ბარემ 2014 წელიც შევაჯამოთ

essდარწმუნებული ვარ, არავის დიდად არ აინტერესებს როგორი იყო 2014 წელი ჩემთვის, მითუმეტეს, როცა სოციალურ ქსელში მუდმივად მსგავსი თემატიკის პოსტები გვხვდება თვალში, თუმცა მე მაინც დავწერ, თუ როგორი იყო ჩემთვის ეს 12 თვე.

დღიურში ჩანაწერს წავაწყდი, რომელშიც მეწერა, თუ როგორი იყო ჩემი მოლოდინი 2014 წელთან დაკავშირებით :

“27 Dec.

2013.

დაახლოებით 4 დღეში ახალ წელს შევხვდებით. არანაირი საახლწლო შეგრძნება არ გვაქვს არავის.არ ვოცნებობ და ამიტომ არც ვთვლი, რომ იდეალური წელი იქნება. იქნება წელი, რომელშიც ბევრი კარგიც მოხდება და ბევრიც-ცუდი… მოკლედ, ეს %ლეობა მოვიტყუე :დ სინამდვილეში, ვოცნებობ, რომ ძალიან მაგარი წელი იყოს.. პირველ რიგში, მინდა, რომ უნივერსიტეტში ძალიან კარგად მოვეწყო. დანარჩენი კი უმნიშვნელოა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად და ბედნიერად იყვნენ ჩემს ირგვლივ.”

ამ წელს (2014) ძალიან ბევრი ვინერვიულე. ვინერვიულე იმიტომ, რომ აბიტურინეტი ვიყავი და 8 გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი; ვინერვიულე იმიტომ, რომ ეროვნული ოთხი გამოცდა მქონდა დასაწერი, ვინერვიულე იმიტომ, რომ უნარებში არ ვმეცადინეობდი და გამოცდაზე შესვლის წინ მივხვდი, რომ არაფერი არ ვიცოდი; ვინერვიულე იმიტომ, რომ ჩემი პირად ცხოვრებაში ისე არ იყო ყველაფერი, როგორც ვგეგმავდი.

1ამ წელიწადმა ძალიან ბევრი მომცა და მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, ვისწავლე, რომ ბევრ ნიუანსზე არ უნდა დაკარგო დრო; არ უნდა იყო ემოციური რიგი საკითხების მიმართ; უნდა “გეკიდოს” ვინ რას ფიქრობს და ამბობს შენზე; უნდა იყო უფრო სწრაფი; უნდა ეცადო, რომ ყველა საჭირო ადამიანისა თუ მომენტისგან მიიღო მაქსიმალური, რომ მიზანს მიაღწიო;ვისწავლე, რომ წარსულს არ უნდა მისტიროდე (ძალიან ბანალურია, მესმის, თუმცა, ასეა); ვისწავლე, რომ არასდროს არავიზე არ უნდა დაამყარო იმედები; ცხოვრებაში ვიზეც ვთქვი და მეგონა,რომ  სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, მუდმივად ასე ვიმეგობრებთთქო, სწორედ ისინი დავკარგე (კიარადა დამკარგეს) რამდენიმე ხანში; ვისწავლე, რომ არასდროს არაფერი არ უნდა ვინანო, იმიტომ, რომ იმ დროს ზუსტად ის მჭირდებოდა, რის მიღებასაც ვცდილლობდი; ვისწავლე, რომ ხისთავიანებთან კამათს აზრი არ აქვს; ვისწავლე, რომ თუ ადამიანს ფეხებზე დაიკიდებ, მაშინ დაგაფასებს; მივხვდი, რომ არ უნდა მქონდეს იმათთან კონტაქტი, ვისაც თავი სულ მართალი გონიათ.

2014 წელმა ძალიან ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა:

უნარების გაკვეთილზე ბავშვებთან ერთად აივანზე, ყავის სმა, სიცილი, გართობა; ჩვენი ჩინელი მეგობრები: ჯონი, მიშა, ფენ გაო; ძალიან კარგი ზამთარი და უკეთესი ზაფხული; პატარა ფისო, რომელსაც ბათუმში ვუვლიდით; ბევრი კარგი ივენთი; ბევრი ახალი ემოცია; პირველი ორთვიანი კარგი ურთიერთობა; ჩემი პირსინგი; დიმას იდიოტური ანეგდოტები; Game of Throne-ს სახლში, მეგობრებთან ერთად ყურება; კიკეთში მარტო ბევრ ადამიანთან ერთად; ბოლო ზარი; ბანკეტი; ნატახტარსა და სიღნაღში კლასელებთან ერთად; ბათუმში ზღვასთან გათენებული არაერთი ღამე; ბაკურიანში სმა, მუსიკა, პოზიტივი ცეცხლის გარშემო; ახალი მეგობრები და ნაცნობები; უნივერსიტეტის პირველი დღე და პირველი ლექცია; ჩაბარებული გამოცდები; ეკა ბესელიას სფიჩი; ხატვის გაკვეთილები; იპოდრომზე ღამე ელიზაბეტასთან ერთად ძირს გორიალი; მოკლე თმა; ოქროყანაში ანანოსთან; ჩემი დაბადებისდღე და ბევრი კარგი სიურპრიზი თუ საჩუქარი; ლუდის ფესტივალი; ჩვენ მიერ მოწლობილი პიკნიკები დილის 7 საათზე ბაკურიანში და სხვ.

იყო ძალიან მრავალფეროვანი, ბევრი დადებითი თუ უარყოფითი ემოციით დატვირთული წელი. ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად ცუდი ან კარგი წელი იყო ჩემთვის 2014, მაგრამ ვიტყვი, რომ ბევრი ვისწავლე, უფრო გავიზარდე, მოგონებებით დავიხუნძლე და ასე დატვირთული ვხვდები ახალ 2015 წელს. ფაქტია, ჩვენივე შექმნილია ეს თვეები, საათები, დღეები და წლები, მაგრამ მე მაინც დიდი მოლოდინით ველი ახალ წელს და ახალ თავგადასავლებს.

One response to “ბარემ 2014 წელიც შევაჯამოთ

  1. ეკა ბესელიას სფიჩი ისე ტექნიკურად იყო ჩასმული, ლამის გადმოვვარდი :დ :დ კარგი წელი გქონია :)) კიდევ უკეთესს გისურვებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s