სულ ეს იყო

  • წინასწარ გიხდით ბოდიშს, რომ ასეთ პირადულ პოსტს ვწერ და ვარ ძალიან ბანალური და სენტიმენტალური.

საკუთარ თავში ასი პროცენტით დარწმუნებული მუდმივად ვიძახდი, რომ არასდროს არავინ შემიყვარდებოდა, რადგან ამას შინაგანად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ არ ვიყავი ის თბილი, სენტიმენტალური და მოსიყვარულე ადამიანი, რომელსაც სიყვარულის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდებოდა , ამიტომ ამ საკითხს ისე ვუყურებდი, თითქოს არც კი Still-Life-with-Pearsვდარდობდი, რომ მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ ვაპირებდი გამეტარებინა, მაგრამ როდესაც ჩემმა მეგობრმა დიდი
სიბრძნე დააბრეხვა და თქვა, რომ თუ 18 წლამდე არ იგრძნობ მუცელში პეპლებს, გულის აჩქარებას და სხვა მრავალს, ამბობენ, რომ ცხოვრებაში ვერავის შეიყვარებო, (მე კი უკვე დაგვიანებული მქონდა) მაშინ შევშფოთდი პირველად და მცირე მოწონებასა და სიმპათიასაც კი, რომელიც ოდესმე ვიღაცის მიმართ მიგრძვნია, სიყვარული ვუწოდე.სიყვარული ვუწოდე,რათა სამუდამოდ იმედი არ დამეკარგა იმისა, რომ მეც ოდესმე განვიცდიდი იმავეს, რასაც ბებიაჩემი დღემდე განიცდის, როდესაც ბაბუაჩემის გვერდითაა, ან რასაც ჩემი რომელიმე მეგობარი განიცდიდა საყვარელ ადამიანთან დაშორებისას, ან შერიგებისას, ან ისევ თავიდან დაშორებისას და თავიდან შერიგებისას და ასე გაუთავებლად. ერთი სიტყვით, მეც სიყვარული მწყუროდა, თან მწყუროდა გაუაზრებლად და საკუთარ თავთან აუღიარებლად.

რამდენჯერაც ადამიანთან დავიწყებდი ურთიერთობას, ერთ კვირაში გამომქონდა დასკვნა, რომ შეყვარებული ვიყავი. ასე მეგონა, რადგან თუ თოვლში სასეირნოდ გავიდოდით, დროს კარგად გავატარებდით და თავს ბედნიერად ვიგრძნობდი, მეგონა, რომ აუცილებლად შეყვარებული უნდა ვყოფილიყავი. დასკვნის გამოტანიდან რამდენიმე საათში Vincent_van_Goghვგრძნობდი, რომ სიმპათიასა და სიყვარულს შორის დიდი და მაგარი კედელი, ზღვარი იყო, რომლის პოვნაც რამენაირად უნდა მესწავლა. ამ ყველაფრის სწავლა კი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან საკმაოდ რთული ადამიანი ვარ, რომელიც ემოციურად ჩამოუყალიბებელია. თუ ერთ დღეს სრულიად ადამიანთა მოდგმა მიყვარს, მეორე დღეს უგრძნობი ქვა შეიძლება ვიყო, რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი წლის წინ (დაახლოებით), გავედით მე და ჩემი მეგობარი რაღაც სულელური გამოკითხვის ჩასატარებლად და შევხვდით რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც კითხვები დავუსვით, შემდეგ კი ბლოგის მისამართი ჩავაწერინეთ, რომ პოსტი ენახათ და მშვიდად განვაგრძეთ გზა. რამდენიმე დღეში ვნახე, რომ ერთ-ერთ ბიჭს,
რომელსაც აზრი ვკითხეთ, კომენტარი დაეწერა. მეც, როგორც ცნობილმა მატრაკვეცამ, ფბ-ზე მოვძებნე, მივწერე და სრულიად უმიზეზოდ დავუწყე მიმოწერა. მალე აღმოვაჩინე, რომ რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვიყავით, მაგრამ სრულიად ამოუცნობი მიზეზის გამო, მუდმივად ვსაუბრობდით, გვქონდა მიმოწერა და ეს ყველაფერი ორივეს მოგვწონდა. ერთ დღესაც ერთ-ერთ აქციაზე შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს. გაგვიხარდა, ცოტა ვისაუბრეთ და როდესაც სახლში წამოვედი, გზაში შეტყობინება მივიღე მისგან. მაშინ გავიფიქრე, რომ მარტო მე არ გამჩენია მის მიმართ სიმპათია… მოკლედ, გავაგრძელეთ ურთიერთობა და 17 მაისს ოფიციალურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის სახელი დაგვერქმია. 17 მაისის შემდეგ კი დაიწყო ის ურთიერთობა, რომელიც საოცრად მომწონდა,

