sadness has its own beauties

54f76fce998104863f03687d23263130

არ მიყვარს, როდესაც დედაჩემი ჭკუას მარიგებს და მეუბნება, თუ ჩემს საქციელს რა შედეგი მოყვება. არ მიყვარს, როცა მეუბნება რა როგორ იქნება და როგორ არ უნდა მოვიქცე. არ მიყვარს, როცა შენიშვნას მაძლევს, ან მეუბნება როდის ვარ მართალი და როდის-არა. არ მიყვარს, რადგან ყოველი სიტყვა, რომელსაც ამბობს და რომელიც უთქვამს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ხდება. ამის შემდეგ კი, მისგან “გამოწერილი” მაქვს ფრაზა: “ხომ გეუბნებოდი”.

ერთი მშვენიერი დღის ერთ საშინელ საღამოს, როდესაც ცუდად ვგრძნობდი თავს და არც ლაპარაკი, არც მოსმენა და არც ფიქრი არ შემეძლო, მითხრა, რომ გავიღვიძებდი და მეორე დღეს ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა. მითხრა, რომ დილით გავაანალიზებდი მომხდარს, გავაანალიზებდი ყველა იმ სიტყვას, რომელიც მითხრეს და სულ სხვა თვალით შევხედავდი ამ მნიშვნელოვან (სინამდვილეში კი უმნიშვნელო) პრობლემას. პრობლემა ,პრინციპში, ნაკლებად შეიძლება დავარქვათ უბრალო წყენას. როდესაც უკვე ვიწექი და ვუსმენდი მუსიკას, რომელიც ბევრ კარგ მოგონებას უკავშირდებოდა და როდესაც ვფიქრობდი, რომ ყველა ცუდი დღის შემდეგ მზიანი და ბედნიერი დღე დგებოდა ჩემს ცხოვრებაში, ვცდილობდი, თავი დამემშვიდებინა და მხოლოდ იმაზე მეფიქრა, რომ დედაჩემის სიტყვები ამჯერადაც აუცილებლად ახდებოდა.

“Even about misery you can take an attitude of celebration. For example: you are sad – don’t get identified with sadness. 6bdc1ffee65fce595dca1caf853ad8afkkBecome a witness and enjoy the moment of sadness, because sadness has its own beauties. You have never watched. You get so identified that you never penetrate the beauties of a sad moment. If you watch, you will be surprised at what treasures you have been missing.”

ვცდილობდი ამ საშინელ დღეებშიც კი ბედნიერად მეგრძნო თავი, ზუსტად იმიტომ, რომ sadness has its own beauties, მაგრამ ვერ შევძელი. ვიყავი ცუდად და ვუსმენდი მუდმივად იმ მუსიკას, რომელიც უარესად მხდიდა და უარეს განწყობაზე მაყენებდა. ვიყავი ცუდად და მეზიზღებოდა ეს ცუდად ყოფნა, რადგან ყველა ბედნიერი მომენტი და წუთი, სწორედ ამ რამდენიმე დღემ გადაწონა. ვიყავი ცუდად და ვერც ჩაი, ვერც ყავა, ვერც ალკოჰოლი და ვერც ვერაფერი მშველიდა. ვიყავი ცუდად და მეზიზღებოდა სახლში მისვლა, რადგან სწორედ სახლში მისვლის დროს მაწვებოდა ყველა ის გრძნობა, რომელსაც ქუჩაში, ბარში, კლუბში, კაფეში ვფარავდი.

საბოლოოდ გავიდა რამდენიმე ხანი და ვიგრძენი შვება, ვიგრძენი, რომ ყველაფერი, რაც ასე მამძიმებდა და მთრგუნავდა, წავიდა და გაქრა.

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დედაჩემის სიტყვები ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ახდა და მეორე დღეს თავი სულაც ვერ ვიგრძენი კარგად. დიდი ხანი ვერ შევხედე ამ ყველაფერს სხვა თვალით და დიდი ხანი ვიყავი ჩაკეტილი და შინაგანად გაშავებული, მაგრამ ოდესღაც ისევ დადგა ის “მზიანი და ბედნიერი დღე” და დედაჩემმა ისევ გამიმეორა ხომ გეუბნებოდიო.

2 responses to “sadness has its own beauties

  1. კარგად დაიმახსოვრე..კარგად.. ცუდი და კარგი ყოველთვის ცვლის ერთიემეორეს..დროდადრო..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s