პოსტი, რომელიც გამოგზაურებთ ინდონეზიაში

wwსაერთოდ, ძალიან ბანალური და უინტერესო სათაური აქვს ამ პოსტს, მაგრამ როდესაც სათაურიდან შეიტყობთ, რომ მოგზაურობა ინდონეზიაში მოგიწევთ, ჩემი აზრით, ეს მოგხივლავთ და გაიძულებთ, რომ დაშეარებულ პოსტს დააკლიკოთ და წაიკითხოთ ის, რასაც გეოგრაფიის გაკვეთილზე ან ლექციაზე ვერ მოისმენდით. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ,გადაწყვეტილი მაქვს, ინფორმაცია დროთა განმვლობაში მოგაწოდოთ სხვადასხვა ქვეყანაზე, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ პოსტში თუ რაიმე შეცდომას აღმოაჩენთ, ნუ გამკიცხავთ და გამომლანძღავთ ის, რომ სწორედ საინტერესო და ეგზოტიკური ადგილების შესახებ ვაგრძელებ წერას. ვფიქრობ, უფრო დაგაინტერესებთ ის, რაც ევროპული კულტურისგან განსხვავებული და  ამავდროულად თავისმხრივ აღმაფრთოვანებელია.

ინდოენზა (მოკლედ რომ ვთქვათ) არის არქიპელაგი, ანუ პატარ-პატარა კუბძულებისგან შემდგარი რესპუბლიკა, რომელიც გამორჩეული ფლორითა და ფაუნით. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით  ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. ინდონეზია მრაფალფეროვანია ეთნიკური თუ ენობრივი ჯგუფებით, ამიტომ არ გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მათი ეროვნული დევიზია:

                 “ერთობა მრავალფეროვნებაში”

temp_prambaban

პრამბაბანის ტაძარი- ეს არის მეცხრე საუკუნეში აშენებული უზარმაზარი ტაძარი, რომელიც ინდონეზიის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. თუ ოდესმე ეწვევით ინდონეზიას, მაშინ აუცილებლად უნდა ინახულოთ ეს სილამაზე, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს.ყველაზე დიდი ტაძარი ეძღვნება შივას, ხოლო მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ორი,შედარებით პატარა ნაგებობა ეძღვენება ბრაჰმას. ადგილობრივები ამ ტაძარს ხშირად უწოდებენ რორო გონჯრანჯს. შერქმეული სახელიდან გამომდინარე გიამბობთ ლეგენდას, რომელიც პატარ, ლამაზ და მოხდენილ ქალიშვილს უკავშირდება: იყო და არა იყო რა.. ინდონეზიაზე კარგი რა იქნებოდა. ამ ულამაზეს ადგილას ცხოვრობდა ძალიან მდიდარი, ძლევამოსილი კაცი სახელად ბანდუნგ ბონდოვოსო (იმედს ვიტოვებ, რომ სახელს და გვარს სწორად ვამბობ), რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ შეერთო პატარა, ლამაზი პრინცესა, რომელსაც ერქვა რორო გონჯრანჯი. გოგონას არ უყვარდა ბანდუნგი, თუმცა უარის თქმა არ შეეძლო, რადგან მამამისი ამ ქორწინების მომხრე იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დათანხმებოდა ქორწინებას, თუ მისი მომავალი მეუღლე 1000 ტაძარას აუშენებდა მას ერთ ღამეში. მანამ, სანამ მზე ამოვიდოდა და მამალი ყვირილს დაიწყებდა. ბანდუგი ამ წინადადებას დათანხმდა და ერთ ღამეში მაშ 999 ტაძარი აუშენა საკუთარი ჯადოქრული ნიჭისა და გენიოსების დახმარებით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი ტაძარი, რომელიც ძალიან მალე აიგებოდა და შესაბამისად, გოგონაც იძულებული გახდებოდა, რომ დაქორწინებულიყო. ამიტომ პატარა პრინცესა რორომ, რომელიც ძალიან შეშინებული იყო, გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ქალისთვის ეთხოვა, იქნებ რამენაირად მოეხერხებინა, რომ მზის ამოსვლამდე მამალს დაეყივლა. მძინარე და მძვინვარე ბანდუგმა, როდესაც ამას ყური მოკრა, საშინლად განრისხდა და თავისი ერთადერთი სიყვარული და მომავალი ცოლი ქვის ქანდაკებად აქცია. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილიც აქაა..

ww

ბორობუდურის ტაძარი- რადგან ერთი ინდონეზიური ტაძრის შესახებ უკვე გიამბეთ, დადგა დრო, რომ ბორობუდურის შესახებაც მოგიყვეთ ცოტა, რადგან ეს არის ტაძარი, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრება უნდა ვუწოდოთ. ეს ტაძარიც, პრამბაბანის მსგავსად, აგებულია მეცხრე საუკუნეში და მიუხედავად ყველაფრისა, 10 საუკუნის განმავლობაში მას დრომ ვერაფერი დააკლო. ის ხელახლა აღმოაჩინეს 1815 წელს, რადგან დამარხული იყო ვულკანის ფერფლის ქვეშ. იმისათვის, რომ ტაძარს ძველებური სახე დაებრუნებინა, იუნესკომ და ინდონეზიის მთავრობამ ერთობლივი ძალით 8 წლის განმავლობაში იმუშავა. დღეს ეს ღირსშესანიშნავი ადგილი აღდგენილია და დაბრუნებული აქვს პირვანდელი სახე. ამ არქიტექტურულ შედევს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. ის არცერთ გრამ ცემენტს არ შეიცავს. ამ ტაძარში 500ზე მეტი ბუდას ქანდაკებაა (ერთ-ერთს მოცემულ ფოტოზეც ხედავთ). ეს ადგილი არის, როგორც პილიგრიმი, ასევე აკლდამა, რომელიც შედგება 10 დონისგან. ეს ათი დონე კი სიმბოლურად გამოხატავს ბუდისტური კოსმოლოგიური სისტემის სამ ნაწილს და ესენია: “კამადჰატუ”(სურვილის სამყარი); “რუპადჰატუ” (მატერიის/მატერიალური ფორმის სამყარო) და “არუპადჰატუ” (სამყარო მატერიალური სიცოცხლის გარეშე).  ამ ტაძარს გარშემო აკრავს 72 ცალი ბუდას ქანდაკება, რომელიც ზის გუმბათის ფორმის ნაგებობაში.ეს ბუდისტების ერთ-ერთი სიწმინდეა.

