ხელოვნება, რომელსაც კატარინა ქმნის

1465c5b0ea8f5b151f8461c2ae6aa4e3ზოგადად, ისეთი ადამიანების, ხელოვანების, არტისტების შესახებ ვწერ და გიყვებით ხოლმე, რომლის შემოქმედების შესახებაც შეიძლება გარშემო არც არავინ იცოდეს, რადგან არ არიან ცნობილები მსოფლიოს მაშტაბით. ამ ადამიანთა ნამუშევრებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე ვაწყდები ხოლმე. ის კი დავწერ თუ არა ბლოგზე მათ შესახებ დამოკიდებულია ჩემს პირად შეხედულებებსა და გემოვნებაზე. თუ მომხიბლავს ადამიანი და მისი შემოქმედება დიდი სიხარულითა და მონდომებით შევუდგები ხოლმე მათი ბიოგრაფიების კითხვას, მათი სხვადასხვა ნამუშევრების თვალიერებას და შემდეგ ამ ყველაფრის “შეკვრას” და ბლოგზე საინტერესოდ და ლაკონურად გადმოცემას.

ამჯერად მინდა გიამბოთ კატარინა გენსლეღის შესახებ (katharina a5044a43b56197a4ee8006a8fc6d0ef2gaenssler (დიდი იმედი მაქვს, გვარს სწორად ვწერ,რადგან გერმანულად კითხვა, სამწუხაროდ, არ ვიცი)). ეს ქალბატონი გახლავთ გერმანელი შემოქმედი, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევრები აქვს.

1994-97 წლებში სწავლობდა პროფესიულ სკოლა Neugablonz-ში, როგორც ვერცხლმჭედელი. 1999 წლიდან 20015 წლამდე კი სამხატვრო აკადემია დაამთავრა მიუნხენში ოტტო ქიუნზლისთან და ალბერტ ჰეინთან ერთად (ამ ადამიანების შესახებ ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ). სწავლამ და მოგზაურობამ მას საშუალება მისცა, რომ დარჩენილიყო საკმაო ხნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჟენევასა და ვენაში. ის ასევემუშაობდა სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში, ქალაქ ბრაუნშვაიგში, ხოლო 2013-tumblr_ml8jif8foU1rg8x1ao3_5002014 წლებში როგორც მოწვეული პროფესორი მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში, ჰამბურგში.

კატარინა არის აქტიური ფოტოგრაფი, რომელიც უმეტესწილად  დიდი ფორმატის ნამუშევრებზე მუშაობს და ძირითადად იყენებს (ფოტო) კოლაჟის ტექნიკას. ის კედელზე აკეთებს ამ კოლაჟებს, რომლებიც გადაღებულია  აღმართული შტატივით, როგორც ქსელი ზემოდათ-ქვემოთ და მარჯვნიდან-მარცხნივ. ათასობით სხვადასხვა სურათი ერთიანდება გამოფენის ადგილას და იქმნება ერთი დიდი ნამუშევარი, რომელიც მან პირველად 2012 წელს გადაიღო.

AR1MSC842

საბოლოოდ, იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ ეს მცირედი ინფორმაციაც კი რამენაირად მეთარგმნა გერმანულიდა სხვადასხ ადამიანისა თუ ვებ-გვერდის საშუალებით, მიხარია, თუ სურვილი აღვძარი თქვენში, რომ უკეთ იცნობდეთ ამ ქალის შემოქმედებას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s