თებერვლის ამ საშინელ საღამოს

თებერვლის ამ საშინელ საღამოს ვზივარ კომპიუტერთან, ვწერ. არ ვიცი რაზე, ან რატომ. ვწერ, რადგან სრულიად 3f12e31170161b6a412e182cb53b9cd9
უმიზეზოდ ვარ უხასიათოდ და არ ვიცი რა გავაკეთო, რისი კეთებაც დავიწყე ვერაფერი მივიყვანე ბოლომდე, რადგან არაფრის სურვილი არ მაქვს. ვზივარ შავ სქელ ჯემპრში გახვეული, მიდევს წინ ჩაი, რომელსაც ძალიან ბევრი შაქარი აქვს და ახალი ბლოკნოტი, რომელიც დღეს შევიძინე. ალბათ დღევანდელი დღის ერთადერთი პლიუსი სწორედ რომ ეს შენაძენი იყო. ლამაზი ბლოკნოტია, მაგრამ არ ვიცი რა ჩავწერო, ამიტომ ვფიქრობ, რომ სამსახურში გამომადგება.

თებერვლის ამ საშინელ საღამოს ყველა ის მესიჯი, რომელიც მომდის, ყველა ის ხმა, რაც მესმის, ნერვებს მიშლის. არცერთი ადამიანის ხასიათზე არ ვარ. ჩემს ოთახში ლამაზად გაფორმებული კედელიც დავაცარიელე, რომ ვუყურებდი ეგეც ნერვებს მიშლიდა.

თებერვლის ამ საშინელ საღამოს რომ მახსენდება 10-ში ლიტერატურისმცოდნეობის გამოცდა მაქვს დასაწერი, ნერვებიც არ მეშლება, უბრალოდ საშინლად განვიცდი, რადგან მზად არ ვარ და უკვე 7 რიცხვია, მაგრამ ჩემი ნერვიულობა მხოლოდ პოსტში ამის აღნიშვნით შემოიფარგლება, რადგან მეცადინეობა უბრალოდ არ შემიძლია.

თებერვლის ამ საშინელ საღამოს ვიცი, რომ არავის არ აინტერესებს ამ პოსტში რა წერია, ან რაზე მაქვს ნერვები მოშლილი, მაგრამ რომ არ დამეწერა და რომ არ მეთქვა, რომ ყველაფერი ჩემს ნერვებზე მოქმედებს, საშინელ ხასიათზე ვარ, რა ვაკეთო არ ვიცი და საერთოდ რა მინდა ისიც არ ვიცი, ალბათ, გავგიჟდებოდი.

თებერვლის ამ საშინელ საღამოს ერთდერთი რაც მახარებს არის ის, რომ ხვალ კარგი დღე იქნება.პირველ რიგში, ჩემი უახლოესი მეგობარი დიმიტრი ჩამოდის და ვნახავ. ასევე,უნდა გავიდე, ყური უნდა გავიხვრიტო, ახალი პირსინგები უნდა ვიყიდო და ქალაქშიც ბევრი უნდა ვისეირნო, რაც ჩემთვის რელაქსაციაზე მაღლა დგას. ამიტომ, გისურვებთ ბედნიერ საღამოს.

ვიცი, საშინლად ემო პოსტი გამოვიდა, მაგრამ მაინც

თებერვლის ამ საშინელ საღამოს არაფრის თავი არ მაქვს.

3 responses to “თებერვლის ამ საშინელ საღამოს

  1. ასე ვიყავი მეც გუშინ. დღეს გამოცდაზე ისე მივედი, კარგად მხოლოდ ერთი საკითხი მქონდა წანაკითხი და ძველებთან დაკავშირებით მეხსიერების იმედად ვიყავი. ის საკითხი შემხვდა, რაც კარგად მოვამზადე. ასე რომ, რა იცი როგორ გიმართლებს 10ში :)) წარმატებები :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s