ორი მზიანი დღე

გარეთ ვიყავი ამ საშინლელ ამინდში და სახლში მოსვლისთანავე მივუჯექი ბლოგს რომ დამეწერა იმ ორი მზიანი დღის შესახებ, რომელიც საკმაოდ კარგად დამამახსოვრდა. საშინელ ამინდშითქო რომ ვამბობ, რა თქმა უნდა, ძალიან სუბიექტური ვარ, რადგან ბევრისთვის წვიმა რომანტიკასთან ასოცირდება, მაგალითად, როდესაც უნივერსიტეტიდან გამოვედი, წინ დავინახე, წვიმაში როგორ ცეკვავდა ვიღაც გოგო და ბიჭი. კვლავ სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ არც ეს ასოცირდება ჩემთვის რომანტიკასთან, რადგან უნივერსიტეტის ეზოში წვიმაში დგომა და ცეკვა არაფერია გარდა რომელიღაც ფილმში ნანახი ბანალური სცენის იმიტაციისა. მოკლედ, სულ სხვა ტემაზე სალაპარაკოდ მოვკალათდი ჩაითა და ტკბილი სასუსნავებით და სულ სხვა საკითხის განხილვას შევუდექი.

11011442_1591710584421130_7121704017078755144_n

მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალურად გახსნა სალაშქრო სეზონი რკონში. ჩვენც, მეგობრებთან ერთად, მოვიკიდეთ დიდი ზურგჩანთები, საძილე ტომრებით, კარვებითა და თბილი ტანსაცმელებით სავსე და გავემართეთ დანიშნული ადგილისაკენ, რომ დავბანაკებულიყავით და სასიამოვნო დრო გაგვეტარებინა. საშინელი გზა იყო რკონამდე, ამიტომ ჩასვლას დიდი დრო მოვანდომეთ. ჩავედით, მალევე მოვეწყვეთ, გავშალეთ პლედები მიწაზე და წამოვგორდით. მობილური არ იჭერდა, შესაბამისად, ვერც ვერავის ვეკონტაქტებოდით და ვერც სოციალურ ქსელებთან გვქონდა წვდომა, რაც პირველი რამდენიმე საათი ძალიან გამიჭირდა. ვიდექი და ვეძებდი ადგილს, სადაც შეძლებდა ჩემი ქსელი დაჭერას, მაგრამ, რა თქმა უნდა, სრულიად უშედეგოდ.

შავებში ჩაცმული ის ორი ტიპი არც ჩვენ ვიცოდით ვინ იყვნენ. ისე მოგვიწვნენ.

შავებში ჩაცმული ის ორი ტიპი არც ჩვენ ვიცოდით ვინ იყვნენ. ისე მოგვიწვნენ.

ბანაკი საინტერესო ხალხით იყო სავსე (ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ნაცნობი და ახლო მეგობარი შემხვდა, მაგრამ მაინც). ზოგი რაგბის თამაშობდა, ზოგი სვამდა, ზოგიც ფრისბით ერთობოდა, ერთი სიტყვით, დღის განმავლობაში 11173522_1591766864415502_832645033_nყველა ირთობდა თავს და ართობდა ერთმანეთს. როცა მოსაღამოვდა და აცივდა, სასმელზე უკეთ ვერაფერი გაგვათბობდა, ამიტომ კოცონი დავანეთეთ, მივუსხედით ცეცხლს და ჭაჭის სმა დავიწყეთ. იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მთვრალი ვიყავი ძალიან მალე, მაინც ყველაფერი მახსოვს. მახსოვს, რომ ვიღაცეებს მივუჯექი და ვმღეროდი რაღაც სიმღერებს; მახსოვს, რომ ვიღაც ორ ბიჭთან ერთად კარავში ტყემლიან პურს ვჭამდი (გემრიელი ტყემალი იყო); მახსოვს, რომ ძალიან საშინელი მუსიკა იყო ჩართული; მახსოვს, რომ ვიღაც ბექა გავიცანი, რომელიც თურმე ალექსა ყოფილა და მე რატომღაც ბექა დავარქვი; მახსოვს, რომ ცეცხლთან ვიღაც გორელი გვეჯდა, რომელიც ტვინს გვიჭამდა და სხვ.

11011442_1591710584421130_7121704017078755144_n

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი ვიქენდი გამოგვივდა.წამოსვლამდე ღამით გაცნობილი “ტყემლის ბიჭი” მოვიდა და ბანაკში გაკეთებული პიურე მომიტანა (ღამით მითქვამს პიურე მიყვარსთქო და..). თბილისში დილით ადრე წამოვედით. მცხეთაში შევიარეთ ვჭამეთ. მე ხინკალს არ ვჭამ საერთოდ, მაგრამ იმ დღეს ვჭამე და ბევრიც ვიწუწავე, მერე გავისეირნეთ მშვიდ და წყნარ მცხეთის ქუჩებში და ბევრიც ვიცინეთ.მცხეთიდან პირდაპირ Tbilisi Flea Market-ზე წავედით, ისე, რომ არც გამოგვიცვლია და სახლშიც არ გაგვივლია. ზურგი მომწყდა და შებოლილი კარტოფილის სუნი ამდიოდა, თმაც აჩეჩილი მქონდა და სახეც დამწვარი, ტუჩებიც დახეთქილი, ხელი მოკაწრული და მუხლი ჩალურჯებული, მაგრამ მაინც კარგი იყო 😀

ახლა კი ვზივარ ოთახში შემოყუჟული, ვიხსენებ მზიან დღეებს და ვემზადები ხვალინდელი შუალედურისთვის. წარმატებები მისურვეთ!

4 responses to “ორი მზიანი დღე

  1. მგონი არ არსებობს სხვა ადგილი, რომელთანაც იმდენივე ემოცია მაკავშირებს, რამდენიც რკონთან. უზომოდ ლამაზია და თუ მჭირდება ბედნიერი ჩემი თავი გავიხსენო, ყოველთვის რკონის თაკოს ვიხსენებ.
    ალბათ ყოველთვის ყველასი შემშურდება ვისზეც გავიგებ რომ რკონშია ❤
    წარმატებები შუალედურზე 🙂

  2. გორელი ტვინს რატომ გიჭამდათ ? ან რატომ გყავთ ასე ხაზგასმით გამოყოფილი ? :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s