ზღაპარი იისფერი გოგონას მწვანე მცენარეებზე

nightwindowsიყო და არა იყო რა.. იყო ერთი მოწყენილი გოგონა. გოგონა მთელი დღის განმავლობაში თეთრი სახლის დიდ ვერანდაზე იყო წამოგორებული, სიგარეტს ეწეოდა, წიგნებს კითხულობდა, ვერანდაზე დასეირნობდა თეთრ მომდგარ მაისურსა და ტრუსში გამოწყობილი და ჭუჭყიანი და ხმაურიანი ქალაქის საუბრით სულაც  არ წუხდებოდა.არ წუხდებოდა, რადგან იმდენად იყო საკუთარ სევდაში ჩაძირული, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. ვერაფერს ამჩნევდა გარდა დიდი ქოთნის ყვავილებისა, რომლებიც ვერანდაზე მორჩილად წამომჯდარიყვნენ, room-in-brooklyn-1932იზრდებოდნენ, გაბრაზებულები სუნთქავდნენ სიგარეტის კვამლს და ჯოინჯითა და ქვედა გადმობურცული ტუჩით უბღვერდნენ მოწყენილ გოგონას. გოგონა ყვავილებს არაფერს აკლებდა, მაგრამ მცენარეები მაინც ბრაზობდნენ, ცხვირაბზუებულები არ ელაპარაკებოდნენ გოგონას და მუდმივად წუწუნებდნენ, რომ ამ საშინელ მოწყენილობაში ყოფნა აღარ შეეძლოთ, უფრო ნათელ ადგილას გადასახლება სურდათ.ოცნებობდნენ მცენარეები და წუხდა გოგონა. უფრო მეტ სიგარეტს ეწეოდა, რადგან დადარდიანებული იყო, არ იცოდა რა გაეკეთებინა, როგორ შელეოდა თავის ერთადერთ მეგობრებსა და თანამოაზრეებს. ეს დიდი, მწვანე და ბუტია მცენარეები ხომ ისინი იყვნენ, რომლებიც სულ გოგონას გვერდით იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც.

დღეები გადიოდა, გოგონა ხვდებოდა, რომ საყვარელ არსებებს ცუდად ექცეოდა, ეგოისტურად, რადგან მათ სხვაგან, სხვასთან უნდოდათ. გოგონა კი მათ ძალით აკავებდა, ცდილობდა მაქსიმალური სიყვარულის მიცემას, მაგრამ იცოდა, ოდესღაც გამოიფიტებოდა, რადგან საპასუხოდ ვერაფერს იღებდა და ეს მას კლავდა. გოგონა გრძნობდა, რომ სევდა მთელს ორგანიზმში გაჟღენთილიყო, მთელი მისი გონება მოეცვა. კვდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ საყვარელი არსებები უნდა გაეშვა. კვდებოდა, როდესაც ხვდებოდა, რომ ეს იისფერი საღამო იყო.იისფერი იყო, რადგან სევდიანი გოგონას სამყარო იისფერი ხდებოდა, როდესაც მას გადაიყვარებდნენ ხოლმე.

საბოლოოდ, გოგონამ ჩაიცვა დიდი ბათინკები, მოიცვა სქელი ნაქსოვი ქურთუკი, გაუკიდა სიგარეტს, ბოლო ღერი მოწია  და წავიდა. წავიდა და მცენარეები ბინძურ ვერანდაზე დატოვა.

მცენარეებმა მალე ფერი დაკარგეს, გამოიფიტნენ, მოიწყინეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ უკვე გვიან იყო, რადგან იისფერი გოგონა მათთან აღარ იყო. აღარ იყო, რადგან ეს ასე თავად ისურვეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s