ჩვენი ფერადი სამყარო პლაგიატებმა მიითვისეს

371d364b931bbcf4f75eb23ecc2b1f40

ჩემი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი მაშინ იწყება, როდესაც ღამდება, სახლში ყველას სძინავს, გარშემო სრული სიჩუმეა, ხოლო მე ჩემს ოთახში რბილ ლოგინზე დავჯდები, ცხელ, გემრიელ ჩაის დავიდგამ გვერდით და ვიწყებ წერას.

ვიწყებ წერას და გონება გამალებით იწყებს მუშაობას. ვიწყებ წერას და ჩემი ხელები მოუსვენრად დახტიან კლავიატურაზე. ვიწყებ წერას და თავში მილიარდი აზრი მიტრიალებს. ვიწყებ წერას და ჩემი ცხოვრებისეული მაგალითების, გამოცდილების, შეცდომებისა და წარმატებების გონივრულად გამოყენებას ვუდგები. ვიწყებ წერას და ვიცი, რომ როდესაც ბლოგზე გამოვაქვეყნებ დაწერილ პოსტს, მას ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრიც ნათესავი, ბევრი უბრალოდ მკითხველი და ბევრი ჩემთვის უცნობი ადამიანი წაიკითხავს. ვიცი, რომ მათი იმედები არ უნდა გავაცრუო, უნდა დავწერო ის, რაც ყველა ტიპის მკითხველზე იქნება მორგებული. უნდა დავწერო ის, რაც მათ დააინტერესებთ. უნდა დავწერო ის, რაც მათში კმაყოფილების ან უკმაყოფილების გრძნობას გამოიწვევს.უნდა დავწერო ის, რაც მათ გააცინებთ, ან სევდიან გუნებაზე დააყენებთ.

ვწერ, ვფიქრობ, ვბეჭდავ, ვაზროვნებ, ჩემს წერის ნიჭს ვიყენებ და რამდენიმე დღეში ვხედავ, რომ სხვა ვებ გვერდზეა  ჩემი პოსტი განთავსებული, თან ისე, რომ არსადაა მითითებული ავტორის ვინაობა. თავიდან ბრაზობ, გწყინს, უსიამოვნო შეგრძნება გეუფლება, რადგან ის, რის წერაზეც ამდენი იწვალე, ასე უდიერად დააკოპირეს ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ მოგვიანებით დამშვიდებული ფიქრობ, რომ ეს ინტერნეტია. სამყარო, სადაც არავის ადარდებს თუ რამდენი იწვალე რომელიღაც პოსტის, ესეს, სტატიის დასაწერად, რადგან აქ ჯუნგლების კანონი მოქმედებს. მეტი მკითხველი მისია, ვინც საუკეთესო პოსტებს ოსტატურად იპარავს და საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს.

“როგორ უნდა დავიტანჯოთ სიყვარულისით”-მეწერა სასაცილო, მხიარული და გროტესკული სტილის პოსტი. მომპარეს, არც სათაური შეუცვალეს, არც შინაარსი, არც გრამატიკული შეცდომები. ასევე ამ გაუმართავ, მაგრამ სასაცილო პოსტს დაურთეს ფოტო, სადაც ჩანს, თუ ჩასიებულ თვალებიანი, უშნო, გაწეწილ გოგო როგორ ტირის. ძალიან არ მესიამოვნა ამ სურათის ნახვა, რადგან სულ სხვა განწყობას უქმნიდა მკითხველს, ხოლო ჩემი ბლოგ-პოსტი სულ სხვა ტიპის ნაწერი იყო.

bc09daa51bede8de6e9dea77216d0938

ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება, რომ ჯილდო,როგორც სოციალურ ფსიქოლოგიაში მოიხსენიებენ, რომელიც გვწყურია მარტივად მივიღოთ. მინიმალური ენერგიისა თუ გარჯის ხარჯზე, ამიტომ არ არის გასაკვირი ის, რომ ადამიანები ხშირად სხვის იდეებს იპარავენ, ითვისებენ, რადგან მათ წარმატება და წინსვლა სწყურიათ ისე, რომ მაქსიმალური მიიღონ, თუმცა მინიმალური გასცენ. ერიკ ერიკსონი გამორჩეული ფიგურაა სოციალურ ფსიქოლოგიაში. სწორედ ის ამბობდა, რომ არსებობს ადამიანის განვითარება-ჩამოყალიბების სხვადასხვა საფეხური და მათგან ერთერთია 13-დან 21 წლამდე, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს შევიცნობთ. შევიცნობთ საკუთარ თავს, ვცდილობთ გავერკვეთ თუ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, რა გვინდა, როგორები ვართ და რისკენ მივისწრაფით. სწორედ ამ ჩამოყალიბებისა თუ განვითარების პერიოდში ვხვდებით ვართ თუ არა შემოქმედები, ვართ თუ არა ადამიანები, რომლებიც ახალ სიტყვას იტყვიან, ახალს შექმნიან, განსხვავებულად დაინახავენ საკითხებს და ორიგინალურად გადმოსცემენ მას თუ უბრალოდ ვართ ისინი, ვინც სხვის შემოქმედებას, ორიგინალურობას, ახალ სიტყვას მიითვისებს. სწორედ ასეთი ადამიანის ქურდობის მსხვერპლი გავხდი მე, როდესაც ჩემი პოსტი მოიპარეს.

