ცივი ნოემბრის თბილი ღამეა

ვწევარ ჩემს ოთახში, მაქვს პატარა განათება ჩართული, ლოგინში ვარ შემძვრალი, გვერდს მიმშვენებს შავი უგემრიელესი ოდნავ თბილი ღვინო, სქელი ბლოკნოტი და ჩემი საყვარელი შავი ტუშის პასტა.

ვწევარ და ვწერ ბლოგ-პოსტს, ღამის 4 საათი შესრულდება მალე და მინდოდა სულ ცოტა რამე მეთქვა იმ ნეტარების შესახებ, რასაც ახლა განვიცდი, როდესაც ცივი ნოემბრის ღამეს სახლში 12200784_1666077650317756_793294334_nთბილად ვწევარ, საოცარ შავ ღვინოს ვწრუპავ და პარალელურად მილიონ საქმეზე ვფიქრობ, რომელიც უნდა გავაკეთო ამ რამდენიმე დღეში. მაქვს 3 თუ 4 სკაიპ ქოლი სხვადასხვა პროექტების მონაწილეებთან, მაქვს რეპორტაჟი დასაწერ-ჩასასწორებე-გასაკეთებელ-გადასაღებ-დასამონტაჟებელი, მაქვს ფსიქოლოგია სამეცადინო და ამასთან ერთად მაქვს ვიდეომესიჯი ჩასაწერი. მოკლედ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ძალიან გადატვირთული გრაფიკიც მექნება სავარაუდოდ, მაგრამ ამ ყველაფერში სასიამოვნო არის ის, რომ ყველაფერი, რაც სასწავლი, გასაკეთებელი, ჩასაწერი თუ გადასაღები მაქვს, ყველაფერი საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ჩემთვის. ბედნიერებაა, როდესაც ზუსტად იმას სწავლობ, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს. ბედნიერებაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში გადავედი ჯავახიშვილიდან, ანუ ე.წ. ალასანიაში. მომწონს, რომ მიწევს ვისწავლო, ვიმეცადინო, ვწერო, ვიფიქრო, გარკვეული დრო გავატარო ბიბლიოთეკაში. მომწონს, რომ შეიძლება მოვიკლო ცოტაოდენი გართობა და ამის მაგივრად რაღაც ახალი შევიმეცნო. მოკლედ, მომწონს იმის სწავლის პროცესი, რაც ასეთი საინტერესოა ჩემთვის და რასაც ამდენი ხანი  ველოდი (ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ). მომწონს,12207875_1666077646984423_1194654540_n რომ რაღაც მხრივ გადატვირთული ვარ, რომ მიწევს ფიქრი დროის მენეჯმენტი. მომწონს, რომ საღამოს სახლში დაღლილი მოვდივარ, მაგრამ ჩემი დაღლა აქ არ სრულდება, რადგან კიდევ ბევრი საქმე მაქვს მანამ, სანამ ჩემს თბილ ლოგინში შევძვრები და დასაძინებლად მოვემზადები. მომწონს, რომ ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და უფრო მეტ დროს ვუთმობ საკუთარი თავის განვითარებას. ისიც მომწონს, რომ ყოველდღე ბარში არ ვარ მეგობრებთან ერთად, ლუდს არ ვწრუპავ და სახლში შუაღამეს არ შევდივარ. მომწონს ეს გემრიელი ჩავი ღვინო, რომელის დალევისას ისეთ სიამოვნებას და გემოს ვგრძნობ, რომ ყველა ალკოჰოლიკზე უფრო მეტად დამოკიდებული ვარ ამ სასწაულ ღვინოზე. მომწონს, რომ მეილის შემოწმება დღეში რამდენჯერმე მიწევს. მომწონს ჩემი მენეჯერი მუსტაფა, რომელიც ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია. სხვათაშორის ჩემი ახალი ფერის თმაც მომწონს. მოვარდისფრო იყო და ახლა შავია.

ბევრი რამ მომწონს და უფრო ბევრი მომეწონება იანვარ-თებერვალში! ამ ყველაფრის შესახებ კი 12208120_1666077636984424_696386686_nმოგვიანებით მოგიყვებით.

..და მაინც, მსოფლიოში ყველაზე მეტად მაინც სუნსრუტა მომწონს!

დროებით ჩემო ერთგულო და საყვარელო მკითხველო (თუ რეალურად სადმე არსებობ).

One response to “ცივი ნოემბრის თბილი ღამეა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s