დეკემბერი

დეკემბერი არის თვე, რომელიც წესით, უნდა “მაიძულებდეს”, რომ სახლში ვიჯდე, ჩაი ვსვა, ფილმებს ვუყურო, ვიკითხო და ა.შ; მაგრამ ეს არის თვე, რომელიც იძულებულს მხდის, რომ სახლში  კომპიუტერთან ვიჯდე, ვიკითხო და ვწერო ის საკითხები, რომლებიც მეორე დღისთვის მაქვს სასწავლი შუალედურისთვის და ,აგრეთვე, ვიარო ყოველ დილას 8 საათზე მაღლივში. ეს თქვენ არ იცით როგორი საშინელებაა,თან ამ სიცივეში. ერთადერთი რაც ამ ყველაფერში ოდნავ სიამოვნებას მანიჭებს, ეს არის იმ საგნების მეცადინეობის პროცესი, რომელიც მაინტერესებს, ხოლო ის, რაც ამ პატარა სიამოვნების მომენტს საშინელებად აქცევს არის ჩემი ხასიათი და სიზარმაცე, რომელიც გამოც ყველაფერს ბოლო წუთას ვმეცადინეობ, წინა ღამით.

dერთი სიტყვით, დეკემბერი არის თვე, რომელსაც თან მოაქვს ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი ვალდებულება. ერთერთი, რაც ყველაზე მეტად მეზარება არის ნაძვის ხის მორთვა, რადგან წლებია უკვე, რაც ეს ჩემს მოვალეობაში გადაიზარდა და სანამ მე არ გაამხსენდება, ნაძვის ხე არავის ადარდებს, ამიტომ ბოლო დღეს ვდგავთ ხოლმე და საახალწლო განწყობის გარეშე ვხვდებით ხოლმე 1 იანვარს.

საახალწლო განწყობა უკვე წლებია, რაც არ მქონია. ბავშვობაში კი ყოველთვის მქონდა და სულ დიდი სიხარულითა და ბედნიერებით ველოდი ღამის 12 საათს, თუმცა ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა,არ ვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ იმის, რომ გავიზარდე ან ალბათ იმის, რომ ტრადიციულად ბოლო წუთას ვაკეთებს ყველაფერს: ვეხმარები სახლში, რომ სუფრა გააწყონ, ავდივარ სალონში, ვიცვამ, მაკიაჟს ვისვამ და ა.შ.

დეკემბერი არის თვე, რომელიც ჩემში რაღაც მოლოდინს აღვიძებს. სულ მჯერა, რომ შემდეგი წელი უკეთესი უნდა იყოს თავისი ავ-კარგით,ამიტომ პოზიტიურად და ოპტიმისტურად ვესამლები ყოველ ჯერზე ღამის 12 საათსა და ლამაზ ფეიერვერკებს.

დეკემბერს გამოვარჩევდი სხვა თვეებისგან იმით, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ხანი ამ თვეში დავუთმე მეცადინეობას, სწავლა-განათლებას დრო, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს, ყველა გამოცდისდა მიუხედავად, მაინც მოვასწარი გართობა, დიეტა და ვარჯიში დავიწყე და ასევე, არ ვაპირებ გუდაურის ზამთრის სეზოგის გახსნაზე წასვლასა და ტრაკში პეროს გაკეთებას.

პატივისცემით,

თქვენი ათინა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s