დაგვიანებული სალამი ნოემბერს!

10752132_1506991342893055_210697283_n

ჰომ.. ფბ-სთან რომ უაზროდ ზიხარ, მეცადინეობისკენაც გული რომ არ მიგიწევს და არც წიგნის წაკითხვის ან ფილმის ყურების ხასიათზე არ ხარ, რა თქმა უნდა, გონება ინათებს და გახსენდება, რომ ბლოგზე პოსტის დაწერა ცუდი იდეა სულაც არ იქნებოდა.. შემოვბლუყუნდი ჩემს საყვარელ, ერთგულსა და ყველაზე გამგებ ბლოგზე და ვიწყებ წერას ნოემბრის შესახებ ..

სალამი ნოემბერს!

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თვე კარგად დაიწყო. პირველ რიგში, სრული უსაქმურობითა და სიზარმაცით შევეგებეთ მე და ნოემბერი ერთმანეთს. მჭირს ხოლმე ასე, არაფრის კეთების ტრაკი რომ არ მაქვს და ყოველდღიურად პირობას ვაძლევ ჩემს თავს, რომ დღეს მაინც გავაკეთებ იმას, რაც მინიმუმ 1 კვირის წინ უნდა გამეკეთებინა.

ცუდად გაგრძელდა ნოემბერი, რადგან გარდაიცვალა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად პატივსაცემი ადამიანი-კახა ბენდუქიძე. გული ძალიან მეტკინა. რატომღაც ვერც კი წარმომედგინა, რომ ერთ დღესაც შეიძლებოდა ასეთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ შემეტყო. ვთვლი, რომ ყველაფრისდა მიუხედავად, პატივი ყოველმა ჩვენთაგანმა მხოლოდ იმის გამოც კი უნდა სცეს, რომ დღეს საქართველოში არსებობს “თავისუფალი უნივერსიტეტი”.

ჰომ, უკვე მესამედ შევიჭერი თმა და მგონი ახლა ყველაზე ნორმალურად მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დილით თმის დაყენება ცოტა მიჭირს და ვერც რეზინით ვიკრავ ამ ფუმფულა, მსუქან თმას, მაინც მომწონს და მიხარია, რომ ცხოვრებაში პირველად მომიხდა ერთი შავი ქუდი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, რაც  სახლში სრულიად უსაქმოდ მიდევს.

ჰომმ. კვლავ ვაგრძელებ ფიქრს და ვერ გადამიწყვეტია, შევიღებო თუ არა თმა ჟოლოსფრად ან წითლად. არ ვიცი რამდენად მომიხდება, ამიტომ გარისკვა მიჭირს, მაგრამ თუ ისეთ ფერს ვნახავ, როგორიც მინდა, მაშინ დაუფიქრებლად წავალ და გადავიღებავ ამ უაზროდ შავ, კიარადა მუქ წაბლისფერ თმას.

საერთოდ, ზამთარი, სიცივე, სუსხი და “თოვლ-ჭყაპიც” კი რომ ძალიან მიყვარს, უკვე აღვნიშნე მგონი, მაგრამ ამავდროულად საშინლად მძულს ქარი. მთელი ნოემბერია, რაც ქარმა წამიღო, ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კარგი ამინდია და განწყობაც ამიმაღლდა.

მოკლედ, მადლობას ვუხდი ამ უცნაურ თვეს, რომელიც სავსეა უემოციობით, უინტერესობით, სიზარმაცით, ცუდი სიახლეებითა და საშინელი ქარით. მაინც მადლობელი ვარ ყველაფრის და მიუხედავად და დიდი სიყვარულითა და სითბოთი ველი დეკემბერს!

4 responses to “დაგვიანებული სალამი ნოემბერს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s