“ხურდა გვაკლდება” ბიჭები

3d2b82a15f6ce77a49e61b6ae053438f

ინ არიან “ხურდა გვაკლდება” ბიჭები და რას წარმოადგენენ ისინი? სად ცხოვრობენ, რას საქმიანობენ, რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში, ან რატომ აკლდებათ ხურდა?

“ხურდა გვაკლდება”–ს ბიჭებს ქუჩასა და მიწისქვეშა გადასასვლელებში წააწყდებით. ეს არის 2–დან 4 კაცამდე პატარა სამეგობრო. მათ გრძელი წვერი, დასიებული სახე აქვთ. ე.წ. ჩაჯმული შარვლები, შავი მაიკები და დიდი ბათინკები აცვიათ. მიწისქვეშაში, აუცილებლად, ერთი უკრავს და მღერის, დანარჩნები კი ან უსაქმურად დგანან, ან ქუდით ხელში დადიან, გამვლელებს ეფეთებიან ფეხებში, გზას უღობავენ და ფულს სთხოვენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი თავისი შრომით გამოიმუშავებენ ფულს და შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილს ხშირად მათ გვერდით მჯდარ უსახლკაროსაც აძლევენ, რომ ამ უკანასკნელმა უფლება მისცეს ბიჭებს, რომ მის “პაძემკაში” დაუკრან და ფული აკეთონ. თავს მიიჩნევენ თავისუფალ,”პრადვინუტ” ტიპებად. სახლში იშვიათად მიდიან, ან სულ მეგობართან რჩებიან, ან რომელიმე ბნელ ადგილას სამეგობროსთან ერთად არაყს სვამენ და თუ იესომ, ალაჰმა, 4299267f43be0b1bbe1ff3ff93343a2eკრიშნამ, ან ზევსმა გადმოხედა ერთი–ორი ლობიანიც ექნებათ, რომელსაც ყველა ძმურად გაიყოფს. “ხურდა გვაკლდება”–ს ბიჭებს ასევე ხშირად ნახავთ “სმარტის” კიბეებთან, ან მის წინ. სხედან ხოლმე, გემრიელად მიირთმევენ ლუდს (რომელიც ცელოფნის პარკში აქვთ გახვეული, პატრულის ჯარიმას რომ აარიდონ თავი). ეწევიან წითელ “ვინსტონს”, “გალუაზს”, “ქემელს” ან სხვა სიგარეტს (ძლიერს, რა თქმა უნდა).  რომელიმე მათგანი შეიძლება ბარშიც მუშაობდეს (ან თეატრალურში, სამხატვროში ან ჯავახიშვილში “სწავლობდეს”) და მთელს დღეებს ქუჩაში დაკვრას არ უთმობდეს.

უყვართ რუსთაველზე, ან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე მიწისქვეშა გადასასვლელში დაკვრა. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მათთან ერთად გოგოც ნახოთ, რომელიც მიწისქვეშაში გვერდს უმშვენებს “ხურდა გვაკლდება”–ს ბიჭებს. ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა ეს გოგო ძირითადად, რომელიმეს შეყვარებული ან უბრალოდ რომელიმეს გოგოა (ანუ მთლა შეყვარებულებიც არ არიან). ამ ტიპაჟის გოგოებს შავად ჩახატული თვალები, შავი გრძელი და თხელი თმა მოსწონთ, ან დიდი ბათინკები და მოჩანჩურებული ტანსაცმელი. ძირითადად ისინიც უკრავენ გიტარაზე და სახლში მისულები League of legend-საც თამაშობენ ხოლმე.

2ca7e57ba5b7f17ebb3dceb024c1a1c3ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რატომ ვუწოდებ მე მათ “ხურდა გვაკლდება”–ს ბიჭებს არის ის, რომ ღამით თუ რუსთაველზე მოსეირნობთ, ან სკამზე ჩამომჯდარი სიგარეტს ეწევით, ან მომავალზე, სამყაროს ამოუცნობ საიდუმლოებებსა თუ ფსიქიკურ აშლილობაზე ფიქრობთ,  მაშინ აუცილებლად გამოგარკვევთ ფიქრებიდან რომელიმე მათგანი, რადგან სახლისკენ მიმავალ გზაზე ხურდა აკლდებათ.

2 responses to ““ხურდა გვაკლდება” ბიჭები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s