რადგან ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ვნახულობდით ერთმანეთს, დავბოდიალობდით, ვიცინოდით, ვჩხუბობდით, ვკამათობდით, სისულელეებზე ვიცინოდით, ვერთობოდით, წვიმაში ვცეკვავდით (ზედმეტად ბანალურია, თუმცა ძალიან რომანტიულიც, თუ ფონად ალინა ორლოვა მღერის) და სხვ. ვჩხუბობდით იმაზე, რომ ჩინელ მზარეულს მოვწონდი და მე ხუმრობით მას ჩემს შეყვარებულს ვეძახდი, ვჩხუბოდბით იმაზე, რომ ძალიან უცნაურ ზედმეტსახელებს ვუგონებდი მას, ვჩხუბობდით იმაზე, რომ ყოველდღე რაღაცით მას ვემსგავსებოდი და ამაზე სულ ხუმრობდა, მე კი სულ ვბრაზობდი, რომ ასე არ იყო. ორი თვე და ერთი დღე გაგრძელდა ეს ურთიერთობა. მახსოვს, როდესაც დავშორდით, ერთი საათი ვცდილობდი თავის შეკავებას, რომ სახლში მისვლისას მეტირა და არა ქუჩაში, ან გალერეაში. ამ დღის შემდეგ მხოლოდ იმედგაცრუებას, სინანულს, მონატრებას და სხვა მისთანებს ვგრძნობდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მინდოდა შერიგება, ყველაფრის უკან დაბრუნება და გამოსწორება, მაგრამ ცდადაც არ ღირდა ეს ყველაფერი. მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რადგან მიზეზიც კი არ ვიცოდი, თუ რა იყო ჩვენი ურთიერთობის უეცარი დასრულებისა. სწორედ ასეთ დროს მივხვდი, მივხვდი, რომ შემიყვარდა და შემიყვარდა ძალიან ძლიერად, მაგრამ უკვე გვიან იყო.

შემდეგ იყო ბევრი უაზრო დღე, სევდიანი წუთები, ერთსა და იმავე თამეტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერები დღიურში, გაუაზრებელი ქცევები და მისთანები. ერთადერთი, რაც ნამდვილად მამშვიდებდა და მაწყნარებდა იყო ის, რომ ყოველთვის ვგრნობდი, რომ არც ის იყო კარგად, ვიცოდი, რომ მასაც ვენატრებოდი და ისიც ისევე გრძნობდა ძილის წინ თავს, როგორც მე, როდესაც აანალიზებდა, რომ რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო, ის დაკარგა.

wallpaper_van-gogh_animaatjes-25გავიდა რამდენიმე თვე, ბევრი დღე და საათი. გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი შვება, რადგან ის პირველი და დიდი სიყვარული, რომელიც ასე ლოდად მაწვა გულზე და რომელიც ასე მიფორიაქებდა სულს, გამქრალიყო. დრო იყო, რომ სვლა განმეგრძო და უბრალოდ აღარ მეფიქრა რთულ, განვლილ დღეებზე. დავიწყე სწავლა, გართობა, ახალი ურთიერთობები, დავიწყე სხვადასხვა კუთხით ჩემი თავის განვითარება. თითქოს საინტერესოდ, მაგრამ ამავე დროს ყოველგავრი გრძნობებისა და მუცელში პეპლების, გული აჩქარებისა და სუნთქვის გახშირების გარეშე მიედინებოდა ჩემი ერთობ საინტერესო და ამაღელვებელი ცხოვრება, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე არ აღმოვჩნდი.სწორედ ამ დღის შემდეგ დავიწყე ერთ ადამიანთან ურთიერთობა.  დავიწყეთ ლამაზ კაფეებში, ვინტაჟურ ადგილებში სიარული, დავიწყეთ ფერადი დღეების ერთად დაგაგმვა, საღამოს ერთად გატარება, ჩაის მყუდროდ დალევა, ძაღლის გასეირნება, სახურავებზე და ჩემთვის უცნობ ადგილებში ძრომიალი, ჩურჩხელების ჭამა, სპექტაკლზე პონჩიკების ლოკვა, ღამის სამ საათზე ქუჩაში კოცნით სიარული, ყვავილებისა და მილიონი ბუშტის ჩუქება, ხლიხელჩაკიდებული ბოდიალი, კბენები, ფორთოხლის წვენის ხვრიპინით თუ თხლუპუნით დალევა და სხვა მრავალი…

