ქვეყანა, რომელიც უნდა გაინტერესებდეთ, ანუ ინდოეთი, როგორც ასეთი

დაახლოებით ერთი კვირის წინ დავწერე პოსტი იაპონიის შესახებ და ზუსტად მაშინ გადავწყვიტე, რომ პერიოდულად ჩემს ბლოგზე სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ვწერო ხოლმე, ოღონდ ისეთი რაღაცეები, რაც არ გეცოდინებათ, დაგაინტერესებთ და თქვენს მოწონებას დაიმსახურებს. ამჯერად გადავწყვიტე, რომ ინდოეთის შესახებ გიამბოთ.

ჰიჯრები- გეცოდინებათ ალბათ, რომ ჰიჯრა არის მუსულმანურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდარი, რომელიც მაჰმადის გაქცევას, ემიგრაციას უკავშირდება, მაგრამ გაგიკვირდებათ, და ინდოეთში ჰიჯრა სულ სხვა ადამიანებს ჰქვიათ. 1508044_1477958895796300_4274039547579651500_nეს არის ე.წ  მესამე/საშუალო სქესი. ჰიჯრები არიან მამაკაცები, რომლებიც იცვამენ და იქცევიან ისე, როგორც ქალები. ინდოეთში კასტრაცია კანონით იკრძალება, სწორედ ამიტომ, ისინი ამას სახლის პირობებში, ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლებისა და ანტიბიოტიკების გარეშე აკეთებენ. უშვილო ქალები მათ ხშირად თხოვენ მოწყალებას, დალოცვას და სხვ; თუმცა ჰიჯრის განრისხება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან მას თქვენი დაწყევლა შეუძლია, რაც, როგორც ინდოელები მიიჩნევენ, სახიფათოა. ინდოეთში დაახლოებით 50 ათასზე მეტი ჰიჯრა ცხოვრობს, რომლებიც ხშირად პროსტიტუციით არიან დაკავებულები.

 

სატი- სატი არის გამაოგნებელი და საშინელი, ბარბაროსული ტრადიცია, რომელიც უკვე მკაცრად იკრძალება და 1508044_1477958895796300_4274039547579651500_nკანონით ისჯება ინდოეთში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული ქალი, რომელსაც ქმარი გარდაეცვლებოდა, უნდა დამწვარიყო ცეცხლში მეუღლის გვამთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ნებაყოფლობითად ითვლებოდა და ნებისმიერ ქალს უარის თქმა შეეძლო საშინელ სიკვდილზე, მაინც, უმეტესობა ქვრივებისა ცდილობდა, რომ ტანჯვა აეტანა,ცეცხლში დამწვარიყო და ქმრის გზას გაყოლოდა, რადგან ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა და ხალხი მიიჩნევდა, რომ ყველა ქვრივი ვალდებული იყო, სატის ტრადიცია აღესრულებინა. ასევე, იყვნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობდნენ ცეცხლში ქმრის გვამთარ ერთად დაწვაზე და როგორც ჩემთვის ცნობილია, მათი ცხოვრება ამ უარის შემდეგ ჩვეულებრივ გრძელდებოდა. (მოგეხსენებათ, ინდოეთში ძალიან დიდ პატივს სცემენ ცოლ-ქმრობას, რადგან ყველაფრისდა მიუხედავად, ძალიან იშვიათად ანგრევენ ოჯახებს და ცდილობენ, რომ ცხოვრება ყველა სირთული, ტანჯვისა და პრობლემის მიუხედავად მაინც ერთად განაგრძონ)

1508044_1477958895796300_4274039547579651500_n

განსაკუთრებულ დღეებში დაბადებული გოგოები- არის დღეები, რომელში დაბადებული გოგოებიც ითვლებიან ქმრებისთვის უბედურების მომტანებად. ეს არის ერთ-ერთი უცნაური ტრადიცია, რომელიც ინდოელ ხალხს ახასიათებდა და ახასიათებს. იმისდა გამო, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთ ქალს დიდი განსაცდელისა და საშიშროების მოტანა შეუძლია თავისი ქმრისთვის, მას პირველრიგში აქორწინებენ ისეთ უსულო საგანზე, როგორიცაა ბოთლი, ქვაბი, ხე და სხვ. შემდეგ სპეციალური რიტუალით ამ დაწყევლილ გოგონათა “მეუღლეებს” ბოლოს უღებენ და ქალს ანთავისუფლებენ იმისგან, რაც მას რომელიღაც თვის რიცხვმა მოუტანა. შემდეგ ასეთი გოგოები უპრობლემოდ თხოვდებიან და ყოფილ ქმრებს არც კი იხსენებენ.

p.s აბა, როგორ შეიძლება, რომ გადაყვე დოქის გატეხვასა და ხის მოჭრაზე დარდს?

