Moonassi–ს სერიები, ანუ კიმის ცხოვრებისეული პროექტი

dawny_coverA_cdsize1280

დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია, ახლა კი ათის ერთად დაწერა მინდა, თუმცა, მანამ სანამ ჩემს ზაფხულსა და ემოციებზე დავწერ პოსტს, მინდა, გაგაცნოთ ნიჭიერი და გამორჩეული გრაფიკოსი, რომლის ნამუშევრებიც თქვენზე საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ეს გამორჩეული ხელოვანი კი გახლავთ DAEHYUN KIM-ი. კიმი დაიბადა 1980 წელს, სეულში, სადაც ახლა ცხოვრობს და პარალელურად მუშაობს. მან აღმოსავლური ფერწერა გაიცნო და კარგად შეისწავლა Hongik–ის უნივერსიტეტში (სეული, სამხრეთ კორეა, 2007 წელი), სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული კი ხატავს Moonassi-ს სერიებს. ამბობს, რომ მისი ნამუშევრების უკან არ დგას ერთი, ლამაზი ან შთამბეჭდავი ისტორია, უბრალოდ ამბობს, რომ ხატავს იმას, რასაც ყოველდღიურად გრძნობს, რაზეც ყოველდღიურად ფიქრობს და რასაც განიცდის.

0099_Crystal_web01

2010 წელს პირველად ჰქონდა პერსონალური გამოფენა, კორეაში, თავის მშობლიურ სეულში. იყო ასევე რამდენიმე გამოფენა კორეასა და ნიუ–იორკში, სადაც მან დიდი მოწონება და პატივისცემა დაიმსახურა ხელოვნების მოყვარულებისა.

თუ მის ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ თითოეული ილუსტრაცია, ჩანახატი არის შავ–თეთრი ფერით დახატული. როდესაც ჟურნალისტმა კიმს ჰკითხა თუ რა იყო ამის მიზეზი, რატომ მაინც და მაინც შავი, კიმმა უპასუხა, რომ არ არსებობდა კონკრეტული მიზეზი გარდა იმისა, რომ მას ეს ფერი უბრალოდ მოსწონდა, ისევე, როგორც ჩვენ მოგვწონს–შავი. ეს ფერი, მისი აზრით, არის ლამაზი, დახვეწილი, ძლიერი და აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები, რომლებიც ყოველთვის იწვევდა მასში გაოცებასა და აღფრთოვანებას. ოდესღაც კი, როდესაც მას ეს ფერი მობეზრდება ის უბრალოდ მარტივად გადავა სხვა რომელიმე ფერზე, მაგალითად მუქ ან ღია ნაცრისფერზე.

magazine02 0076_Be-cause-of-you_web01

რაც შეეხება სახეებს, რომლებსაც ის თავის ნამუშევრებში იყენებს, ეს სახეები მან ბუდისტური ფერწერიდან ისესხა, რადგან არ სურდა მის ნახატებში ადამიანები რადიკალურად კეთილები ან ბოროტები ყოფილიყვნენ. სურდა, რომ მის ნახატებში ადამიანებს სრულყოფილად დაემალათ თავიანთი გრძნობები, ამიტომ მანს სწორედ ის სახეები შეურჩია მათ, რომლებიც ამას იდეალურად მოახერხებდნენ. ასევე, აცვიათ შავი ტანსაცმელები, რომლებიც არაფერს გვეუბნებიან, მხოლოდ იმას, რომ ყურადღება უნდა გადავიტანოთ არა მათ სახესა თუ ჩაცმულობაზე, არამედ მათ ქმედებებზე.

DaehyunKim0060_800

Moonassi–ს სერიები არის მისი ცხოვრებისეული პროექტი, რომლითაც მიზნად ისახავს ადამიანებისა და, პირველ რიგში, საკუთარი თავის სხვადასხვა საკითხზე დაფიქრებას. მისი შემოქმედება ადამიანებსთვალს უხელს და ცხოვრებას სხვა კუთხით აჩვენებს.

doorofperception.com-moonassi-1

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s