ქართველი გულანთებული მამრი

b

დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, თუ რატომ დავუთმე ქართველ გულანთებულ კაცთა მოდგმას ჩემი ძვირფასი დრო და რატომ ვწერ მათ შესახებ. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი ყველგან არიან.ისინი აღმოჩდნენ ჩემს საახლობლოსა და სანაცნობოში, ჩემს ფრენდ ლისტში, ჩემს ირგვლივ, გარშემო, ჩემს ქუჩაზე, ჩემს ეზოში, ჩემს ქალაქში,სრულიად საქართველოსა და მსოფლიოში, მსოფლიოსა და გალაქტიკაში, გალაქტიკასა და მზის სისტემაში.. ისინი ყველგან არიან და ისინი მრავლდებიან, ამიტომ საჭიროება მოითხოვს, რომ მათ შესახებ ერთი პატარა პოსტი გამოვაცხო.

ქართველი გულანთებული მამრი მიიჩნევს, რომ ვინც სიკვდილს იმსახურებს, ის უნდა მოკვდეს! ის ხელს ქალზე არასდროს არ აწევს, მაგრამ თუ დაიმსახურა ქალმა და ქმარი შეარცხვინა, მის მეუღლეს აქვს უფლება, სწორედ ისე მოექცეს მას, როგორც გადაწყვეტს. გახსოვთ ალბათ, ილიასთან ერთ-ერთი ახალგაზრდა ლექტორი მოკლა ქმარმა. ეს საქციელი ქართველმა გულანთებულმა მამრმა დაგმო. ალბათ ცოლმა მიზეზი კი მისცა ქმარს, რომ მოეკლა, მაგრამ სტუდენტების თვალწინ, შუა ჭავჭავაძეზე, არ უნდა მოქცეულიყო ასე.. ხალხი მოძრაობს მაინც გარშემო…

სიკვდილის დამსახურებას რაც შეეხება, თუ გაინტერესებთ, როგორ იმსახურებენ ადამიანების სიკვდილს, მაშინ მომიწევს გაგახსენოთ ერთ-ერთი შემზარავი ფაქტი, რომელიც ტრანსგენდერ ბექა ბერიანს ეხება. მოგეხსენებათ, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით გადაწვეს მისი საცხოვრებელი ადგილი. ქართველი გულანთებული მამრი ამ ადამიანის სიკვდილს დამსახურებულს უწოდებს, რადგან მისნაირები რყვნიან და აცდენენ ახალგაზრდებს. ქართველ გულანთებულ მამრს კი არ უნდა, რომ მისმა შვილმა ასეთ “ავადმყოფებსა” და “ბუნების შეცდომებს” უყუროს და მათ გარემოცვაში გაიზარდოს.

ქართველი გულანთებული მამრები, როგორც მათ მე ვუწოდებ, საკმაოდ პროგრესულად და ლოგიკურად აზროვნებენ. ისინი ხშირად ისეთ საინტერესო არგუმენტებს მოგიყვანენ თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად, რომ კამათის გაგრძელებას პირდაპირ ჯობს, საკუთარი ნებით დანებდე მათ და უბრალოდ დაეთანხმო. ამის ერთ-ერთი დასტურია ის გამართლება, რომელიც 17 მაისს “ტაბურეტკიან” მამაოს მოუძებნეს. აღმოჩნდა, რომ თურმე ცუდად გამხდარა (გადაღლილა) ერთ-ერთი აქციის მონაწილე და ეს ე.წ. ტაბურეტკაც მისთვის მიჰქონდა ამ სასულიერო პირს, რომ მშვიდობიანი აქციის დამარბევლის ტრაკს დაესვენა.

ქართველი გულანთებული მამრი ხშირად გამოდის სერიოზული სიტყვით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ხშირად აპროტესტებს იმ საშინელებას, რაც ევროპას შემოაქვს ჩვენთან. ამ უგუნურმა ხალხმაც ვერაფრით ვერ შეიგნო, რომ ეს ევროპა არ არის რა ჩვენი. იყვნენ ისინი თავისთვის და ჩვენ დაგვანებონ თავი! (გეგონება სუ ტრაკში გვიძვრებიან).

ქართველი გულანთებული მამრი თვლის, რომ სრული უფლება აქვს დედის %#@*#@)(*$&#_@(# შეაგინოს იმას, ვისაც უბრალოდ არ წამს, რომ ღმერთი არსებობს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ათეისტია. ასეთ დღეში რომ ვართ ამ ერეკლე დეისაძეების ბრალია სულ, მაგათ საერთოდ ლაპარაკის უფლებას რომ ვაძლევთ.

ისინი ირთავენ ცოლებს. ცოლები უზრდიან შვილებს, რომლებსაც სწორედ ისეთ აზროვნებას უყალიბებენ ნელ-ნელა, როგორიც მათ მეუღეებს აქვთ. მათი შვილები სწორედ იგივე პრობლემების წინაშე დგებიან, რადგან არიან უფრო ჩაკეტილები, კომპლექსიანები და თავისუფლებასა და თავისუფალ აზრს (ქვეცნობიერად) მონატრებულნი.

პრობლემა არის ის, რომ ასეთი მსოფმხედველობის შვილები მშობელთა დიდი ნაწილისთვის მისაღები და ნორმალურია, რადგან ისინიც სწორედ ასე აზროვნებენ. არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე ის, თუ რისი თქმა მინდოდა და ვიცი, რომ უკვე ასჯერ დატკეპნილ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდი, მაგრამ ეს ბოლო რამდენიმე დღეა საშინლად მაწუხებს ზიზღით, სიძულვილით და ალოგიკური არგუმენტებით გატენილი პოსტები ნიუს ფიდსა შინა.

2 responses to “ქართველი გულანთებული მამრი

  1. Problema gasagebia rametu is cxadad dgas chvens winashe. Me ufro metad mainteresebs mis gadachraze tu gifiqria da tu, mashin rogor sheidzleba zemotxsenebuli moxdes?

  2. როგორ მესმის შენი პროტესტი, ქართველი ერი არ მიეჩვევა, არასდროს, განსხვავებულ აზრზს….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s