მან შეცვალა და რადიკალურად სხვა მიმართულება მისცა ჩემს ცხოვრებას, რადგან ვიპოვე ის, ვინც იმაზე მეტად შევიყვარე, ვიდრე შემეძლო; ვინც, იმაზე მეტად დავაფასე, ვიდრე შეიძლებოდა და ის, ვინც მუდმივად გაბრაზდება იმაზე, რომ სულელივით ვიქცევი, ვინც ყოველთვის გაიცინებს, როდესაც ბავშვურად ბუზღუნს დავიწყებ; ის, ვინ იცის რომ ჩემსავით არავინ შეიყვარებს მას, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია. არ ვიცი რას ვიგრძნობ, როდესაც ამ პოსტს ერთი წლის ან ერთი თვის შემდეგ წავიკითხავ, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ბედნიერი ვარ მასთან, ვინც გვერდით მყავს. ბედნიერი ვარ მასთან, ვინც ჩემით არის ბედნიერი და ბედნიერი ვარ მასთან, ვინც იცის, რომ ვუყვარვარ და არ დამკარგავს ამოუცნობი მიზეზისდა გამო.

სულ ეს იყო.

10 responses to “სულ ეს იყო

  1. მე უფრო უიმედო მდგომარეობა მაქვს. ისეთი, როგორც 23 წლის ადამიანს შეეფერება 😀

    საქმე ისაა ჩემო კარგო, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა ადამიანს – თავისი ფუნქცია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენც ხომ ვიზრდებით, მისწრაფებები და გემოვნება გვეცვლება…
    წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებ. იმედია, ეს სწორედ ისაა, რასაც ეძებდი ^_^

  2. “რამდენჯერაც ადამიანთან დავიწყებდი ურთიერთობას, ერთ კვირაში გამომქონდა დასკვნა, რომ შეყვარებული ვიყავი.” oh hi :))

    ჰოდა, მიუხედავად პოსტის სიდიდისა, ერთ სიტყვას გეტყვი: დაიკიდე!

    წამოსვლამდე 1 თვით ადრე ზუსტად ეგრე შევეჩვიე ერთ ადამიანს და ახლა, როდესაც იმ ადამიანზე საერთოდ აღარ მეფიქრება, მივხვდი, რომ ქვეყნად ბევრად კარგი რაღაცები (და არა რაღაცეები) შემიძლია ვაკეთო. სიყვარული კი ისეთი რამეა, რომ არ უნდა ჩაიციკლო. მე შემომხედე, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს 28 წლის ასაკში. ჰოდა, მე დავიკიდე! ორივე! ის ადამიანიც და ის გრძნობაც (არ ვიცი ეს სიყვარული იყო თუ არა), რაც მის მიმართ მაკავშირებდა.

    და ახლა, როდესაც ძალიან კარგ ქვეყანაში ვარ, მივხვდი, რომ არც ის ადამიანი მახსენდება და ვნანობ, რომ საერთოდ ასე დავიახლოვე. მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს ამ სინანულს. მოსახდენი ხომ მაინც მოხდა. ჰოდა, დაიკიდე! ქვეყანაზე ბევრად საინტერესო ამბებით შეგიძლია დაკავდე და ბევრად საინტერესო ამბებზე იფიქრო. აი ასე.

    • ^^ ❤ ნამდვილად და საინტერესო რაღაცებით (და არა რაღაცეებით) ვარ ზუსტად დაკავებული

      • მშვენიერი! აი ხომ ხედავ.
        არ ღირს მაგ ყველაფერზე ფიქრი.
        ღმერთო, აქამდე სად ვიყავი ნეტავ?! გეგონება ვინმე წლებს მაჩუქებს.
        აწი უფრო ჭკვიანი ვიქნები ურთიერთობებში. შენც ეგრე ქენი.

  3. ჰაჰ, რატომღაც ჩემს გარემოცვაში მხოლოდ მე ვიყავი ისეთი, ასე უმიზეზოდ რომ დავცილდი ბიჭს. ჩემს მეგობრებს ადრეც შემთხვევიათ მსგავსი დაშორებები, მაგრამ მათ შესახებ აღარავის გვახსოვს. ჩემი ამბავი კი სულ ცინცხალი იყო. არ გამოგვივიდა და იმიტომ დავცილდითო მითხრა, მაგრამ ჩემთვის რთული გამოდგა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ახლაც კი მაწუხებს დაშორებით მიღებული ჭრილობები, აღმოვაჩნე, რომ გაცილებთ უფრო მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, ვიდრე მეგონა. უფრო გავძლიერდი, თავი შევიცანი და ყველაფრის მიუხედავად მაინც მადლობელი ვარ იმ ჩემი დაშორების.პირველი იყო და ბევრი რამ არ ვიცოდი, ახლა კი… 🙂

    ბედნიერებას გისურვებ. 🙂 “სულ ეს იყო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s