ცივ შემოდგომას უხდება კარგი მუსიკა და ახალი იდეები

ცივი შემოდგომის თბილ დასაწყისში, თუ შენ ოთახში ლოგინზე წამოწვები, ყურსასმენებს გაიკეთებ და მშვიდ და კარგ 1მუსიკას მოუსმენ, დაიწყებ სამომავლოდ ფიქრს. მეც, როდესაც წამოვწვები და უბრალოდ დავიწყებ დასვენებას, ყოველდღიურ საზრუნავზე ფიქრისგანაც განვთავისუფლდები, ვიწყებ სამომავლო გეგმებზე ფიქრს. სექტემბერი ძალიან გავს ორშაბათსა და ახალი ფურცლიდან ყველაფრის დაწყებას. მე ტრადიციულად ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას, სწავლას, მეტ შრომასა და პოსტების უფრო ხშირად წერას, ისევე როგორც ამ ყველაფერს და კიდევ სხვა მრავალს ვიწყებ სექტემბრიდან. ამჯერად15 სექტემბერს სკოლის მაგივრად წავალ უნივერსიტეტში და მეტი დრო მექნება სხვა საინტერესო საქმიანობებისთვის, ვიდრე მქონდა აბიტურიენტობის პერიოდში.

ცივ შემოდგომას, რომელიც ასე თბილად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, უხდება კარგი მუსიკა და უფრო და უფრო მეტი ახალი იდეა, რომელიც ყოველდღიურად მომდის თავში. იმისდა გამო, რომ ღრმა ბავშვობიდან ვხატავ და ხატვის ნიჭიც მაქვს, მინდა, რომ მეტი გასაქანი მივცე ჩემს ფანტაზიას, ხელებსა და ნიჭს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უნდა მოვძებნო კარგი პედაგოგი და დავიწყო ხატვაზე სიარული. მინდა, რომ დავიწყო ტილოზე ხატვა და საერთოდ, მინდა რომ ყველა ჩემი ემოციის გადმოცემა უკეთ შევძლო. ამას უკვე დიდი ხანია, რაც ვგეგმავ, ამიტომ თუ ვინმეს გეგულებათ კარგი ხატვის პედადოდი, შეგიძლიათ, მისი საკონტაქტო ინფორმაციაც მომაწოდოთ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა რელიგიები, ამიტომ მინდა, რომ მათი შესწავლა დავიწყო და ზოგად ინფორმაციას მაინც ვფლობდე ძირითად და ჩემთვის საინტერესო რელიგიებზე. ამისათვის უნდა გავარკვიო, რამდენად შესაძლებელია, რომ დავესწრო ილიაუნში სხვადასხვა საინტერესო ლექციებს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

დიდი სურვილი მაქვს, რომ დიეტა დავიწყო და საბოლოოდ მოვრჩე ჩემ წონაზე წუწუნსა და შფოთვას, ამიტომ ცივი შემოდგომის თბილ დასაწყისში ვიწყებ 18 საათიან დიეტას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში (და სხვათაშორის, ძალიან ეფექტურიცაა): მთელი დღის განმავლობაში ირჩევ შენთვის მოსახერხებელ დროს და 6 საათის განმავლობაში ჭამ იმას, რაც გინდა და რამდენსაც გინდა, ანუ მაგალითად, მე ვჭამ 2 საათიდან მოყოლებული შემდეგი 6 საათის განმავლობაში, თუმცა მოცემული დროის გასვლის შემდეგ არ მაქვს უფლება, რომ ერთი ლუკმა მაინც გავსინჯო. ყოველდღიურად ასე აკეთებთ და გამოდის, რომ დღეში 6 საათის განმავლობაში სკდები ჭამით და 18 საათის განმავლობაში ორგანიზმს ასვენებ.

