კვირა საღამოს სახლში

12274259_1669034040022117_2422738783146082722_nარის ხოლმე მომენტები, როდესაც ვგრძნობ, რომ უნდა მოვკალათდე ჩემს ოთახში, გადმოვალაგო საღებავები, სახატავი დაფა, ფანქრები, პასტები, ფუნჯები და უბრალოდ შევუდგე ხატვას. ეს ყველაზე სასიამოვნო და კარგი მომენტია, რადგან ვიცი, რომ ხატვა, რაც ასე თუ ისე მეხერხება, საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. თუ მთელი კვირა დაიღალე, ბევრი ისწავლე, იმუშავე, იარე, მაშინ სახლში შენს საღებავებთან და ფუნჯებთან მარტო დარჩენილი ნამდვილად შესძლებ, რომ მთელი კვირის დაღლილობა ჩამოირეცხო, მოიშორო ორგანიზმიდან.12249879_1669034046688783_4569927285725531503_n

სწორედ ასე მოვიქეცი კვირა საღამოს. შევედი ჩემს ოთახში, დავკეტეკარი, ჩავრთე შოპენი, გადმოვალაგე ყველაფერი, რაც სახატავად მჭირდებოდა და დავიწყე ჩემებურად ჯღაბნა.

როდესაც ასეთი მომენტები და საღამოები მაქვს ყოველთვის ვიცვლი ტანსაცმელს, ვიცვამ მაქსიმალურად კომფორტულად, გრძელ, დიდ, ფუმფულა ჟაკეტებს, შავ თავისუფალ მიხეულ-მოხეულ შარვალს, ნაქსოვ წინდებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვეუფლები მომენტს სრული სიამოვნების განცდით.12246849_1669034063355448_1287520848874220888_n

ვეუფლები მომენტს და ვისვენებ. ვისვენებ ყველა ცუდი აზრისგან, განცდისგან, წარმოდგენისგან, ფიქრისგან, დაღლილობისგან. ვისვენებ ადამიანებისგან, რომლებიც ხანდახან ძალიან მაწუხებენ. ვისვენებ ყველაფრისგან, რაც ჩემს ირგვლივ არსებობს. ვისვენებ ყველასგან და უბრალოდ ვტკბები მომენტით: ვწრუპავ შავ თბილ ღვინოს, თავისუფლებას ვაძლევ ჩემს მუზას, ყველა მომენტში 11254342_1669034050022116_2124895245688788868_nდა დეტალში ვპოულობ ინსპირაციას და უბრალოდ ჩემი შინაგანი მდგომარეობა ფუნჯის, ფანქრის ან ნახშირის მეშვეობით გადამაქვს ფურცელზე.

სწორედ ამიტომ მიყვარს ცივი, სუსხიანი, შემოდგომა-ზამთრის ამინდები. მიყვარს, რადგან გაძლევს შანსს რომ უფრო შემოქმედებითი იყო. გაძლევს შანსს, რომ შენ შინაგან სამყაროს ჩახედო კარგად და ცივი საღამო თბილად გაატარო.

5 responses to “კვირა საღამოს სახლში

  1. რაღაცნაირად მიყვარს შენი ბლოგი.
    კარგია ხატვა. ბავშვობაში მეც ვხატავდი, მერე მივხვდი, რომ არ ვარ ძლიერი და თავი მივანებე.
    ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ კარგია აქ შემოსვლა.

    • აუ, ისე მიხარია იმ ადამიანების კომენტარები, რომლებსაც ჩემი ბლოგი მოსწონთ! ^ დიიდი მადლობა.
      პ.ს. მიუბრუნდი ხატვას:)

      • welcome ^_^

        უჰ, უკვე ჩაიარა მაგ მატარებელმა 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s