დაიჭირე წამი

8d0892f65700ee10acc502535c402f5bთითქმის არასოდეს ვნანობ იმას, რაც წარსულში გავაკეთე, რადგან, რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ პერიოდში ზუსტად ის პატარა შეცდომა მჭირდებოდა და მინდოდა. შეიძლება ითქვას, რომ მომენტებით ვცხოვრობ და ეს მომწონს კიდეც.

Carpe diem!

ანუ იცხოვრე მომენტით, დატკბი იმ რამდენიმე წამით, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს, იყავი უფრო თავისუფალი და ერთი სიტყვით, მეტი ყურადღებით მოეპყარი იმ წუთებს, რომლებიც არასდროს დაგვიბრუნდებიან.

Carpe Diem more often or you will miss out on life and never truly be happy.

ვცხოვრობ წამებით და დღევანდელი დღით. სიამოვნებას ვიღებ ისეთი უმნიშვნელო მომენტებისგან, როგორიც უბრალოდ სიჩუმეში ჯდომაც კი შეიძლება იყოს. ვგრძნობ, ყოველთვის შემიძლია ვიყო ბედნიერი და ყოველთვის შემიძლია ჭრელი მომენტებით გავაფერადო ცხოვრება, თუმცა ხანდახან ეს არ მჭირდება.

დღეს, როდესაც მივხვდი, რომ ერთ ადამიანთან ჩემი ურთიერთობა დიდი შეცდომა იყო და სხვა არაფერი, ბედნიერების გრძნობამ მომიცვა, რადგან ასეთი სასარგებლო შეცდომა არასოდეს დამიშვია აქამდე.

ვაგრძელებ ცხოვრებას და ვაგრძელებ იმ ბედნიერი წამების ძებნას, რომლებიც დროულად უნდა დავიჭირო და რომლებსაც დროულად უნდა ჩავეჭიდო, რომ იმაზე მეტი მივიღო, ვიდრე მაქვს და თუნდაც, ვიდრე ვიმსახურებ.

“Seize the moment because you never know if that moment will ever come your way again. I know that when I look back at my life, I will see the memories of all the adventures that I didn’t let pass me by.”

2 responses to “დაიჭირე წამი

  1. რაც “მკვდარი პოეტების საზოგადოება” ვნახე, მას მერე ეს ფრაზა “ჩემი” გახდა. იმდენად ლამაზი და მრავლისმომცველია, შეუძლებელია სადმე დავინახო და არ გამეღიმოს. ბლოგსაც ამიტომ დავარქვი დაიჭირე წამი და იგივე სახელის პოსტი რომ დავინახე, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა 😀 შეიძლება ყოველთვის ვერ ვახერხებდე მომენტის დაჭერას და სპონტანურობას, შედეგებზე ფიქრის გარეშე რაღაცას ვერ ვაკეთებდე, მაგრამ მაინც არის რაღაც, ძალიან დიდი მოტივციის მომცემი ამ ორ სიტყვაში ❤

  2. “დაიჭირე წამი” ახლა მე ზუსტად ეს მჭირდებოდა, მადლობა სასურველ პოსტს სასურველ დროს წავაწყდი. 🙂 🙂 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s