ფრიდას “ლურჯ სახლში”

frida-kahlo-flowers-quotes-cosmic-orgasm-diego-rivera
ცეცხლოვანი, ვნებიანი, გამორჩეული ფრიდა. ქალი, რომელმაც საკუთარი შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება ტილოზე გადმოიტანა. ქალი, რომელმაც თავი დაგვამახსოვდა, როგორც ავტოპორტრეტების დიდოსტატმა. ეს ის ხელოვანია, რომლის სამყაროც უსასრულო და შეუცნობადია. რომელიც უყვართ და აფასებენ.

88e159b1e68da746f6703dbc99861742მე კი მის ლურჯ სახლზე მინდა დავწერო. ეს ის ადგილია, სადაც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. სახლ-მუზეუმს, რომელსაც ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს “ლურჯ სახლს”, იგივე “Caza Azul”-ს უწოდებენ.

ლურჯად შეფერილი კედლები, წითელი ფანჯრები, ყვითელი კიბეები და მწვანე კარები- ეს სწორედ ის ფერთა ერთობლიობაა, რომელის ფრიდა კალოს შინაგან სამყაროს საუკეთესოდ მიესადაგება.

პატარა, მყუდრო, ჭრელი სახლი, ყვავილებითა და ხელით ნაძერწი ქანდაკებებით არის შევსებული. საღებავებითა და ფუნჯებით გამხიარულებული კედლები, ნახატებით დამშვენებული ოთახები, ფრიდას უცხო, მექსიკური, ფრიადა კაბებით მორთული საძინებელი ოთახი..

afa379450299512dff62ca7caa934710ის, ვინც მის ბიოგრაფიას იცნობს, ხვდება, თუ როგორი სიყვარულითა და ბედნიერებით აღსავსეა ეს პატარა ლურჯი სახლი, რადგან სწორედ აქ დაიბადა და ბავშვობა გაატარა, აქ ისწავლა ხატვა, აქ გამოიარა ცხოვრების სევდიანი თუ მხიარული წლები, აქ იცხოვრა და უყვარდა დიეგო. კაცი, რომელმაც ფრიდას ცხოვრებას აზრი მისცა, რადგან სწორედ ის იყო მხატვრის ერთადერთი და უდიდესი სიყვარული, მუზა, ინსპირაცია თუ ოცნების დასაბამი. ლურჯი სახლი კი დგას და ელოდება კვლავდაკვლავ ხმაურიან, ენერგიულ ტურისტებსა და მექსიკელი მხატვრის შემოქმედების მოყვარულებს. დგას და იცდის, სანამ კვლავ ეწვევა სახლს სახებავებში მოსვრილი, გრძელსა და წითელ კაბაში გამოწყობილი, ცეცხლოვანი და ამავდროულად ნაზი არსება სახელად ფრიდა, ფრიდა კალო.

e098f5a6a0625ba499ded81f2c6a7b82

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s