ჩემი შრომა წყალში ჩაიყარა, რადგან საიტი, სადაც ჩემი ბლოგ-პოსტი განათავსეს უფრო რეიტინგული და პოპულარული იყო ვიდრე ჩემი პატარა, მყუდრო სამყარო, ანუ ბლოგი, რომელსაც ჩემი საყვარელი მკითხველები ეცნობოდნენ. მივწერე საიტს, რომ ავტორის ვინაობა მიეთითებინათ, მაგრამ მათგან პასუხიც ვერ მივიღე. გავაზიარე სოციალურ ქსელში, რომ უსამართლოდ მომპარეს პოსტი, მაგრამ რამდენიმე მეგობრის აღშფოთების გარდა ვერაფერი მივიღე. სწორედ მაშინ მივხვდი და გავაანალიზე, რომ ორიგინალურობა, საინტერესოდ წერის ნიჭი, ამბის გადმოცემის უნარი და იუმორი ბევრისთვის უცხო რამაა, ამიტომ ის, ვისაც მსგავსი ნიჭი თუ უნარი არ აქვს თამაშობს უთანასწორო თამაშს, გართმევს იმას, რასაც დიდი დრო დაუთმე, რასაც გულით წერდი და რაც შენი მკითხველისთვის გინდოდა რომ მიგეწოდებინა.

სწორედ პლაგიატები არიან ის ადამიანები, რომელებიც შენს ფერადსა და მხიარულ სამყაროს გართმევენ, ითვისებენ, რადგან საკუთარი ვერ შექმნეს. პლაგიატები არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წარმატებას მარტივი გზებით მიაკვლიონ. პლაგიატები არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი ორიგინალური არ გააჩნიათ და მხოლოდ სხვისი განსხვავებულობის მითვისებით იკვებებიან. პლაგიატები არიან ადამიანები, რომლებიც შენს შრომასა და გარჯას წყალში ყრიან, რადგან მათ წარმატება სწყურიათ, მაგრამ ეს წარმატება მხოლოდ თქვენი დაჩრდილვითა და უარყოფით მიიღწევა.

იმ დღეს კი, როდესაც ჩემი საყვარელი, მხიარული, ჭრელი და საინტერესო პოსტი მომპარეს და ვერაფერი მოვიმოქმედე, მივხვდი, რომ ჩვენი ფერადი სამყარო სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც უთანასწორო თამაშში გამარცხებენ.

6 responses to “ჩვენი ფერადი სამყარო პლაგიატებმა მიითვისეს

  1. შენ💙შენი ბლოგი💙შენი პოსტები💙ძალიან მიყვარს შენი ბლოგი, აქ რომ შემოვდივარ ისეთ სითბოს ვგრძნობ შენ თითოეულ სიტყვაში რომ ამის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია❤❤❤

    • უდიდესი მადლობა💜 ძააალიან ბევრს ნიშნავსსეს სიტყვები ჩემთვის ^^ მეც მიყვარხართ შენ და შენი ბლოგი 💜

  2. სრულიად გეთანხმები. მეც ავღმოვჩნდი ასეთი პლაგიატის მსხვერპლი. მახსოვს, სკოლაში ჩემი მოთხრობების რვეული მივიტანე ერთმა ბავშვმა წაიკითხა. მომეწონაო ასე მითხრა და უკან დამიბრუნა. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი მოთხრობა აღარ იყო. გავგიჟდი. მაგრამ იმაზე უფრო გადავირიე ცოტა ხანში ჩემი მოთხრობა კონკურსში გამარჯვებული, რომ გახდა, ოღონდ, ავტორი სხვა იყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s