როდის ვხვდებით რომ გავიზარდეთ

როდის ვხვდებით რომ გავიზარდეთ? მაშინ, როდესაც პირველ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ; მაშინ, როდესაც პირველად მოგვივა მენსტრუაციული ციკლი, თუ მაშინ, როდესაც პირველად შეგვიყვარდება?

ბევრს ვფიქრობდი, თუ როდის გავიზრდებოდი და როდის ვიქნებოდი “დიდი გოგო”. ვფიქრობდი, ვღელავდი და ვწუხდი ამაზე. ვწუხდი იმაზეც, რომ ბავშვივით სუსტი ვიყავი ხანდახან, ხანდახან კი სისუსტე სულაც არ არსებობდა ჩემში. ნელ–ნელა ვიზრდებოდი, შეხედულებებს ვიცვლიდი, გარემოს ვეგუებოდი, ვვითარდებოდი, ვიძენდი აზრებსა და იდეებს, blვისახავდი მიზნებს და ვისრულებდი ოცნებებს. ის ფიქრი კი, “დიდი გოგოობის” შესახებ შორეულ წარსულში დარჩენილიყო და ამაზე ფიქრიც კი აღარ მიწევდა, დროც არ მქონდა და არც სურვილი, რადგან ეს აღარ მაფორიაქებდა, ისე, როგორც ღრმა ბავშვობაში ხდებოდა ეს.

 

ერთ საღამოს კი დაბადების დღეზე, როდესაც დედაჩემთან ერთად ვიყავი სტუმრად მისული, დედაჩემს თავისი მეგობარი ეკითხება: “აუ, ასეთ ფერზე რომ შეიღება თმა, როგორ იტან?”; “ცხვირი რომ გაიხვრიტა როგორ მოგწონს?”, “ტატუს გაკეთებასაც ხომ არ აპირებს?”– ამ კითხვებით დაიწყო.ნელ–ნელა კი მთელი იქ მყოფი საზოგადოება იჯდა  და ჩემს თმის ფერს, თმის ფორმას, ჩაცმის სტილს, პირსინგსა და ყველაფერ იმას განიხილავდა, რაც მათთვის ნორმალური და მისაღები არ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მეც იქ ვიჯექი, თუმცა ჩემი აზრი არავის უკითხავს, ჩემზე საუბრობდნენ, თუმცა მე არავინ აღმიქვამდა სრულფასოვან ადამიანად, რომელიც პატარა აღარაა, რომ მშობლებს ყველაფერზე აზრი ჰკითხოს. საუბრობდნენ მესამე პირში. დედაჩემი შეწუხებული იჯდა, რადგან არც თავად სიამოვნებდა ეს ლაპარაკი. მე გაბრაზებული, გაწითლებული და შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ ადამიანადაც არ აღმიქვეს და მხოლოდ მიმიჩნიეს, როგორც ვიღაცის საკუთრებად, რომელიც წყვეტს თუ რა მომწონს, რას ვაპირებ, რა მინდა, რატომ მინდა და ა.შ. იმ დღეს ძალიან გავბრაზდი, ძალიან მეწყინა და გადავწყვიტე, რომ ამის უფლება აღარასდროს უნდა მიმეცა ვინმესთვის.

მოგვიანებით კი, როდესაც ჩეხეთში სხვადასხვა ოჯახში ვცხოვრობდი, ერთმა რამემ განსაკუთრებით აღმაფრთოვანა, რომ ოჯახის სულ პატარა წევრებიც კი, ისეთივე სრულფასონავი და სრულყოფილი ადამიანები იყვნენ სხვა დანარჩენებისთვის, როგორც უფროსები. მივხვდი და გამიხარდა, რომ აქ ბავშვების შესახებ მშობლებს კი არ ეკითხებიან, არამედ თავად ბავშვებს უსვამენ კითხვებს. მივხვდი და მესიამოვნა, რადგან გავაანალიზე, რომ “დიდი გოგო” კი არ ხდები, არამედ ასეთად უბრალოდ იბადები. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამას ზოგი ხედავს და ზოგიც–ვერა.

4 responses to “როდის ვხვდებით რომ გავიზარდეთ

  1. მე მაშინ მივხვდი, როცა გავაცნობიერე, რომ ახალი წლის დადგომა არ მიხაროდა… კი არა და, ის ძველი შეგრძნებები არ მოჰქონდა, რაც ადრე.

  2. მე შეგრძნებებს არ დავუტოვებივარ და ყოველ ჯერზე ვცდილობ უფრო მეტად შევიგრძნო ყველაფერი, მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ბავშვად და ეს ადვილია თუ სხვების კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მიაქცევ ყურადღებას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s