ინდუიზმი- შეუძლებელია, რომ ისე დავწერო ბლოგ-პოსტი, რომ ერთი-ორი სიტყვა ინდუიზმის და მათი ღვთაებების შესახებ არ გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ბევრი განსხვავებული რელიგიის ადამიანი ცხოვრობს, მათ ძირითად რელიგიად მაინც ინდიუზმი ითვლება, რადგან ამ უკანასკნელმა, სწორედ ამ ქვეყანაში გაიდგა და გაიზარდა ფესვები. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი მოძღვრების რელიგია, რომლის მიმდევრობა და ისე ცხოვრება, როგორც ინდიუიზმი ქადაგებს, რთულია. რელიგია, რომელიც იმდენადაა ჩახლართული, რომ მის ძირითად არსს ერთ და ორ სიტყვაში (და ვერც ბევრი ლაპარაკის შემდეგ) ვერ ჩამოაყალიბებ, საინტერესო და (როგორც ყველა რელიგია) ბევრი ლეგენდით, ზღაპრითა და არარეალური გმირითაა გაჯერებული. ინდიუზმი იღებს სათავეს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე-მესამე საუკუნეებში. მნიშვნელოვანია, რომ იცოდე რა არის კარმა, დჰარმა და სანსარა, თუ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ხარ ამ საკითხით.ინდუიზმის მთავარი ღვთაებები არიან ბრაჰმა,შივა და ვიშნუ, ისინი არიან სამების შემადგენელი ნაწილები. ასევე, შემიძლია, რომ ერთი-ორი სიტყვით მათი ღვთაებების შესახებაც გიამბოთ:1508044_1477958895796300_4274039547579651500_n

 

განეშა- ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და საპატივცემულო ღვთაება, რომელსაც საკუთარი არა, მაგრამ სპილოს თავი აქვს. ეს, რა თქმა უნდა, ლეგენდასთანაა დაკავშიებული, რომელსაც გიამბობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ განეშა არის შივასა და პარვატის შვილი, რომელიც არის იღბლისა და სიბრძნის ღვთაება. განეშა ითარგმნება, როოგორც მხედართმთავარი, მას ხშირად სწირავენ სხვადასხვა სულიერ თუ უსულო საგნებს, სამაგიეროდ კი წარმატებსა და და გონების გახსნას ითხოვენ. ჰომ.. რაც შეეხება მის ისტორიას: განეშას თავი მამამისმა, შივამ, მოჰკვეთა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მან შვილზე ძალიან გაბრაზებულმა სხვა გზით ვერ მოახერხა ბრაზის ამოყრა. მას შემდეგ, რაც განეშას თავიმოაჭრა შივამ, მას თავისი ცლი შეუჩნდა ძალიან დიდი ხვეწნითა და მუდარით და თხოვა, რომ შვილი დაებრუნებინა. შივამ გაითვალისწინა, ყურად იღო ცოლის თხოვნა. პირველივე შემხვედრ ცხოველს თავი მოაჭრა, წამოიღო და თავის შვილის თავი სპილოს ხორთუმიანი თავით ჩაანაცვალ. პატარა განეშა გაცოცხლდა, მშოვლებს დაუბრუნდა და მალე ისინი თავისი მხედართმთავრობით ასახელა.

 

Ganesh Chaturthi- იმისდა გამო, რომ ზუსტად განეშაზე ანუ ჩვენს სპილოსთავიან ღვთაებაზე გესაუბვრებოდით, გადავწყვიტე, a-ganesh-story_660_090813035435რომ ასევე მოგითხროს იმ ფესტივალის შესახებ, რომელსაც მის საპატივცემულოდ მართავენ ხოლმე.  ღმერთი განეშას დაბადების აღსანიშნავად იმართება ეს ფესტივალი ინდოეთში დაახლოებით აგვისტოს დასასრულს ან სექტემბრის პირველ რიცხვები (ზუსტი თარიღი მთვარის ციკლზეა დამოკიდებული) და გრძელდება ზუსტად 11 დღის განმავლობაში. ძირითადად იმართება ხოლმე გოაზე, მაჰარაშთრასა და კარნატაკაზე, მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ აუცილებლად უნდა დაესწროთ ამ ფესტივალს, მაშინ ჯობს, რომ მუმბაიში იხილოთ განეშას საპატივცემულოდ გამართული ფერადი დღესასწაული. მორწმუნეთა და ფანატიკოსთა აურაცხელი რაოდენობა მიდის სალოცავად ტაძარში და თავის სიყვარულს და თავგანწირვას გამოხატავს. ქალაქის სხვადასხვა ადგილებში კი გამოტანილია 10 000-ობით განეშას ქანდაკება. მომლოცველებს ფესტივალის დასაწყისში გამოაქვთ თავიანთი ქანდაკებები და სახლში ამაღლებულ ადგილას დგამენ ან ქუჩაში ალაგებენ. ისინი ღვთაების ქანდაკებებს დაახლოებით 2 თვე აკეთებენ, შემდეგ ალამაზებენ, რთავენ და პირველ დღეს სასტიკად მალავენ მთვარისგან, რადგან ლეგენდის თანახმად, მთვარემ დასცინა ღვთაება განეშას, როდესაც ის ეტლიდან გადმოვარდა. ფესტივალის ბოლო დღეს მაცხოვრებლები ოკიანეში ძირავენ ქანდაკებებს და დაახლოებით 15 000-ზე მეტი ქანდაკება მხოლოდ მუმბაიში იმარხება. ხალხი 11 დღის განმავლობაში ქუჩაში მრერის, იცინის, ცეკვავს და შეძლებისდაგვარად პატივს მიაგებს განეშას.

