მალტას ძიებაში

 

mარსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამუდამოდ ვიმახსოვრებთ. ასეთი ჩემთვის ჩემი მეზობელი იყო მარიამი, რომელსაც მალტას ვეძახდით, რადგან სწორედ მალტიდან იყო წარმოშობით. საშუალო სიმაღლის,  ხუჭუჭა თმებით, დიდი ყავისფერი თვალებით და ძალიან დასამახსოვრებელი ფართო ღიმილის მქონე  მულატი გოგო იყო. ძალიან ახლოს ვიყავით. ეზოში რამდენიმე შტაბი გვქონდა აშენებული, სადაც შევძვრებოდით ხოლმე, მოვაწყობდით შიგნით ყველაფერს, გამოვძვრებოდით და სხვა შტაბების შენებას ვიწყებდით ხოლმე. მახსოვს, ძალიან გამხდარი, შავთმიანი დედა ჰყავდა და პატარა ნახევარძმა-ნიკა. მახსოვს, რომ შტაბისთვის საჭირო “მასალები” სულ მისი სახლიდან მოგვქონდა, რადგან არც არავინ უშლიდა მთელი სახლის გამოზიდვას და არც ჩვენ გვქონდა სხვა საქმე. რამდენიმე ხანში გადავიდა მისი ოჯახი სხვაგან საცხოვრებლად, რადგან ჩემს ეზოში მათ სახლი ნაქირავები ჰქონდათ, მაგრამ გადასვლიდან ბევრი წლის შემდეგ მოვიდა ჩვენთან ეზოში, სადაც ისევ შევხვდი. მანახებდა ინტერნეტით გაცნობილ რუს ბიჭს, რომელიც მოწონდა და თან მიყვებოდა, რომ არ იცოდა ნამდვილად ის ბიჭი იყო თუ არა ფოტოზე, ვისაც ელაპარაკებოდა. ბოლოს როდესაც ვილაპრაკეთ მითხრა, მამამისთან აპირებდა საცხოვრებლად გადასხვლას მალტაზე, რადგან დიდი ხანი იყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ. ჩემი მაშინდელი წარმოდგენით მალტა სქელტრაკიანთა, მზისა და დიდი ლურჯი ცის სამშჴბლო იყო, სადაც სულ მხიარული მუსიკების ხმა გაისმოდა, სადაც ჭრელ, უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი დადიოდა და სადაც ჩემი მეგობარი მიდიოდა, რომელსაც ვერც ვნახავდი ალბათ ვერასდროს.

არ ვიცი ეს გოგო ასე განსაკუთრებულად რატომ დამამახსოვრდა, მაგრამ ადრე, როდესაც Bucket List-ი შევადგინე, იქ ჩავწერე, რომ ოდესღაც ამ გოგოს აუცილებლად ვიპოვიდი. ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა მალტა, რადგან მხიარულების, განსხვავებულობის, ღიმილისა და ბედნიერი პერიოდის სიმბოლოდ დარჩა ჩემს ქვეცნობიერში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s