20 რამ, რაც საშინლად მაბეზრებს თავს ან უბრალოდ არ მსიამოვნებს

d0f9b33f5bd0226eef0f6413d1ba1821

არც ისე ბევრი რამ არის, რისი ატანაც არ შემიძლია და საშინლად მაბეზრებს თავს, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ 20 ისეთი, რამ გავიხსენო, რაც ძალიან მღლის, მაღიზიანებს, არ მსიამოვნებს და, ერთი სიტყვით, საშინლად მაბეზრებს თავს. იდეაში, თავიდან ვაპირებდი, რომ 50 პუნქტისგან შემდგარი პოსტი ყოფილიყო, მაგრამ ცოტა რთულია გახსენება, ამიტომ 30-ით შევამცირე და ამჯერად 20 პუნქტისგან შემდგარ პოსტს გთავაზობთ. მომავალში იმ 30-ს თუ გავიხსენებ და აღმოვაჩენ, დავწერ, აუცილებლად.

  1. ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს;
  2. ყველა ის მოყოლილი ისტორია, რომელიც ვიღაცის პირად ცხოვრებას ეხება და საერთოდ არაა საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემთვის;
  3. ადამიანები, რომლებსაც სიმართლეს ეუბნები და სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო არ ჯერათ მაინც შენი;
  4. ყველა ის ბიჭი, რომელიც სიგარეტზე ნაფასის დარტყმის დროს ისეთ სახეს იღებს, გეგონება, მსოფლიოზეა გამწარებული და შიგნით საშინელ ბოღმას ატარებს;
  5. ყველა ის ადამიანი,რომელიც რაღაც სულელურ ისტორიებს იმიტომ ყვება, რომ შენზე ამ გზით მაინც მოახდინოს შთაბეჭდილება;
  6. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ძალიან არ უყვარხარ, არ მოწონხარ, მაგრამ მაინც გელაქუცება;
  7. მეცადინეობა რაღაც უინტერესო საგნებისა;
  8. ყველა ის ადამიანი, რომელიც ფბ-ს სტატუსებით გელაპარაკება ან ვინმეს ელაპრაკება;
  9. ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვის საქმეში და პირად ცხოვრებაშია ბრძენი;
  10. არ მსიამოვნებს ყოველდღე ერთიდაიგივე სახეების ყურება;
  11. არ მსიამოვნებს იმ ადამიანთან ერთად კაფეში ან ბარში წასვლა, ვინც უკულტუროდ ახვრიპინებს და ხვრიპინით სვამს ჩაის/ყავას;
  12. არ მსიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც უხეშად, ამპარტავნულად ექცევიან უფროსებს, მიმტანებს, დამლაგებლებს, მასწავლებლებს და სხვა პროფესიის ადამიანებს;
  13. არ მსიამოვნებს იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც თავი ყველაფერში მართალი გონიათ;
  14. არ მსიამოვნებს იმ ადამიანთან ერთად სასმელის დალევა, რომელიც სიმთვრალეში საზიზღრად იქცევა;
  15. არ მსიამოვნებს უმადურ ადამიანებთან ურთიერთობა;
  16. საშინლად მაბეზრებს თავს ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაც ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მონაა, საკუთარი აზრი არ გააჩნია და უბრალოდ მონეტის ორივე მხრიდან დანახვა არ შეუძლია;
  17. თავს მაბეზრებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ყველანაირ ადგილას პოულობს საჭორაოდ და ვიღაცაზე სალაპარაკოდ დროს;
  18. არ მსიამოვნებს,როდესაც ჩემი ცხვირის პირსინგთან დაკავშირებოთ მარტო ის აინტერესებთ თუ რატომ გავიხვრიტე, მტკივა თუ არა როცა მიკეთია (O.o) და სურდო რომ მაქვს რას ვშვები;
  19. არ მსიამოვნებს, როდესაც ლაპარაკს არ მაცლიან;
  20. არ მსიამოვნებს, თუ თოვლის გუნდას მესვრიან;

5 responses to “20 რამ, რაც საშინლად მაბეზრებს თავს ან უბრალოდ არ მსიამოვნებს

  1. 1 2 3 6 9 10 12 13 15 16 17 ესენი არც მე არ მევასება თანაც საშინლად 😦

    • ჩაის სმას არაფრრს, მაგრამ ხვრიპინს ვერჩი 😄 ნერვებზე მოქმედებს

  2. 18, აბა კიდევ რა შეიძლება აინტერესებდეთ ცხვირის პირსინგთან დაკავშირებით? )

    ისე რაღაც მსგავს თემაზე მეც მიწერია 🙂

  3. ნაფაზის დარტყმისას არ ვპაკაზუხობთ, მართლა ასეთ სახეს მოითხოვს ამოქაჩვა ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s