 

123ფერების ფესტივალი ჰოლი- ეს არის ინდური ფესტივალი, ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, რომელიც ხშირად ევროპის სხავდასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში იმართება. მას ხშირად სიყავრულის ფესტივალსაც უწოდებენ. ხალხი ემოციას, სიხარულს, ბედნიერებასა და სიყვარულს სწორედ ჭრელი, ლამაზი ფერებით აღნიშნავს.  ჰოლის ფესტივალზე მეგობრები, უცნობები, ნათესავები, შეყვარებულები ერთმანეთს აყრიან ფერად ფხვნილებს, რომელიც ძალიან ლამაზად აფერადებს ხოლმე ქალაქებს. მშრალ ფხვნილს ეწოდება “გულალი”, ხოლო წყალში გახსნილს კი- “რანგი”. ეს არის ფესტივალი, როდესაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ ყოველგვარი განსაცდელის, ტკივილისა და სიბოროტის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნონ სიხარული და ბედნიერება სახეზე.

ამ დღესასწაულზე ძირითადი ფერებია-ლურჯი, ყვითელი, წითელი, მწვანე, სტაფილოსფერი და ვარდისფერი, თუმცა ამის მიუხედავად შეხვდებით ყველაზე უცნაურ და ეგზოტიკურ ფერებს, რაც განწყობასაც კი გაგიუმჯობესებთ. ასევე, თეთრი აღნიშნავს სიწმინდეს, ხოლო შავი ფერი საერთოდ უარყოფილია ამ ფესტივალზე, რადგან შავი ინდოელების აზრი ყველაზე ცუდი აურის მქონე ფერია. თავიდან გულალს ანუ მშრაფ ფხვნილს სახლში აკეთებდნენ ყვავილებითა და ფოთლებით, თუმცა ნელ-ნელა ეს ტრადიცია შეიცვალა, რადგან ფესტივალის განმავლობაში ბევრ ადგილას შეხვდებით გულალსა და რანგს. ინდოელები ყველა ფერს სხვადასხვანაირ დატვირთვას აძლევენ და საინტერესოდ ხსნიან, მაგალითად, წითელი ფერი მათთან უკავშირდება პატარძალს,რადგან ქორწილში სწორედ წითელ კაბებს იცვამენ. წითელი აღნიშნავს ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს, ამიტომ ეს ინდოელების საყვარელ ფერადაც კი შეიძლება, რომ მივიჩნიოთ. ყვითელს აიგივენებ ერთ-ერთ სამკურნალო და სასარგებლო მცენარსესთან (Turmeric) და ა.შ.  იმედია, ოდესმე ეწვევით ამ შესანიშნავ ფესტივალს და მეტ სიყვარულსა და ბედნიერ ღიმილს გასცემთ და იგივეს მიიღებს საპასუხოდ!

მგონი რაღაც დოზით მაინც მოგაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია ინდოეთისა და მათი ტრადიციების, რელიგიის, ღმერთების, უცნაურობებისა თუ ფესტივალების შესახებ. იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონათ და დაგაინტერესათ.

პ.ს ბოდიშს გიხდით, თუ შეცდომები დავუშვი 🙂

 

 

2 responses to “ქვეყანა, რომელიც უნდა გაინტერესებდეთ, ანუ ინდოეთი, როგორც ასეთი

  1. როგორ მინდა ფერების ფესტივალზე მოხვედრა ❤
    ბევრი რამ არ ვიცოდი ისე ამ პოსტიდან ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s