დედა-ჩემი

დიდი განსხვავებაა დედასა და ჩემს შორის. იმის მიუხედავად, რომ ხშირად გვამსგავსებენ ერთმანეთს, ჩვენ არც ფიზიკურად და არც შინაგანად არ ვგავართ ერთმანეთს. მე მოკლე და ტალღოვანი თმა მაქვს, დედაჩემს მოკლე და სწორი. დედაჩემი მთელი ცხოვრება ძალიან ხუჭუჭა იყო, მე-არასდროს. დედაჩემს სხვანაირი ტუჩები, ცხვირი და თვალები აქვს, მე-სხვანაირი. დედაჩემსაც ჩემსავით პატარა ხელი აქვს, თუმცა განსხვავებული ფორმის თითებით. დედაჩემი სულ რაღაცას ალაგებს, რეცხავს ან წმენს, მე-არა. დედაჩემს ის “ხმაური” არ უყვარს, რასაც მე მუსიკას ვეძახი და რასაც მე ვუსმენ. დედაჩემს ეშინია ცვლილებების, მე ყველაფრის მეშინია. დედაჩემი ყოველთვის პატარა ნიუანსებს ისე ხედავს, როგორც დიდ პრობლემებს, ხოლო მე ამ ნიუანსებს საერთოდ ვერ ვამჩნევ. დედაჩემს უყვარს, როცა 6bdc1ffee65fce595dca1caf853ad8afყურადღების ცენტრშია, მე-არა. დედაჩემი 5 წუთში იცვამს და 10 წუთში შეუძლია რომ გაპრანჭული იდგეს სახლის ზღურბლზე, მე კი ამ ყველაფერს მინიმუმ ერთ საათს ვანდომებ. დედაჩემს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მე-არა. დედაჩემმა თურქული და ცოტა გერმანული იცის, მე-არა და არც სწავლის სურვილი მაქვს დიდად. დედაჩემს პატარა წერტილისგან შეუძლია, რომ ყველაფერი შექმნას, მე-არა. დედაჩემს ჩემი დამშვიდება ძალიან კარგად გამოსდის, მე-არა, (მაგრამ ამის სანაცვლოს მასაჟს ვუკეთებ ხოლმე). დედაჩემი რძეს იმ შემთხვევაში ყიდულობს, თუ ხვდება, რომ მასზე ნაწყენი ვარ (რძე მიყვარს ძალიან), მაგრამ თუ ისაა ჩემზე ნაწყენი მე არაფერს არ ვყიდულობ, მესიჯებით ვცდილობ შემორიგებას და ბოდიშის მოხდას. დედაჩემს იმის აღიარება, რომ არასწორად მოიქცა და დამნაშავეა, არ შეუძლია, მე შემიძლია, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავთან. დედაჩემს ცხოველები უყვარს, მაგრამ სახლში მოყვანა არ უნდა, მე კი მთელი ცხოვრებაა გეგმებს ვაწყობ, როდის გადავალ ცალკე საცხოვრებლად, რომ პატარა ფისო ვიყოლიო. დედაჩემი ადრე წერდა დღიურებს, მაგრამ რომ მიხვდა, ყველაფერს ვიღაცისთვის წერდა, შეწყვიტა. მე უკვე 10 წელი მაინც იქნება, რაც დღიურებს ვწერ. დედაჩემი მეოცნება, მე ნაკლებად. დედაჩემი თვლის, რომ ყველა გაჭირვებულს უნდა დაეხმაროს, მე ვთვლი, რომ ყველა გაჭირვებულს დედაჩემი კი არა სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. დედაჩემს საიდუმლოს შენახვა (ჩემი საიდუმლოს) არ შეუძლია, მე-კი. დედაჩემი სულ ინტერესდება “ის ბიჭი” როგორაა, პირველ კლასში რომ ვუთხარი მომწონსთქო და მას მერე არავიზე არაფერი მითქვამს. დედაჩემი ძალიან ეჭვიანია, მე-იმდენად არა. დედაჩემს არაფერი ეზარება, მე-ყველაფერი. დედაჩემს ყველა და ყველაფერი ეცოდება, მე-არა. დედაჩემს ოჯახური შეკრებები უყვარს, მე-არა. დედაჩემს სტუმრები უყვარს, მე-არა. დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანია, მე-არა.

8 responses to “დედა-ჩემი

  1. მომეწონა დედა!
    სხვათა შორის , ხშირად ხდება, რომ გგონია შენ ხვანაირი ხარ, დადგება დრო და რაღაც მომენტებში მასავით მოიქცევი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s