რაღაც დოზით ასევე მიტაცებს ფოტოგრაფია, ამიტომ მშვენიერი იქნება, თუ ჩემს ძველისძველ ფოტოაპარატს დავავლებ ხელს, ვიყიდი ფირებს და საინტერესო მომენტებს დავაფიქსირებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მუდმივად ვფიქრობ, არის ის, რომ იტალიურზე სიარული კვლავ უნდა გავაგრძელო და დავიწყებული აღვიდგინო, ხოლო ახალი ვისწავლო. იტალიური დაახლოებით ისე მიყვარს, როგორც გემრიელი,ცხელი და ტკბილი ჩაი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწაულად მიყვარს და მიზიდავს ერთიც და მეორეც!

მოკლედ, ვიწყებთ ამ იდეებისა და სურვილების განხორციელებას! (განხორციელება არის სიტყვა,რომელიც მეზიზღება, არადა).

6 responses to “ცივ შემოდგომას უხდება კარგი მუსიკა და ახალი იდეები

  1. არაფრით არ დაიწყო მსგავსი დიეტის დაცვა. დამიჯერე, ჯობია ნელა, მაგრამ ხარისხიანად დაიკლო წონაში. ჯანსაღი კვება საუკეთესო დიეტაა. ასე ექვსი საათის განმავლობაში გასკდომა, საშინელებაა ორგანიზმისთვის და დიეტის შემდეგ დაკლებულ კილოგრამებსაც ძალიან მალე მოიმატებ. საათობრივ კვებაზე უკეთესი არაფერი არაა. რაციონი აკონტროლე და ჭამე დღეში სამჯერ ერთსა და იმავე დროს. რა თქმა უნდა, რაც ნაკლებ კალორიულ საკვებს მიიღებ, მით მეტად დაიკლებ, მაგრამ საათობრივი კვებით, სულ რომ შემწვარ-მოხრაკული და გამომცხვარი ჭამო, მაინც არ მოიმატებ წონაში, ხოლო თუ გააკონტროლებ რას ჭამ, ხო საერთოდ, მაგრად დაიკლებ. ასე დაკლებული კილოგრამები უკან აღარ ბრუნდებიან 😀 მე ამას ვაკეთებ და პლიუს ყოველ საღამოს დავრბივარ. დიდი ხანი არა რაც დავიწყე, მაგრამ მეგობარმა ასე 5 თვეში 30 კილო დაიკლო. ორგანიზმიც გაგიჯანსაღდება, კანზეც დადებითად აისახება და რა ვიცი, არ ინანებ.

  2. ნამდვილად- შემოდგომა ძალიან კარგი პერიოდია რომ ახალი რაღაცეეები წამოიწყო ან ძველი დაწყებული პროქტები გამოაცოცხლო. ძალიან კარგი გეგმა გაქვს- ხატვა, ფოტოგრაფია, იტალიური – ეს საკმაოდ თბილ და გემრიელ შემოდგომას გპირდება. თან შემოდგომის ფერები ულამაზესია, ასე რომ არაფერი აჯობებს რომ ფოტოაპარატს მოკიდო ხელი და გაისეირნო და აღბეჭდო გარშემო ფერები და სილამაზეეები.
    დიეტები არ მიყვარს, ადრე სულ ვდიეტობდი და გაწამებული ადამიანი ვიყავი- მშიერი, გაღიზიანებული, უიმედო -თან თუ დავიკლებდი მერე მაინც ვიმატებდი ხოლმე. სწორი გზა არის დაბალანსებული კვება, არ გამოტოვო საუზმე, მიირთვი ცილა, ბოსტნეული, ხილი, ნაკლები შაქარი და აუცილებლად იმოძრავე-სასურველია ის ვარჯიშით დაკავდე რაც ძალიან გსიამოვნებს. ცხოვრებით უნდა დავტკბეთ, მთავარი ეს არის. შემოდგომა კი იდეალური პერიოდია ამისთვის. ვგიჟდები შემოდგომაზე:)

    • აჰამ! სწორი კვება და მე უბრალოდ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან.. ://

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s