ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ..

31567d60dd55c8f784b9d90fc93692e6იმისდა მიუხედავად, რომ ხშირად ჩემი გროტესკული და ცინიკური პოსტები ბევრს აღიზიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს, მეგობრებსა და ახლობლებს ამოიცნობენ ხოლმე, მე მაინც ვაგრძელებ, რომ ვწერო ის, რაც მსიამოვნებს,რაც მაინტერესებს ან მაწუხებს. ამ შემთხვევაში გიამბობთ, თუ რას დაგაჯერებენ, თუ საქართველოში გინდათ რომ იცხოვროთ ან ცხოვრობთ და არ იცით,  რას უნდა ელოდეთ ჩვენი ძვირფასი საზოგადოებისგან.

  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ნორმალურია, თუ პოლიცია მოქალაქეს ფიზუკურად უსწორდება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ფანატიზმი ნორმალური და მისაღებია;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ თუ ვინმე ფიზიკურ ზიანს მოგაყენებს, მას კანონის ძალით არ უნდა ელაპარაკო და მისი თავი სამართალდამცავებს არ უნდა გადასცე, რადგან ეს არაქურდული და არასწორია. მას შენით უნდა გაუსწორდე;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ თუ 40 წლის კაცი ისევ მშობლებთან, მათ კმაყოფაზე ცხოვრობს, ნორმალურია;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ დამოუკიდებლობა სულ არაა საჭირო, რადგან საზოგადოებას ისედაც შეუძლია, რომ შენი ცხოვრებით იცხოვროს;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას იფიქრებს ხალხი;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ საერთო რელიგიური შეხედულებებისა და სხვა მრავალი დამსახურების გამო, რუსეთი მაინც კარგია;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ კაზანტიპის ფესტივალს შეუძლია, რომ 10 დღეში წაგვართვას ქართველობა და მეობა;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ საქალწულე აპკის დაზიანება და ბოზობა სინონიმებია;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ “ნაკაზანტიპარი” გოგო ცოლად არ უნდა მოიყვანო;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ლიბერალიზმი ცუდია;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ყველა ვინც ფიქრობს, რომ ევროპულად აზროვნებს, ლიბერალია, მაგრამ ფაქტია, ჩვენთან მხოლოდ ცრუ ლიბერალები და ცრუ პატრიოტები არსებობენ;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ სასულიერო პირების ფუფუნებაში ცხოვრება ნორმალურია (მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე სიღარიბეში ცხოვრობდა);
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ადამიანი თუ კანის ფერისა და ორიენტაციის გამო გძულს, ეს დასაშვებია, მაგრამ თუ პირადად ეს “ცოდვილი” არსება არ გეზიზღება უმიზეზოდ და თავში “ტაბურეტკას” არ ურახუნებ, თვითონ ხარ “იმნაირი”;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ მშვენივრად შეიძლება კლუბში იცეკვო 2pac-ის რეპზე, რომელიც ჩვენმა საყვარელმა დიჯეი REMBOW-მა გაარემიქსა ან სულაც ახლადაღმოჩენილმა დიჯეი მოდრეკილმა და სხვ.;
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ეკლესიის ზარს შეუძლია ბაქტერიები გააქროს (და ეს ყველაფერი მეცნიერულადაა დამტკიცებული);
  • ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მამას უნდა.

დაე იყოს ისე, როგორც მამას უნდა… 

4 responses to “ჩვენთან დაგაჯერებენ, რომ..

  1. ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ბოლოს გამოვყოფ “როგორც მამას უნდა” 😀 – პასუხს გეტყვი რატოც იმიტომ, რომ მამა კაცია. კაცი კი “ყოველთვის” მართალია 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s