პირველად იყო შემოქმედება და შემდეგ იყო სიტყვა

706473088c563059bd3a3464dfc544e0ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძირითადა, ვაქვეყნებ ფოტოგრაფების, ილუსტრატორებისა და არტისტების შესახებ პოსტებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ამაზე წერა მსიამოვნებს, თან მიყვარს, როდესაც ახალ–ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ და ვნახულობ ისეთ ხელოვანებს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდი. 405912107cb713d0eb70c416e80fa2a9

საბედნიეროდ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც www.pinterest.com–ზე ვარ დარეგისტრირებული. სწორედ ამ გვერდის მეშვეობით ხშირად ვნახულობ გამორჩეულ ილუსტრაციებსა და ხელოვნების ნიმუშებს. ერთ–ერთ არტისტს დიდი ხნის წინ წავაწყდი სწორედ pinterest–ზე და 4e4675eeb80581d8a35a26a172e703b5მისი ნახატებიც უფრო ახლოს გავიცანი. ეს ადამიანი და ეს განუმეორებელი ქალი judith geher–ია. ჯუდიტი აჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ტორონტოში, კანადაში.

შემოქმედი, რომელიც საოცრად განსხვავებულ სამყაროში შეგიპატიჟებთ, თუ მის ხელოვნებას გაეცნობით. მისი ნამუშევრები ერთდროულად არის სადა და მყვირალა, ჭრელი და ერთფეროვანი, ზუსტი და ამავდროულად საოცარ აურზაურში დაკარგული. ეს ის არტისტია, რომელიც უნდა გიყვარდეთ და აფასებდეთ, რომელსაც უნდა იცნობდეთ და რომელსაც პატივს უნდა სცემდეთ, რადგან ასეთი მრავალმხრივი და საინტერესოა.237a65e59cb0daf4b92bd7f7dfcc71d7

ბევრს ვერაფერს გეტყვით მის შესახებ, გარდა იმისა, რომ მოქმედი, აქტიური და 2f1b8d97fc4daeb0554d89699f61e318მოთხოვნადი ხელოვანია, რომელიც უკვე მრავალი წელია მუდმივად გამოფენებს აწყობს, მუდმივად შემეცნების და განვითარების პროცესშია და მუდმივად ახერხებს კრიტიკოსთა თუ ხელოვნების მოყვარულთა გაოცებას.

ასევე, შემიძლია მიგასწავლოთ მისი ოფიციალური ვებ–გვერდი, სადაც შეძლებთ მის სხვა ნამუშევრებს გაეცნოთ, დატკბეთ და სხვებსაც გაუზიაროთ.

http://www.judithgeher.com/

http://judithgeher.tumblr.com/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s