“ქარწაღებულნი” – მარგარეტ მიჩელი

“ჩემო საყვარელო, სამყაროს არ შეუძლია მიუტევოს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავისი საქმე თავად იციან”.

ზაფხულში, სიონში წავედი ჩემს მეგობართან სახლში და წავიღე “ქარწაღებულნის” პირველი ტომი, რადგან , ვიფიქრე, მაინც 1 კვირით მივდივარ და 1 კვირაში ამ წიგნის წაკითხვას კი მოვასწრებთქო.. მაგრამ რომ დავიწყე კითხვა, მესამე დღეს უკვე წუწუნით ვრეკავდი თბილისში 12201011_1665081667084021_1694500069_nდა ყველა ჩამომსვლელს ვეხვეწებოდი, რომ მეორე ტომი წამოეღოთ ჩემთვის. საბოლოოდ შედეგი გამოიღო ჩემმა წუწუნმა და მეგობარმა, რომელიც ერთი დღით ჩამოვიდა სიონში, მიყიდა და ჩამომიტანა ეს მეორე ტომი. სულ მალე დავასრულე წიგნის კითხვა და მივხვდი, რომ ასეთი სრულყოფილი თუ სრულფასოვანი წიგნი, რომელიც ყველანაირად აკმაყოფილებს შენს ინტერესს, მოლოდინსა თუ მოთხოვნებს დიდი ხანია, რაც არ წამიკითხავს. სანამ კითხვას დავიწყებდი, მახსოვს, მამიდაჩემმა, რომელმაც მაჩუქა ეს წიგნი, მითხრა, რომ შენი აზრი მაინტერესებს სკარლეტ ო’ჰარაზე, მაინტერესებს, თუ რამდენად მოგეწონებაო. დედაჩემიც, სიონში ყოველ გადმორეკვაზე მეკითხებოდა და ინტერესდებოდა თუ რომელი პერსონაჟი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. საბოლოოდ კი ვხვდები, რომ ყოველი პერსონაჟი ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, ისეთი ხასიათის თავისებურებებით, პიროვნული თვისებებითა და პლიუს-მინუსებით, როგორიც ავტორმა ის შექმნა, ამიტომ ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ რომელიმე პერსონაჟი “კარგია”, ან რომელიმე “ცუდი”.

წიგნი ეხება სასიყვარულო სამკუთხედს, სკარლეტს, მის თაყვანისმცემლებს, ომს, ფერადკანიანთა თავისუფლებისთვის ბრძოლას, გაჭირვებას, შიმშილისგან დასუსტებულ, დამცირებულ ხალხს, ბრძოლას, სიმშვიდის წყურვილს, მეგობრობას, ცრუ ქორწინებებს, ფულსა12188632_1665081677084020_41896685_nდა სხვა მრავალ საკითხს. ეს არის ნაწარმოები, რომელიც თავის თავში ძალიან ბევრს მოიცავს. ეს არის რომანი, რომელსაც ვერ მოსწყდებით და რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ისტორია, რომელიც სკარლეტ ოჰარას გარშემო ვითარდება დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი წყნარი, ახალგაზრდა ბიჭზე შეყვარებული, ფუფუნებასა და ბედნიერებაში გაზრდილი გოგო შეიცვალოს და იქცეს ქალად, რომელიც არც კაცის მოკვლასა და მოტყუებაზე დაიხევს უკან, თუ ეს მის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და სახლ-კარს შეინარჩუნებს.  ასევე, ნახავთ, თუ როგორ შეიძლება დაკარგო ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, იმის ძიებისა და ძებნის პროცესში, რაც სრულებით არაფერში გვარგია და გვჭირდება.

Advertisements

3 responses to ““ქარწაღებულნი” – მარგარეტ მიჩელი

  1. აბსოლურუტად გეთანხმები იმაში, რომ ეს წიგნი სრულიად აკმაყოფილებს ინტერესსაც და მოლოდინსაც…
    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნია… ასეთი ცოცხალი და ნამდვილი პერსონაჟები სხვაგან ნაკლებად შემხვედრია და ალბათ იმიტომ…
    ძალიან მიყვარს და უზმოდ მიხარია რომ ასე მოგეწონა! ❤ ❤
    პს სკარლეტზე ვგიჟდები ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s