როგორ აღვზარდოთ ნამდვილი ქართველი

 

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გსმენიათ საკმაოდ გაცვეთილი და მოძველებული ფრაზა: “მოგესწრო ვაჟკაცი”. ეს იმას ნიშნავს, bba627b04590058d4f38a0caf3250114რომ სიცოცხლეშივე გყავს და “მოგესწრო” ისეთი საამაყო შვილი, როგორსაც ნებისმიერი ინატრებდაო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ყველას “მოგესწროთ” ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ამიტომ ჩამოვწერ პუნქტებს, თუ როგორ მივხვდეთ, გვეზრდება თუ არა სახლში მისაბაძი, პატივსაცემი, ჯიგრიანი მამულიშვილი:

  • თქვენს შვილს ძალიან უნდა უყვარდეს საქართველო და ხშირად ამბობდეს მის სადღეგრძელოს.ხშირად უნდა მიდიოდეს ბუნებაში, მეგობრებთან ერთად, საქეიფოდ და თავის სამშობლოს ხოტბას ასხამდეს. კარგი დასვენების, განტვირთვის, მუცლის ამოვსებისა და გართობის შემდეგ კი ნარჩენებს იქვე უნდა ტოვებდეს. ნარჩენი შეიძლება იყოს ბოთლი, პარკი, ქაღალდი, საჭმლის შესანახი კონტეინერი, ერთჯერადი ჭიკა, დანა-ჩანგალი და სხვ.
  • თქვენი შვილი პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს თითოეულ მანდილოსანს. ხელის გულზე უნდა ატარებდეს საყვარელ ქალს და ცდილობდეს, რომ ყველანაირად ასიამოვნოს მას, მაგრამ თუ დაინახა, რომ ის ეწინააღმდეგება, ისე არ იქცევა, როგორც თქვენს შვილს უნდა, მოკლე კაბით დადის, ბიჭებთან მეგობრობს ან სხვ. მაშინ უკე დედას მოუ……
  • საერთოდ, ნამდვილ ქართველ კაცს განსაკუთრებით, გამორჩეულად უყვარს დედა. ის მასზე დამოკიდებულია, მასთან ერთად და მის კმაყოფაზე ცხოვრობს, ხშირად სიცოცხლის ბოლომდე.მიუხედავად იმისა, რომ ასე ძალიან უყვარს მშობელი დედა და მას პატივსაც სცემს,  შეუძლია, რომ მისი თანდასწრებით შეიგინოს თავისივე დედის &#%#*^*#, მაგრამ მთავარია სიყვარული და ის ურთიერთპატივისცემა, რომელიც მასსა და საყვარელ მშობელს შორის არის.
  • თქვენი შვილი აუცილებლად უნდა ერთობოდეს და ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც უნდა უჩნდებოდეს კლუბში წასვლის სურვილი. ის ბილეთში ფულს არ უნდა იხდიდეს ,რადგან მან ეს დაიმსახურა(“საკუთარ უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ფული რა პონტში უნდა გადავიხადო, ძმააო?!”), ხოლო თუ Face Control-მა მას კლუბში შესვლის უფლება არ მისცა, მაშინ დილამდე უნდა იდგეს შესასვლელთან, უნდა უტრაკებდეს დაცვას და ერთი სიტყვით, ყველა და ყველაფერი უნდა ააწრიალოს,უნდა შეაწუხოს დაცვა, face control-ი, რიგში მდგომი ხალხი და სხვ. ასევე, ნამდვილი ქართველი შეწუხებას უკეთ გაგრძნობინებთ, თუ გოგო ხართ და კარგად გამოიყურებით. საკუთარ თავზე მაინც ექნება გოგოების უმეტესობას გამოცდილი, როგორია ვიღაც შავ მაიკიანი, სათვალიანი მოზვერი, რომ გეფლირტავება და სასმელზე გპატიჟებს, ან გეცეკვება (თან რაღაც სასწაულად, ამოუცნობი მოძრაობებით)
  • თქვენს ვაჟკაცს არ უნდა მოწონდეს ყველაფერი ის, რაც მას ქართველობას ართმევს. ეს ძალიან მარტივი პროცესია და შეიძლება ქართველობის წართმევა სულაც ერთ დღეში მოახერხონ მასონებმა, ურჯულოებმა, იაღოველებმა, “პედიკებმა” თუ  იმნაირებმა. მაგალითად, კაზანტიპი გვართმევს ქართველობას დაახლოებით 2 კვირაში, “პიდარასტების პარადი” ერთ დღეში და ა.შ. წართმევის ხანგრძლივობის დროის ზუსტად განსაზღვრა , რა თქმა უნდა, შესაძლებელია
  • სკოლაში გამორჩეული უნდა იყოს შემდეგი ნიშნებით: დანასა თუ კასტეტს მუდამ თან უნდა ატარებდეს, განსხვავებულ ტიპებს უნდა ჩაგრავდეს, არასდროს შედიოდეს გაკვეთილზე და შესვლის შემთხვევაში არაფერი უნდა იცოდეს, ხშირად უნდა ჩხუბობდეს,იგინებოდეს და იფურთხებოდეს, მასწავლებლებს სიცოცხლეს უნდა უმწარებდეს, ბევრ გოგოს უნდა უყვარდეს ის, თუმცა მას მხოლოდ  ერთადერთი აი ჯააან ლაგაცნაერი გოგო უნდა უყვარდეს. აგრეთვე, სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება შეიძლება სულაც არ უნდოდეს (12 წელი ისედაც ბევრი იტანჯა), მაგრამ უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ თუ არ ჩააბარებს ამ ცხოვრებში ვერაფერს მიაღწევს, ნათესავთა და მეგობართა თვალშიც დაეცემა და საერთოდ, უნივერსიტეტში მთავარია შეყოს ცხვირი და მერე რამეს მოახერხებს რაა.
  • თუ თქვენს შვილს მართვის მოწმობა აქვს, ანუ ე.წ “პრავა”, მაშინ ხშირად უნდა დაყავდეს მანქანა დიდი სისწრაფით, საცობში გაჩერება არ უნდა ეკადრბოდეს და გვერდს უვლიდეს საცობს (თუ ამის შესაძლებლობაა), ყოველი მანქანის მძღოლს ლამაზი სიტყვებით უნდა ამკობდეს, პატრულის თვალწინ ძალიან პატიოსნად უნდა მართავდეს საჭეს და საცობში ყოფნის დროს გაუჩერებლად უნდა ასიგნალებდეს(მიუხედავად იმისა, რომ იცის, ეს არაფერს უშველის), ხოლო საჭირო შემთხვევაში, მანქანიდან უნდა გადმოდიოდეს და ხმამაღლა უნდა იწყებდეს საქმის გარჩევას.
  • ნამდვილ ქართველს როგორი რეაქცია და წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მისგან განსხვავებულ ადამიანებზე ალბათ ხვდებით, ხო?  რა უბედურებაა ტოო, რა პონტში უნდა დადიოდნენ ემოები და ვიღაც გაურკვეველი ტიპები მაგის უბანში და მაგის ქალაქში, საერთოდ? “პიდარესტებზე” და ზანგებზე ხომ საუბარიც ზედმეტია რაა.. და საერთოდ, ნამდვილი ქართველის შვილი რომ ისეთი არ იყოს, როგორიც თვითონაა და როგორც თვითონ უნდა, ჯერ შვილს მოკლავს და შემდეთ თვითონ დაიხლის ტყვიას.
  • ბევრი კარგი თვისება უნდა ჰქონდეს თქენს შვილს, თუ გსურთ, რომ ნამდვილ კაცად ჩამოყალიბდეს. მაგალითად, უფროსებს უნდა სცემდეს პატივს: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომ დაინახავს მოხუცი ადამიანი ფეხზე დგას, სინდის-ნამუსი შეაწუხებს და გვერდით მჯდომ ადამიანს ეტყვის: “აუ, ვერ ხედავ, ახმელა ქალი ფეხზე დგას, მიდი რააა.. დასვი, ტო, რა პონტია?!”.
  • ის ცოლის ერთგული უნდა იყოს. შეიძლება, რომ თვეში ერთხელ “განტვირთვის პონტში” წავიდე, ძმაკაცებთან ერთად ,ბოზებში, მაგრამ ის ქალი ხო ბოზია რაა..  და საერთოდ, ცოლმა ამაზე როგორ უნდა იეჭვიანოს? იმ ვიღაც ბოზთან  ერთხელ ჰქონდა მარტო სექსი რა.. თან ეხლა ძმაკაცები რომ აიტეხავენ, რესტორანში ყოფნის დროს, რატომ უნდა გამოკლდეს. ცოლის ჩმორი კი არ არის.

