“ბედის ვარსკვლავის ბრალია” -ჯონ გრინი

10606490_1468299856762204_484085258406735197_nმას შემდეგ, რაც ზაფხული ოფიციალურად დასრულდა და მეც დასვენებას მოვრჩი, ჩამოვედი თბილისში და ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩვეულ ამპლუას, კვლავ დავიწყე ძველებური სიხშირით ბლოგ-პოსტების წერა (მონატრებულმა). ამიტომ, ამ ორ დღეში უკვე მესამე პოსტს ვწერ და ამჯერად გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს ჯონ გრინის ერთ-ერთი ბესტსელერის შესახებ, რომლის სახელიცაა “ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ანუ “The fault in our stars”). 

ყოველთვის ვცდილობ, რომ ახლადწაკითხული წიგნის შესახებ ბლოგზე მალევე დავწერო, რადგან პირველი ვინც ჩემი ემოციების შესახებ იგებს არის ჩემი ბლოგის მკითხველი. ბევრი წიგნი წამიკითხავს და ბევრი ფილმიც მინახავს (მითუმეტეს კიბოიან თინეიჯერებზე), მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მორიგი ბანალური ამბავი, რომელიც მწერალმა ჩვენამდე მოიტანა. არის სრულიად განსხვავებული, უფრო საინტერესო და კარგად წასაკითხი. გრინი მოგვითხრობს ახალგაზრდა, თინეიჯერი გოგონას შესახებ, რომელსაც ფილტვის კიბო ნელ-ნელა კლავს. მომაკვდავი, 10405298_1469652629960260_452119948504729686_nუიმედო, დეპრესიულო თინეიჯერი კი “თანაგრძნობის წრეზე” გაიცნობს ძალიან სიმპათიურ, ახალგაზრდა, მომხიბლავ და სექსუალურ ბიჭს, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წუთში მოახერხებს მისი გულის დაპყრობას და ყურადღების მიქცევას. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა მაინც ახერხებენ ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთს სცემდნენ პატივს და ცდილობდნენ, რომ ერთმანეთის ოცნებებით იცხოვრონ. ცდილობენ, რომ რადგან “სამყარო არ არის ოცნებების ამხდენი ქარხანა”, ერთმანეთს მაქსიმალურად ყველაფერი მისცენ და არ შეუშინდნენ იმ რთულ გზას, რომელიც მათ წინ ელით და რომლის გავლაც ძალიან გვაუჭირდებათ.

უკეთესი იქნება, თუ წიგნს წაკითხავთ ინგლისურად და არა-ქართულად, რადგან ვერ ვიტყვი, რომ კარგი თარგმანია, თუმცა მე რადგან ქართული ვერსია ვიშჴვე, მომიწია, რომ ასე წამეკითხა. 

“სამყარო არ დაგეკითხება, გატკინო თუ არაო, ბებერო, მაგრამ ის მაინც შეგვძლია, ავირჩიოთ, ვინ გვატკენს. მე მომწონს ჩემი არჩევანი. იმედი მაქვს, მასაც მოსწონს თავისი. 

მომწონს, ავგუსტუს.

მომწონს.”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s