ჩემი ბლოგი ორი წლისაა!

დაბადების დღეები არ მიყვარს, არც ჩემი და არც სხვისი, მაგრამ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც გულით მიხარია ვორდფრესის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ჩემი ბლოგი უკვე 2 წლის გახდა! დავიწყებდი იმის მოყოლას, თუ 11328821_1607611872831001_115432517_nროგორი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, პირველი ემოცია, პირველი შეარი, კომენტარი და კომპლიმენტი, რომ ჩემი რომელიღაც პოსტი წაიკითხეს და ძალიან მოეწონათ, მაგრამ, ვგონებ, ეს წინა წელს დავწერე უკვე, როდესაც ბრე’ს ბლოგი სულ პატარა იყო, სულ რაღაც 1 წლის და რამდენიმე დღის.სამწუხაროდ, არავის დაბადების დღე (თითქმის) არ მახსოვს. ერთადერთი ადამიანის დაბადების დღე მახსოვს, რომელიც ნოემბერშია დაბადებული და ზოდიაქოთი მორიელია, (პრინციპში, სხვების ცოდნა დიდად არც მჭირდება), ამიტომ მიხარია, რომ მოსული შეტყობინება მამცნობს, ჩემი ბლოგი ნელ-ნელა ვაჟკაცდება, იზრდება და ყალიბდება.

ვულოცავ ჩემს პატარა და კუსკურა ბლოგს დაბადების დღეს! მრავალს დაესწროს, ბევრი პოსტის, ნახვის, კომენტარისა და გაზიარების მომსწრე ყოფილიყოს, აწ და მარადის.

11304328_1607607866164735_1775996250_nამ ბოლო დროს, რატომღაც ხშირად აღარ ვწერ პოსტებს და ეს მეთვითონაც ძალიან მაწუხებს, თუმცა ვორდფრესზე შემოსვლა და სხვა ჩემი “კოლეგების” მიერ გამოქვეყნებული ნაწერების კითხვა არასდროს მავიწყდება.  იმის მიუხედავად, რომ “ვეღარ ვიცლი” ხშირად პოსტების საწერად, მე და ბრე’ს ბლოგს ერთად ბევრი კარგი თუ ცუდი მოგონება გვაერთიანებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც იმდენად ბედნიერი ვყოფილვარ, ბლოგზე წერა-შვება, ემოციებისგან დაცლა და განთავისუფლება ყოფილა. ასევე ხდებოდა, როდესაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი ხოლმე თავს (ეს უკანასკნელი საკმაოდ იშვიათად ხდება). საბედნიერპდ, ახლა კარგად ვარ, მიხარია, რომ უკვე 2 წელი გავიდა, რაც ერთგული და აქტიური მომხმარებელი ვარ ვორდფრესის და ასევე მყავს ერთგული და აქტიური მკითხველი, რომელიც ჩემს უაზრო, ხანდახან სენტიმენტალურ, ბანალურ, გაცვეთილ, ან ძალიან მხიარულ, შემეცნებით და საინტერესო პოსტებს კითხულობს და ან მოიწონებს ხოლმე ჩემს მიჯღაბნილს, ან არადა, გამაკრიტიკებს.

HAPPY BIRTHDAY DEAR BRE’S BLOG!

14 responses to “ჩემი ბლოგი ორი წლისაა!

  1. გილოცავ ბრე :)) კიდე ბევრი იუბილე მომელოცოს :)) ლაიქები, კომენტარები, შეარები და ნახვები არ მოკლებოდეს შენ ბლოგს. საინტერესო პოსტები და მკითხველები კიდევ :))

  2. გილოცაავ ❤ ეს ორი და სხვა მრავალი წარმატებული წელი შენ და შენს ბლოგს ❤ შესაბამისად მრავალი კარგი პოსტის კითხვის სიამოვნება ჩვენ ;))))

  3. უი ჯერ რა პატარა ხარ :)) გილოცავ, აბა შენ იცი.

    მე უკვე ნამეტანი დავბერდი, 8 წელი შესრულდება ოქტომბერში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s