ცივ ოქტომბერს უხდება წყნარი მუსიკა და ფერადი საღებავები

9df30f1e034a51f7b2177b7b3698404aშემოდგომა არის წელიწადის ის პერიოდი, რომელიც განსაკუთრებით არა, მაგრამ რაღაც დოზით მიყვარს და მხიბლავს. სიცივე, წვიმა და სუსხი არის სწორედ ის, რაც ძალიან მომწონს. როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვისაუბრე, სექტემბერს ვუკავშირებ ახალი ფურცლიდან სხვადასხვა საინტერესო საქმის წამოწყებას. ოქტომბერში კი ვცდილობ, რომ ყველაფერ ამას ხორცი შევასხა, მაგრამ ამჯერად, ჩემს ცხოვრებაში ძალიან სევდიანად და უხეშად შემოჭრილი შემოდგომის ეს თვე მაინც ძალიან ფერადია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ერთი გაურკვევლობა, რომელსაც სახელსაც ვერ ვარქმევდი, დასრულდა. ასევე იმიტომ, რომ ხვალ მივდივარ ხატვის პირველ გაკვეთილზე, რომელსაც მოუთმენლად ველი. მესამე იმიტომ, რომ ასეთი ამინდი საშუალებას მაძლევს, რომ თბილ, ლურჯ ხალათში შეხვეული, თბილი ცისფერი, ფუმფულა “ჩუსტებით” შეფუთნული ვიჯდე, ვწერდე, ცხელ მწვანე ჩაის ვაგემოვნებდე და ბევრი ფიქრით თავს არ ვიტვირთავდე. ფიქრებისგან განთავისუფლება არის ამჯერად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი,რადგან რატომღაც ძალიან მელანქოლიური გავხდი, რაც არ მომწონს. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ ბევრი ხატვა, წერა და ზოგადად, შემოქმედება ძალიან დამეხმარება.

ვწერდი, რომ ძალიან მინდოდა, შემესწავლა სხვადასხვა რელიგია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი წლევანდელი გრაფიკი უფრო დატვირთულია, ვიდრე შარშან იყო,ამიტომ მომიწევს ,ეს განზრახვა ერთი თვით მაინც გადავავადო (ხოლო თუ გეგულებათ წიგნი, რომელშიც ქართულად ან ინგლისურად , ვრცლად ან მოკლედ, ახსნილია რამდენიმე რელიგია, ძალიან გთხოვთ, რომ არ დაგეზაროთ და აუცილებლად მითხრათ ამ წიგნის შესახებ).

ჰომ, იტალიურის სწავლას, სავარაუდოდ, გავგრძელებ შემდეგი სემესტრიდან, როცა დროს გამოვნახავ და მთელი ენერგიითა და ენთუზიაზმით შევუდგები ამ ენის დაუფლებას.

ასერომ, მომავალ შეხვედრამდე !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s