Nature & Cultures, Photographic Gallery, Fine Art Prints, Arles,

ცეკვა ბალი და ტრადიციული მოცეკვავეები- ეს არის უძველესი ტრადიციული, ინდონეზიური ცეკვა, რომელსაც

ასრულებენ ფესტივალებისა და გარკვეული ცერემონიების დროს. მოცეკვავეები თავიან გრძნობებს, ემოციებს, შინაგან სამყაროს გამოხატავენ ცეკვით. ამ ცეკვას გარკვეული ფუნქციები აკისრია, ინდონეზიელთა აზრით:ეს შეიძლება იყოს გზა, საშუალება, რომ მიუახლოვდე ან სულაც ესტუმრო ღმერთებსა და დემონებს.ეს შეიძლება იყოს ღმერთებისთვის გასართობი, სასიამოვნო და მისაღები.

იუდაპატის ცეკვა- იუდაპატი არის ცეკვა, რომელიც გამოხატავს, წარმოადგენს მამაკაცებს, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სრულდება ქალების მიერ. თვითონ სიტყვა “იუდაპატი” არის წარმოშობილი ორი სიტყვისგან და ესენია: “იუდა”-რაც ნიშნავს ომს და “პატი”-რაც ნიშნავს სიკვდილს. ეს ცეკვა გამოსახავს კამიკაძეების მეომართა გმირობას, რომლებიც სამართლიანობის სადარაჯოზე დგანან.ეს ცეკვა შეიქმნა 1987 წელს.

 

aaaსამგლოვიარო ცერემონია- სამგლოვიარო ცერემონიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ის ტარდება ყოველწლიურად. ამ ცერემონიას ატარებს ტორაჯათა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ინდონეზიაში სახლობს. ადგილობრივ მოსახლეობას წამს, რომ რაც უფრო გრანდიოზული, სრულყოფილებასთან მიახლოებული და სანახაობრივი იქნება ეს ფესტივალი, მით უფრო კარგ ადგილს დაიმკვიდრებს სასუფეველში გარდაცვლილი ადამიანის სული. ისინი თვლიან, რომ სწორედ ეს ცერემონია განსაზღვრავს სულის ადგილსამყოფელს, ანუ მიუახლოვდება ის ღმერთებს (მემბალი პუანგს) თუ უბრალოდ დარჩება მფარველ ანგელოზად (დეატა). ეს ცერემონია ასევე ოჯახის შესაძლებლობასა და სტატუსს განსაზღვრავს. ამ დროს მნიშვნელობას ანიჭებენ მსხვერპლშეწირვას. რაც უფრო მეტ ცხოველს მოკლავენ, მით უფრო მაღალი იქნება ოჯახის სტატუსი საზოგადოების თვალში. ნორმალური რაოდენობა ცხოველთა მოკვლისა იქნებოდა დაახლოებით 50 ღორი და 10 კამეჩი.. რაც უფრო შეძლებული ოჯახები ატარებენ ამ ცერემონიას, მით უფრო გრანდიოზულია ის.

65ca8a9959a0a43537e9b223ba73887cbe393b5cd08492447c3baabf839146e1რელიგია ინდონეზიაში- ინდონეზია რომ მრავალმხრივი ქვეყანაა, ეს უკვე პოსტის დასაწყისშიც აღვნიშნე. აქ ძალიან ბევრი რელიგიის მიმდევარი ცხოვრობს, მაგრამ ,ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა მუსლიმანია. ზუსტი პროცენტული რაოდენობის დასახელება რთულია, თუმცა ალბათ მოსახლეობის 80%, დაახლოებით, მუსლიმანია, ხოლო დარჩენილი 20 % პროტესტანტ ქრისტიანებს, ბუდისტებსა და ინდუისტებს შეადგენს. რამდენიმე რეგიონში (მაგ: იავასა და სუმატრაზე)  შედარებით ბევრი ინდუისტია, ხოლო კუნძულ ბალიზე მოსახლე ხალხს საკუთარი რელიგია აქვს, რომელიც ბუდიზმისა და ინდუიზმის შერწყმით არის წარმოშობილი.

ინდონეზიაში, როგორც ნახეთ, ძალიან ბევრი უძველესი ტაძარია, რომელიც ინახავს ლეგენდებს, მითებსა და საიდუმლოებებს. სწორედ ამ ტაძრების მშენებლობასთან ერთად იბადებოდა რელიგიები და მიუხედავად მკაცრი წესებისა, დღესდღეობით ინდონეზიაში მაინც მთელი სულითა და გულით სწამთ კერპების, კერპთაყვანისმცემლობა თითქოს მათი განუყოფელი ნაწილიცაა, იმდენად არის შესისხორცლებული.

 

a716e53af37ef462d8fca4c11048b0cb

ეს იყო და ეს, იმედს ვიტოვებ, საინტერესო ბლოგ-პოსტი იყო და მოგეწონათ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s