ბრაიანმა უკეთ იცის

f01e4a3a0d0618967468cc17d1b3d959

არასდროს დამიწერია და არ მომიყოლია თუ როგორი იყო ჩემთვის Placebo ოუფენ ეარზე. ზოგადად, ოუფენ ეართან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. ეს არის ფესტივალი, რომელიც მხოლოდ დადებითსა და კარგ ემოციებს, მოგონებებს აღვიძებს ჩემში. მახსოვს, როდესაც ლაინ აფში Placebo ვნახე როგორი გაოცებული, აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან ვერ წარმომედგინა თუ ჯგუფს, რომელზეც მთელი სხეულითა და შინაგანი სამყაროთი ვარ d99234ad2d890a8160127671609f7141შეყვარებული ოდესმე საქართველოში მოვუსმენდი, თან ასე ახლო მომავალში. გაოცებული ვიყავი, არ მეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა და ოუფენ ეარზე ბრაიანს მოვუსმინე. მახსოვს, რომ გამოვიდა სცენაზე, დავინახე და ტირილი დავიწყე. მახსოვს, რომ ერთდროულად ამდენი ემოცია არასოდეს მომწოლია ასე ძლიერად, ამიტომ ვერ გავუძელი ამდენ მოძალებულ გრძნობას, რომელიც ბედნიერებისაც იყო, წყენისაც, სიხარულისაც და სხვა დანარჩენისაც და დავიწყე ტირილი. ვიტირე ბევრი. რამდენჯერაც ბრაიანას შევხედავდი ტირილს უფრო ხმამაღლა ვაგრძელებდი. მიხაროდა, მაგრამ ვერ გამოვხატავდი, რადგან გიჟივით ვიქცეოდი, ვიდექი, ვუსმენდი, მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი და გაუჩერებლად, ბოლო ხმაზე ვტიროდი.

შენ იდექი და მამშვიდებდი, მეფერებოდი, მეხუტებოდი, მიცინოდი. შენ ვერ ხვდებოდი მე რატომ ვიყავი ასეთი ემოციური, მაგრამ იცოდი, რომ შენ ერთს შეგეძლო ჩემი გრძნობების ასე კარგად გაზიარება. შენ ერთს შეგეძლო ჩემი დამშვიდება, გულში ჩაკვრა, გაღიმება. ამ დღის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ შენ მახსენდები ყველა სიმღერაზე, რომელიც მიყვარს, რომელსაც ვუსმენ და რომელსაც ბრაიანი ასრულებს. ასე კარგად არცერთი ჯგუფი გამოხატავს ჩემს შინაგან სამყაროს, როგორც Placebo და ასე კარგად ვერცერთი მელოდია მაგრძნობინებს თუ როგორ მიყვარდი, მიყვარხარ და როგორ მაბედნიერებ, როგორც loud like love.

არ მინდოდა, რომ თინეიჯერული პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოვახერხე. არ ვიცი, ამ პოსტს თუ წააწყდები, ან წაიკითხავ ოდესმე, მაგრამ თუ შენ ჩემს თავს არ გახსენებს არცერთი სიმღერა, იცოდე, რომ მე მარტო შენ მახსოვხარ, როდესაც ბრაიანს ვუსმენ.

One response to “ბრაიანმა უკეთ იცის

  1. გამოხმაურება: სამი ამბავი | ბრე'ს ბლოგი·

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s