კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანტი-კაფეში!

11422734_1609378132654375_1969936963_n

მაშინ, როდესაც დილის 9-დან 3 საათამდე ლექციები მქონდა, ხოლო მოგვიანებით ფერწერა, საშინლად დაღლილს, ძალაგამოცლილსა და მოწყენილს მომინდა, რომ წავსულიყავი იქ, სადაც უბრალოდ შევძლებდი დასვენებას, განტვირთავს, კარგ სიტუაციაში ყოფნასა და სასიამოვნო ხალხთან საუბარს. ასეთ დროს, ძირითადად, მივდივარ ხოლმე ლამაზ, ვინტაჟურ სტილში მოწყობილ, ფერად-ფერად კაფეებში, რადგან იქაური სიწყნარე, გარემო და ცხელი ჩაი ჩემი და ჩემი დაღლილობის პირველი მკურნალია. გამოვბოდიალდი ფერწერიდან და ფეხით გავისეირნე, გზაში კი ბევრი ვიფიქრე თუ სად წავსულიყავი, რადგან მინდოდა, რომ რაღაც ახალი მენახა და არა-ძველი და კარგად ნაცნობი რომელიმე კაფე. ბევრი ფიქრისა თუ ბოდიალის შემდეგ გამახსენდა ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, რომლის შესახებ ჩემი მეგობრისგან მსმენოდა. ამ საინტერესოსა და ჯერ-ჯერობით “დაულაშქრავ” ადგილს “ანტი-კაფე ქორნერი” ჰქვია.

ჩვენ გვიყვარს კაფეებში სიარული, რადგან სასიამოვნო დროს ვატარებთ, ვსაუბრობთ, ვიცინით და გემრიელობებს მივირთმევთ, მაგრამ თითქმის ყოველთვის გრძნობ იმ შეზღუდულობას, რომელიც გავალდებულებს, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდე, აუცილებლად რაღაც შეუკვეთო და ზედმეტად გარშემომყოფები შენი სიცილითა თუ ხმამაღალი საუბრით არ შეაწუხო. ახლა კი წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის და ზოგადად კაფის საპირისპიროდ მოწყობილი ადგილი თუ სიტუაცია.

11289708_1609378135987708_2121386600_n

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გიამბობთ თუ რატომ გადავწყვიტე ამ ადგილისთვის პოსტი მიმეძღვნა და თქვენთვისაც მეცნობებინა, რომ არსებობს თბილისში, კერძოდ კი დადიანის 30 ნომერში, ადგილი, რომელიც ძალიან მოგეწონებათ სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული, ორიგინალური იდეის მატარებელია.

საღამოსკენ შევხვდი თიკოლოზს, მივედით დადიანის 30 ნომერში და შევედით ანტიკაფე ქორნერში. დიზაინი, ინტერიერი, სიტუაცია და ის მხიარულება, რომელიც იქ სუფევს, ძალიან მოგეწონებათ. ეს იყო პირველი რაც შევამჩნიე. მოგვიანებით გავიგე, რომ მათ არც მენიუ, არც გემრიელი სალათები, არც დესერტი, არც წვენები და ალკოჰოლური სასმელები აქვთ. მაშინ კი ჩემი გაოცებული სახის დანახვისთანავე ნათელი მოჰფინეს იმ გაუგებრობას, რომელიც გამოცანად გარდაიქმნა ჩემს ტვინში: “რა არის ანტი-კაფე?”

ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია დილიდან საღამომდე იჯდე მეგობრებთან ერთად, უფასოდ მიირთვა გემრიელი სასუსნავები, ჩაი და ყავა. აქ არაფერი იყიდება, გარდა დროისა. ანტი-კაფეში ყოფნისას პირველ საათზე 3,5 ლარს 11329720_1609377929321062_2134210507_nიხდი, მეორე საათზეც ასე, მესამეზე კი მხოლოდ 2 ლარს, ხოლო ამ დროის გასვლის შემდეგ შენი იქ ყოფნა უკვე სრულიად უფასო ხდება. ზიხარ ამ ფერად და ძველებური სტილით გაფორმებულ კაფეში და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 9 ლარს ხარჯავ. რაც მთავარი და უმნიშვნელოვანესია: შეგიძლია დაურეკო მეგობრებს, ან გახვიდე და იყიდო სასმელი, საჭმელი, სასუსნავები, რომელიმე გვერდით არსებულ მაღაზიაში, ამობრუნდე ამ კუსკუსა ადგილას და მეგობრებთან ერთად კარგად გაერთო. აქ არის ბევრი სამაგიდო თამაში; არის გიტარა, რომელსაც ყოველთვის ვიღაც უჩხიკინებს; არის პიანინო, რომელზე დაკვრა და პარალელურად სიმღერა ნებისმიერ დროს შეგიძლია (სიმღერაში კი მთელი ანტი-კაფის სტაფი თუ სტუმარი აგყვება); არის გრამაფონი და ბევრი ძალიან ძველი ფირფიტა, რომელზე ჩაწერილი სიმღერებიც თავს აწ უკვე მივიწყებულ საუკუნეში გაგრძნობინებს.

თუ შენს ცხოვრებას აკლია ოჯახური მყუდროება, კარგი მუსიკა, პოეზიის საღამოები და მყუდრო გარემოში  უცნობებთან თუ ნაცნობებთან ერთად კარგი დროის ტარება, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო ანტი-კაფეს და შეიგრძნო მისი განსხვავებული, ორიგინალური სიტუაცია და არსი.

14 responses to “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანტი-კაფეში!

  1. უი უი მადლობა.

    რომელ დადიანზე? ჩველ მერიასთან თავისუფლებაზე თუ ნაძალადევში?

      • უი რა კარგია. შემთხვევით ხომ არ იცი რომლამდე მუშაობენ???

      • გვიანობამდე ღამის 3-4 მდე , როგორც ვიცი, არიან

      • ვააა რა კარგია.
        ჰოდა, სასუსნავებში რა შედის? ნუ დაახლოებით მაინც რომ მითხრა, თუ გახსოვს.

      • პეჩენიები და რაღაცეები რა, ჩაის ან ყავას რომ მიაყოლო

      • უი. მშვენიერი. ვესტუმრები დღეს ან უახლოეს მომავალში.

      • გამაგებინე რომ დააპირებ, წამოვალ მეც :დ ❤

      • ვიყავი დღეს და ნამეტანი არაფერი არ ჰქონდათ 😀
        მხოლოდ ყავა, ჩაი და კრეკერები 😀

  2. რამდენი პერსონის მიღება შეუძლიათ მაქსიმუმ (ჯგუფის)?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s