Poor but sexy

ბერლინზე ამბობენ ხოლმე “Berlin is poor but sexy”. ეს სიტყვები კი ზუსტად ასახავს ამ ადგილს. დაახლოებით ორი კვირა გავატარე ბერლინში, ხვალ კი ისევ პრაღაში ვბრუნდები, რადგან საქართველოში პრაღიდან მაქვს ფრენა. ალბათ არცერთი ქალაქი არ მომწონებია ისე, როგორც ეს, რადგან პირველივე ჩამოსვლისას სულ სხვა მუხტი და ენერგია ვიგრძენი.

1507047_1708645732727614_4361677510562862472_n

ვიგრძენი, რომ ყველაზე ღირებული აქ დროა; ვიგრძენი, რომ არავის აინტერესებს თუ როგორ გამოიყურები, რა გაცვია, რა ფერის კანი გაქვს, ან როგორ იქცევი საზოგადოებაში, რადგან ყველა იმდენად დაკავებულია საკუთარი ცხოვრებით, რომ უბრალოდ არავის სცალია დრო სრულიად უცხო ადამიანზე ფლანგოს. ვიგრძენი, რომ ყველას, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, უყვარს ბერლინი, რადგან აქ განსაკუთრებული არაფერია, გარდა იმისა, რომ ერთი დიდი ევროპული ქალაქია, სადაც ყველა მეგობრულად და ტკბილად ცხოვრობს.

ხვალ მივდივარ ამ ქალაქიდან და გული მწყდება, რადგან ვიცი, რომ მომენატრება ეს ყველაფერი: მომენატრება club mate, მომენატრება S bahn-ის ძებნა, მომენატრება საღამოს წითელი ღვინის დალევა და თავისუფლად ლაპარაკი, მომენატრება ყოველდღე იმაზე ფიქრი, რომ ღამით სადმე წავალ და გავერთობი, თუმცა ისიც მომენატრება, რომ საღამოს გათიშულს არაფრის თავი მაქვს, მომენატრება, რომ სულ მარტო ვარ და არავის ვიცნობ, რომ არავის არაფერს ვუთანხმებ და არავის წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობ. მომენატრება  5 კილოიანი ზურგჩანთით სიარული და ჩანთის ყველა იმ უსარგებლო ნივთით გატენვა, რომელსაც არ ვიყენებ. მომენატრება გერმანელი გამყიდველებისთვის თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი მესმის, რასაც მელაპრაკებიან, მაგრამ პასუხის გაცემის მაგივრად უბრალოდ სერიოზული სახით ვდგავარ. მომენატრება, რუკით ხელში ბოდიალი და სხვადასხვა მუზეუმების და გალერეების ძებნა. მოკლედ, მომენატრება ყველაფერი ის, რაც ამ ქალაქს გამახსენებს.

საბოლოოდ კი მივფრინავ თბილისში და იმედს ვიტოვებ, რომ მალე დავბრუნდები.

One response to “Poor but sexy

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s