როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე

როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე? -ეს კითხვა გუშინ, დაძინებამდე გამიჩნდა. მოგეხსენებათ, ღამით 88262a842cf204a496a0ea22375d00b1ადამიანის ტვინი უფრო პროდუქტიულია, ამიტომ მეც ხუთ წამში, გონებაში დავწერე პატარა თემა. რა მოხდებოდა მაშინ, თუ ერთ დღეს გავიღვიძებდით და გაქრებოდა ჩვენი ცხოვრებიდან ის უმთავრესი, რასაც მელოდია ჰქვია.   თუკი ბევრი პლანეტისა და გალაქტიკის იქით,  მართლა ზის ერთი, მსუქანა, თეთრწვერიანი უსასრულობა (როგორც ეს მე წარმომიდგენია), მაშინ მასთან გასაუბრება რომ შემძლებოდა, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ყველაზე საუკეთესო, რაც მას ოდესმე შეუქმნია თუ გამოუგონებია, ეს არის სწორედ მუსიკა. მუსიკა, რომელიც რთულ მომენტებში გვაძლიერებს ან გვასუსტებს; მუსიკა, რომელიც სასიცოცხლო ძალას გვაძლევს; მუსიკა, რომელიც სიცოცხლეს ამარტივებს და გარკვეულ მომენტებსა და მოგონებებს ფერებს სძენს; მუსიკა, რომლის მოსმენაც ჟრუანტელს გგვრის; მუსიკა, რომელიც გეხმარება, რომ გიყვარდეს, გწამდეს, გჯეროდეს, იმედი გქონდეს, ოცნებობდე და ნანატრ იისფერ სამყაროში დაცურავდე.

როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე? – წარმოდგენაც  ძალიან მიჭირს. გქონიათ ალბათ შემთხვევა, რომ ისე გყვარებიათ ადამიანი, ცხოველი, თევზი თუ ფრინველი, რომ მისი დაკარგვის შესახებ აზრი არც გაგივლიათ გონებაში, რადგან ეს ისეთი წარმოუდგენელი იყო თქვენთვის, რომ ამაზე ფიქრის საშუალებაც კი არ გეძლეოდათ. ადრე თუ გვიან ბევრი წავა და მოვა და ჩვენც ამას, გვინდა ეს თუ არა, ძალაუნებურად შევეგუებით, მაგრამ, წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, თუ მუსიკას დაკარგავდით? წარმოგიდგენიათ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ვეღარ მოისმენდით საყვარელი კომპოზიტორის გენიალურ ნაწარმოებს, ანიმეში Spirited away აღარ იქნებოდა Joe Hisaishi-ს ნაწარმოები One summers day,ვეღარ დაუკრავდით, ვეღარ იღიღინებდით, სამსახურისკენ მიმავალი ვეღარ გაიკეთებდით ყურსასმენებს, საყვარელ ფილმში ვეღაც აგიჩქარდებოდათ გული ჩუმსა და უმუსიკო სცენებზე, ვეღარ უმღერებდით შვილს ან პატარა დას და ძმას ძილისწინ, ვეღარ ირბენდით და ივარჯიშებდით დილით ისეთივე შემართებით და  ვეღარ ისიამოვნებდით იმ შედევრებით, რომლებიც საუკუნეების f4fe7f45749bb2652c6a0444c926a5d9განმავლობაში დააგროვა კაცობრიობამ? წარმოსადგენად რთულია, მაგრამ თუ მე ასეთ სამყაროში მომიწევდა სიცოცხლის გაგრძელება, მაშინ ვიტყოდი, რომ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონია, რადგან აღარ ექნებოდა მნიშვნელობა სიცოცხლეში ვიქნებოდი სიცარიელეში, თუ სიკვდილის შემდეგ.

როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე? -იქნებოდა ძალიან რთული, ბოროტი და ჩაშავებული. მახსოვს, როდესაც პირველად დავიწყე “მექანიკური ფორთოხალის” კითხვა, არ შემეძლო მთავარი პერსონაჟის უარყოფით გმირად აღქმა, რადგან მას ბეთჰოვენის შედევრები ათრობდა და ანიჭებდა ბედნიერებას. როდესაც პირველად წავიკითხე, რომ ოთახში წამოწოლილი, ბოლო ხმაზე უსმენდა ასეთი დონის კლასიკას, ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა, რომ ის ასეთი უგულო, ცივი და სასტიკი ყოფილიყო. ახლა კი, როდესაც ვფიქრობ საერთოდ როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე, თვალწინ მიდგება გრძელსახიანი, ანიმაციის პერსონაჟი, რომელსაც ჩამოწელილი, წვრილი ცხვირი , მუქი თვალები და ბოროტი გამომეტყველება აქვს, დგას დანგრეულ ქალაქში, გადამწვარი სახლის წინ და საშინელი ხმით ხვნეშის. ასეთი იქნებოდა სწორედ სამყარო, რომელშიც ვიცხოვრებდით, რომ არასოდეს ეარსება ბახს, შოპენს, მოცარტს, შტრაუსსა და შუბერტს. არ იქნებოდა სამყარო იდეალურთან სულ ოდნავ მაინც მიახლოებული  Queen-ის, Beatles-ის, Daft Punk-ის, Miles Davis-ის, გია ყანჩელის, Pink Floyed-ის, Led zeppelin-ის და ბევრი სხვა ჯგუფის, ვოკალისტის, კომპოზიტორის გარეშე. მოკლედ რომ ვთქვა, მადლობა მას, ვინც შექმნა და მოიგონა მუსიკა.

One response to “როგორი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე

  1. “მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა” – ნიცშე…
    მუსიკა ყველაზე არაამქვეყნიურია ჩემი აზრით 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s