ზოგიერთი სიკვდილს იმსახურებს!

შეიძლება დაიმსახურო ბედნიერება, პატივისცემა, ზიზღი, კარგი ანაზღაურება, საჩუქარი, კოცნა და სხვა მრავალი მატერიალური თუ არამატერიალური რამ. იმისათვის, რომ რაღაც დაიმსახურო, ბევრი შრომა, წვალება ან ხანდახან უბრალოდ ფეხის ფეხზე გადადებაც კი საკმარისია. სწორედ ასე გადაიდო ფეხი ფეხზე ერთმა მაღალმა,გამხდარმა ქალბატონმა და უბრალოდ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარა, რომ არატრადიციული ორიენტაციის იყო. აღიარა და ამ საშინელი და საზარელი აღიარების, ცხოვრების სტილისა და უბრალოდ იმის გამო, რომ ის შეიქმნა ქალად მამაკაცის სხეულში, მან დაიმსახურა სიკვდილი!

საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, ადამიანი, რომელიც სასტიკად მოკლეს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა და ადამიანი, რომელიც უბრალოდ ისე ცხოვრობა, როგორც უნდოდა, იმსახურებდა სიკვდილს და ნამდვილად ღირსი იყო ამის. წარმოდგენაც კი მირთულდება, როგორი გაბოროტებული, საშინელი, მახინჯი სულის “ადამიანი” უნდა იყო, რომ ასეთი აზრი გონებაში დაუშვა. ვთვლი, რომ ისინი უბრალოდ დაბადებულები არიან მკვლელებად და თუ ცხოვრებაში დაუდგებათ კრიტიკული მომენტი, ხელს სისხლში ნამდვილად გაისვრიან. საზოგადოება მანამ ვერ იქნება განვითარებული, დალაგებული, ევროპული, საღად მოაზროვნე და ადეკვატური, სანამ ამ ყველაფერზე რეაგირებას არ მოახდენს. მანამ ვიქნებით ასეთი პოტენციური მკვლელების, ბოროტი ადამიანების, სულით მახინჯი არსებების გარემოცვაში, სანამ ასეთი იდეებისა და მოსაზრებების სამყაროში ცხოვრება ჩვენთვის მისაღები თუ არა, მიუღებელი მაინც არ იქნება.

10393162_1504288033163386_5323963238536761386_n

საერთოდ არ მეცოდება სიმართლე რომ გითხრათ ასეთი ადამიანები რარაც პონტში მაგალითი იქნება სხვა დანარჩენებისთვის რო ჩვენ ვართ ქართველები და ასეთმა ხალხმა არ უნდა მოგვჯრან და საერთოდ უნდა ამოწყდნენ ერთ დღეს რადგან არ მინდა ჩემმა შვილმა საერთოდ იცოდეს მნიშვნელობაც კი ამ უჯიშოებისნუ ვიტყვით ცოდოა ეს ადამიანი რადგან ესენი არ არიან ადამიანები”

ეს კომენატარი დაწერა ერთ-ერთმა ფეისბუქის მომხმარებელმა. მისი წერის მანერა და არგუმენტიც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ შეხება გვაქვს არაადეკვატურ, გაუნათლებელ, გონებაჩამორჩენილ ადამიანთან (მის ადგილას ასეთ დახასიათება დიდ სიხარულს მომგვრიდა).

ქართველები ვართ და საქართველოში ლგბტ პირები არ არსებობენ! ან თუ არსებობენ, ყველა ერთად უნდა ამოვწვათ, ამოვბუგოთ! წინ მეგობრებო! ნათელი მომავლისკენ! თქვენ და თქვენიანები გადაარჩენთ საქართველოს და გააბრწყინებთ იბერიას!

პ.ს. არამგონია ნორმალურად ჩამომეყალიბებინა სათქმელი. დავწერე ცოტა, როცა დასაწერი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ამ თემის განხილვაც კი უკვე ცუდად მხდის. იმედი მაქვს, რაც მაწუხებდა ის გაიგეთ (ზოგიერთებმა მაინც).

One response to “ზოგიერთი სიკვდილს იმსახურებს!

  1. აგრესიას აგრესიით ვერ დაამარცხებო ამბობენ და ასეცაა, მაგრამ ამ კომენტარების ავტორების მიმართ აგრესია როგორ არ უნდა იგრძნო… ეტყობა არც ისეთი გაწონასწორებული ვარ, რომ მსგავსი იმბიცილური, ცხოველური ინსტინქტით სავსე აზრები ვიკითხო და ამ ადამიანების ცემის სურვილი არ გამიჩნდეს. თუმცა მათთვის არც ცემა შეცვლის რამეს და არც ლაპარაკი, არც ამ ყველაფრის იგნორირება შემიძლია და აღარც ის ვიცი რისი გაკეთება შეიძლება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s