შენს მშვენიერ თითებზე ვარ შეყვარებული

შენს ლამაზ თითებზე, შენს გრძელსა და თხელ, დახვეწილ, მშვენიერ თითებზე ვარ e24aa4fff45213d5cc7ca83778837c37შეყვარებული. შენს თხელ, გრძელ კისერზე ვარ შეყვარებული. შენს შავ, ხუჭუჭ, მბზინავ თმაზე ვარ შეყვარებული. შენს პატარა, წვრილ, გემრიელ ტუჩებზე ვარ შეყვარებული. შენს თეთრ, გამოყვანილ, დასახატ წელზე ვარ შეყვარებული. შენს თეთრ, სწორ კბილებზე ვარ შეყვარებული. შენს შავ წარბებსა და წამწამებზე ვარ შეყვარებული. შენს ყავისფერ, ღრმა და მუქ, მაგრამ ფერად თვალებზე ვარ შეყვარებული. შენს თითოეულ კოცნაზე, ჩახუტებაზე, გამოხედვაზე, ღიმილზე, სიცილსა და მოხვევაზე ვარ შეყვარებული. შენს თითოეული სიტყვაზე, ასოზე, წინადადებასა და ამბავზე ვარ შეყვარებული. შენს ყოველ მოწყენილ სახეზე, ნაწყენ ღიმილზე, გაბრაზებულ ტუჩებზე და იმედგაცრუებულ სახეზე ვარ შეყვარებული. შენს ყველა ცრემლზე, ტირილზე, დასველებულ ბალიშსა და უძილო ღამეზე ვარ შეყვარებული. შენს ყოველ მისწრაფებაზე, იმედზე, სურვილსა და ოცნებაზე ვარ შეყვარებული. შენს მომავალზე, აწმყოზე და წარსულზე ვარ შეყვარებული. შენს ყოველ იმედგაცრუებაზე, გულის ტკენასა და ტკივილზე ვარ შეყვარებული. შენს ცეკვაზე, სიმღერაზე, სიმთვრალესა და სისულელეზე ვარ შეყვარებული. შენს თავის მართლებაზე, სიყვარული მტკიცებასა და bcaa43d9175dc96666ab1dcfccbf7a21პირობების მოცემაზე ვარ შეყვარებული. შენს ყოველ საჩუქარზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვას აჩუქე და მე არა. შენს ყოველ სიტყვაზე ვარ შეყვარებული, რომლიც სხვას უთხარი და მე არა. შენს ყოველ კოცნაზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვას აჩუქე და მე არა. შენს ყოველ სიმღერაზე ვარ შეყვარებული, რომელზეც სხვისი მოგონებები გიბნევს და გიბინდავს გონებაას და არა ჩემი. შენს ყოველ პეპელაზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვის დანახვისას იგრძენი და არა ჩემი დანახვისას. შენს ყოველ ტკივილზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვამ გაგრძნობინა და არა მე. შენს ყოველ ცრემლიან დღეზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვამ გაგატარა და არა მე. შენს ყოველ სიყვარულზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვის მიმართ განიცადე და არა ჩემს მიმართ. შენს ყოველ მინაწერზე ვარ შეყვარებული, რომელიც უპასუხოდ დატოვეს, მაგრამ მე მაინც გაგეცი პასუხი სხვის მაგივრად. შენს ყველა ფერზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვამ შეგაყვარა და მე ვერა. შენს ყველა სიცილზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვის მოყოლილ ისტორიას მოყვა და არა ჩემსას. შენს ყოველ ჩახუტებაზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვას გაუზიარე და არა მე. შენს ყოველ მოწყენილ მზერაზე ვარ შეყვარებული, რომლითაც სხვას შეხედე და არა მე. შენს ყოველ ლურჯ კოლოფზე ვარ შეყვარებული, რომელიც სხვისთვის გააკეთე და არა ჩემთვის.

და მაინც.. ყველაზე ძალიან მე შენი თითები მიყვარს, რომელიც აქამდე არავის ისეთი გრძნობით არ შეხებია, როგორც მე შემეხო. შენი თითები მიყვარს, რადგან მე შემეხო პირველად და უკანასკნელად, რადგან მე მომცა სიყვარული და ბედნიერება, მე მომცა ვნება და სიცოცხლის წყურვილი, მე მომცა ღიმილი და წყენა, ტირილი და სიხარული, ცრემლი და მოგონება.

შენს მშვენიერ თითებზე ვარ შეყვარებული, რომელიც ასეთი დახვეწილი, ლამაზი და განსხვავებულია. განსხვავებულია, რადგან მე მეხებოდა და არა მას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s