საუბარი ფურცლებთან

87f0928299f056d64edd004ab88750efდღიურში მაშინ ვაკეთებ ჩანაწერებს, როდესაც რაღაცას განვიცდი. მნიშვნელობა არ აქვს ეს განცდა სიხარულისაა, თუ სევდის. მთავარია, ვწერ. ამ ბოლო დროს კი მხოლოდ ვუყურებ თუ როგორ მიდევს ბალიშთან საწერი კალამი და დღიური. ვუყურებ და ვაკვირდები, ვუყურებ და ვფიქრობ, რომ უნდა დავწერო..არაფერი ხდება ამ წუთას ჩემს ცხოვრებაში საინტერესო, თუმცა უნდა დავწერო. ვცდილობ და ვერ ვწერ. არ მიყვარს დღიურის მხოლოდ ფაქტებით შევსება, რომ ჩამოვედი, რომ უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს, რომ დამტენი გამიფუჭდა etc. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფაქტებისაგან არ შესდგება, ამიტომ ველოდები დღეს, რომელიც რაღაც გრძნობას და ემოციას მოიტანს, რომელიც შეცვლის ამ ჩემს უმქომედობას, შეცვლის იმას, რომ ვერაფერს და ვერაფერზე ვწერ. შეცვლის იმას, რომ ჩემს დღიურს მტვერი ედება, რომ ნელნელა ისიც იწყენს უჩემოდ და მეც ვიწყენ მის გარეშე.

ბავშვობაში, თუ დიდი ხნის განმავლობაში მასში არაფერს ჩავწერდი, საშინლად ვგრძნობდი თავს და პაუზის შემდეგ წერას , ყოველთვის, მობოდიშებით ვიწყებდი. თითქოს ის იყო, რომელიც ელოდა, როდის დავიწყებდი მასში ჯღაბნას. ის იყო, რომელსაც უყვარდა ჩემი გულახდილი საუბრების მოსმენა, ის იყო, რომელიც თანამიგრძნობდა, ჩემს ემოციებს იღებდა, ჩემს განცდებს იზიარებდა. ამ ყველაფერს ის ადამიანების ნაცვლად აკეთებდა, რადგან  ხშირად ვერ ვლაპარაკობ ადამიანებთან , ვერ ვლაპრაკობ გულახდილად. სწორედ  ამიტომ მაქვს ამდენი წლის განმავლობაში ურთიერთობა დღიურებთან. ამიტომ ვესაუბრები იმ ფურცლებს, რომლებსაც დაუსრულებლად შეუძლიათ ჩემი მოსმენა. ამიტომ ვგრძნობ ცუდად თავს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მას ახალს არაფერს ვეუბნები.

ადამიანებთან ლაპარაკი კი რთულია. რთულია, რადგან თუ გულახდილი იქნები, ისეთს დაგინახავენ, როგორსაც არ გიცნობენ. ასეთს თუ გაგიცნობენ, დაინახავენ შენს მეორე მხარეს, შენს ყველაზე იდუმალსა და მნიშვნელოვან მხარეს. გაიცნობენ შენს ახალ ნაწილს, რომელიც მათთვის სრულიად უცხო იქნება. ახალის და უცხოს მიღება კი ბევრს უჭირს. ამიტომ მე, რომელსაც ლაპარაკი მინდა და რომელიც , მიუხედავად ამისა, გაურბის საუბრებს ადამიანებთან, ვბრუნდები სახლში, ჩემს პატარა ფურცლების გროვასთან, ვიღებ საწერ კალამს და ვყვები საკუთარ ამბებს დაუსრულებლად, შიშისა და სირცხვილის, უხერხულობისა და ნერვიულობის გარეშე. ვყვები და ვიცი, რომ ის მისმენს, ვისაც ამდენი წელია საკუთარ ამბებს ვანდობ შესანახად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s