, რომ ამ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა დილამდე მაინც შემეძლო.  10425136_1466734523585404_72542693141070283_n

სასიამოვნო იყო, ძირს წამოწოლა, ჩემს მეგობარ დიმასთან ლაპარაკი (და მუდმივად იმის გარჩევა, რომელი ჯობს IPHONE თუ GALAXY), ტბასთან ყოფნა, სიჩუმე და ასეთი დასვენება, თუმცა ამავდროულად ძალიან კარგი იყო ბევრი დალევა, სიცილი, ცეკვა და მუსიკა.

ყველაზე კარგი ფაქტი კი რომელიც ბათუმში მოხდა იყო ის, რომ საშინელ წვიმაში, როდესაც ვინილ ბარში მივიოდით, ვიპოვეთ პატარა, დაახლოებით 2 კვირის კნუტი, რომელიც ყუთში ჩაესვათ, მიეტოვებინათ და ქუჩაში სასიკვდილოდ გამოეგდოთ. ალბათ არ იცით, თუ როგორ მიყვარს ცხოველები და განსაკუთრებით კი ფისოები, ამიტომ მოვკიდე ამ პატარა არსებას ხელი, სახლში წამოვიყვანე, კარგად გავათბე, ბევრი ვაჭამე, დავაძინე და ბევრიც მოვეფერე. იყო ძალიან თბილი და საყვარელი, მაგრამ იმისდაგამო, რომ სახლში ვერ დავიტოვებდით, სადარბაზოში, კარებთან მყავდა და იქ ვუვლიდი, ხოლო როდესაც ერთ დღეს დავბრუნდი სახლში, ვნახე, რომ ფისო გამქრალიყო. ბევრი ვინერვიულე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი პატარა კნუტი 10606490_1468299856762204_484085258406735197_nჩაეყვანათ მეზობლებს პირველ სართულზე. მეც ჩავირბინე და ვნახე, რომ წვიმაში გარეთ გაესვათ, ეს კი ბოლო ხმაზე კნაოდა და შველას ითხოვდა. მეც თავიდან შემოვიყვანე უკან, თუმცა, როდესაც კვლავ ჩავაკითხე, აღმოვაჩინე, რომ ყუთი გამქრალიყო, თანაც უკვალოდ. ბევრმა ძებნამ იმ დღეს უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს ლიფტიდან გასვლისას წინ დაგვხვდა, ისევ ისეთი სველი, გაყინული, მშიერი და მოუვლელი. მე და დიმამ (ჩემმა მეგობარმა) მოვკიდეთ მას ხელი, კვლავ გავხეთქეთ ჭამით, ბევრი მოვეფერფეთ, გავათბეთ და საბოლოოდ პატრონიც 10647099_1465495427042647_5605093447908948217_nვუპოვეთ, რომელიც თანახმაა, რომ მოუაროს და შეიფაროს.

კარგი იყო ზღვაზე გატარებული თითოეული დღე და ღამე, კარგი იყო, მზის ამოსვლის ყურება კარგ ადამიანებთან ერთად, კარგი იყო, სანაპიროზე ყოფნა, კარგი იყო, ჩემი ფისო და კარგი იყო ის, რომ ძალიან ვერთობოდით.

მოკლედ, მალე იწყება უნივერსიტეტი და მალე იწყება სწავლა! ამიტომ მიხარია, რომ მქონდა ძალიან კარგი ზაფხული და მიხარია, რომ სწავლას ახალი ენერგიით შევუდგები. იგივეს გისურვებთ თქვენც (არ აქვს მნიშვნელობა, სწავლა იქნება ეს თუ მუშაობა, თუ ისევ დასვენება და უსაქმურობა). წარმატებები!

თქვენი ათინა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s