მოკლედ, ასე რომ გავაგრძელო წერა, დილამდე ვერ მოვრჩები, ამიტომ ჯერ-ჯერობით ამით შემოვიფარგლები. ეს არის ის საჭირო და აუცილებელი რჩევები და მაგალითები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ შვილი სწორად აღზარდოთ.

წარმატებებს გისურვებთ. 

7 responses to “როგორ აღვზარდოთ ნამდვილი ქართველი

  1. ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი პოსტი იყო!
    ზუსტად გამოხატა ჩემი ემოციები და დამოკიდებულებები “ქართველი ვაჟკაცი”-ს (მგონი არავის არ ჭირდება იმის განმარტება ქართველი ვაჟკაცი ბრჭყალებში რატომ არის) მიმართ.
    პ.ს. ჩემს გარშემო არიან ისეთი ბიჭები (პოტენციური კაცცები) რომლებიც არც ერთ აქ მოყვანილ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, ასე რომ იმედი მთლად არ მომკვდარა ჩემში

  2. ჰო აი სიგნალი და ამბავი არ მეშლება ხოლმე :)))) ნერვები მეშლება რო დგანან და იმიტომ. დალშე ვერ ვქართველობ :/

    • შეიძლება, მაგრამ უზრდელობაა და უკულტურობაა ისეთ დროს სიგნაი, როცა საჭირო არაა :დდ თან კანონნიც კრძალავს, მაგრამ ეს ე.წ მკვდარი კანონია ^ ^

      • ანუ მე ჩემ წინ მგომს კი არ ვუსიგნალებ, აი იმას 30 მანქანის წინ როა, ვერც კი ვხედავ მარა ვიცი აჩერებს მოძრაობას 😀 😀 რკინის ლოგიკა 😉

  3. კიდევ კარგი რამდენიმე ნორმალურ ბიჭს მაინც ვიცნობ, თორემ ასეთი იმდენია, თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი აქედან. ნორმალურების შემხედვარე ცოტა იმედი მაინც გეძლევა ადამიანს, დარჩენის და რაღაცის შეცვლის სურვილი გაქვს. ტრადიციებს, აღზრდას თუ რავიცი, რასაც უნდა იმას დააბრალონ, მაგრამ მაინც ვერასდროს გავიგებ “ქართველი ვაჟკაცების” ფსიქოლოგიას. ვუყურებ და ძალაუნებურად მიჩნდება კითხვა “რატომ”? :/ არაჩვეულებრივი პოსტია. მომწარო სიტყვების და ცინიზმის კომბინაცია მიყვარს ზოგადად ❤ (ასეთ თემებთან მიმართებაში მითუმეტეს)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s