პრაღაში, თან გზაში

1 კვირაზე მეტია, რაც პრაღაში ვარ. AIESEC-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ვარ და 2 თვეს დავრჩები დაახლოებით ჩეხეთში. მოკლედ, რადგან აქამდე ვერ მოვIMG_8233ახერხე რომ ამ დღეების შესახებ მომეყოლა და მხოლოდ ახლა გადავწყვიტე, რომ პოსტი დამეწერა, როდესაც ავტობუსში ვზივარ (საკმაოდ კომფორტულად) და თან მივემართები ლიბერეცში, ბარემ, ამ ერთკვირიან ჩემს თავგადასავალსაც მოგიყვებით.

პირველი მოულოდნელობა იყო სტამბულში ათათურქის აეროპორტი, სადაც ქართველი ბიჭი დავინახე, მივვარდი და გავეცანი, საქართველოში დაგინახე რეგისტრაციას როდესაც გადიოდითქო. სტამბულში ჩაფრენასა და პრაღაში გაფრენას შორის დაახლოებით 3 საათი მქონდა შუალედი. ეს ქართველი ბიჭიც დაახლოებით 3 საათი არ მიფრინავდა არსად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალცალკე ბოდიალს და უსაქმურად ყოფნას, ჯობდა ერთად გვებოდიალა და თან Gate-ბიც ერთად გვეძებნა. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ (ან, როდესაც შესაბამის ხასიათზე ვიქნები მაშინ მოვყვები აეროპორტის ისტორიას) და ჩავფრინდი პრაღაში. აეროპორტში იქ მეორე ქართველი ბიჭი გავიცანი და სანამ ჩემი პროექტის მენეჯერები მოვიდნენ მასთან ლაპარაკით გავირთე თავი.

IMG_8291

პირველ დღეს, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავით ყველა და რადგან უკვე ღამე იყო, მხოლოდ რამდენიმე წუთით გავბოდიალდით გარეთ, პიცა ვჭამეთ, ჩეხური ლუდი დავლიეთ და წავედით დავიძინეთ. მეორე დღე კი ალბათ ყველაზე მხიარული და საინტერესო იყო. დილას 9 საათისთვის გავიღვიძეთ, ჩავიცვით, მოვწესრიგდით, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და ცენტრისკენ გავუყევით გზას. დილის 11 საათიდან დაახლოებით 7-8 საათამდე ვიარეთ პრაღაში, შევედით ყველგან, სადაც რაიმე საინტერესოს მოვკარით თვალი, გადაიღეს მილიონი ფოტო, ყველა ტურისტების საყვარელი და საინტერესო ადგილი ვნახეთ და დავიტვირთეთ გემრიელი ემოციებით. შემდეგ წავედით ჩეხური ლუდის დასალევად და + მათი ნაციონალური გემრიელობების საჭმელად. ღამე, რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ სადმე კიდევ წავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან არ გამიმართლა, რადგან იმ ბავშვებისგან შემდგარ ჯგუფში ვარ, რომლებსაც რომ სთავაზობ ღამე პაბში/ბარში/კლუბში წასვლას, გპასუხობენ, რომ “ღამე გვიანია, ჯობს დავიძინო”. მოკლედ, მეგონა, საშინელება იქნებოდა, თუ სულ ასე გაგრძელდებოდა. ხელი ჩავიქნიე, აღარ წავალ და დავრჩები სახლშითქო, მაგრამ შემდეგ, როდესაც მეგობარს ვწერდი, იმან მითხრა, რომ ახლა ლოგინში კი არ უნდა წვებოდე, უნდა დაბოდიალობდე ქალაქის ქუჩებში, ბარში მთვრალი უნდა ელაპარაკებოდე ბარმენებს და ახალ ხალხს და ემოციებს იძენდეო. მერე მივხვდი, რომ, ჰო, მართალია.

საბოლოოდ, ღამით, მე და ერთი ქართველი გოგო წავედით, არ ვიცოდით სად მივდიოდით, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ კარგი თავგადასავალი მელოდა წინ. ქუჩაში 4 IMG_8311ტიპი გავაჩერეთ და ვკითხეთ სად შეიძლებოდა ნორმალურ ადგილას წასვლა და გართობა? მათ გამოგვხედეს და გვითხრეს რომ ზუსტად ასეთ ადგილას მიდიოდნენ ახლა და შეგვეძლო მათთან ერთად წავსულიყავით. 2 ავსტრიელი ბიჭი იყო და ერთი გოგო და ბიჭი, (არ ვიცი საიდან იყვნენ). წავყევით და თავი ამოვყავით ბარში, სადაც 20$ იხდიდი და შემდეგ ყველანაირი სასმელი ნებისმიერი რაოდენობის იყო უფასო. ძალიამ ბევრი ბავშვი იყო ჩვენთან ერთად, თან ყველა ძალიან კარგი ტიპი. მოკლედ, შემდეგ სხვა ბარში წავედით, იქაც ერთ გოგოს სულ მოჰქონდა ბარიდან უფასოდ შოთები და ვსვამდით. შემდეგ ლუბში წავედით და რომ არ მოგატყუოთ, კი მთვრალი ვიყავი, მაგრამ იმ საშინელ მუსიკაზე მაინც ვერ ვიცეკვე. შემდეგ კიდევ ერთ კლუბში წავედით, სადაც უარესი მუსიკა იყო. საბოლოოდ, სახლში გამთენიისას მივბოდიალდით. სახლამდე გზა არ ვიცოდით, ამიტომ ერთმა ბიჭმა მიგვაცილა, რომელიც ქუჩაში გავიცანით და რომელთან ერთადაც მთელი გზა  Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ვმღეროდი.

დილას რომ გავიღვიძე და ვერ ვმოძრაობდი და თავი მისკდებოდა, მეგონა, რომ ნაბახუსევი ვიყავი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვირუსი და სიცხე მქონდა. 3-4 დღის განმავლობაში არ გავსულვარ გარეთ, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. 40-41 მქონდა სიცხე + სასწრაფოც გამოვიძახე ისე შევშინდი. საბოლოოდ, როდესაც გავაღწიე გარეთ ისევ ისე ბეევრი ვიშოპინგე (რასაც, სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტან) და შემდეგ ღამე ისევ გასართობად.

ამასობაში ლიბერეცშიც ჩავედი 🙂 აქაურ ამბებსაც მალე მოგიყვებით, დროებით

4 responses to “პრაღაში, თან გზაში

  1. ჰეჰ ^^ ყველაზე მაგარი ქართველების ღამის თავგადასავლებია, რამდენიმე რომ წავიკითხე.^_^

    ისე, iesec -ს როგორი გაცვლითი პროგრამები აქვს? შეგიძლია, ბრე, ინფორმაცია მომაწოდო?

    • დავწერ ამ დღეებში პოსტს გაცვლით პროგრამაზეც ❤ და ისე, კი, აქვს. ფბ-ზე მოძებნე მაგათი ფეიჯი და ნახავ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s