როგორ აღმოვჩნდი ბრუსელში

2ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონებაა ის გატარებული 5 დღე ბრუსელში, რომელიც კი ოდესმე მქონია. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთმა ესპანელმა გოგომ, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით ვიცნობდი, მომწერა, რომ ბრუსელში გადაწყვიტა წასვლა, რადგან ერთ-ერთი ადგილი იყო, რომლის ნახვაც ძალიან უნდოდა და თან ბილეთი იპოვა თვითმფრინავის 5 ევროდ. მე, რა თქმა უნდა, თვალები ამენთო და შევთავაზე, თუ პრობლემა არ იქნებოდა, ერთად წავსლიყავით. დამთანხმდა. ვიყიდე ბილეთი. ბერლინში ჩავედი ჩემი გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, ნაცნობებთან დავტოვე ჩემი ბარგი, ზურგზე ერთი პატარა ჩანთა მოვიკიდე, რომელშიც ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩავალაგე და აეროპორტისკენ სრულიად მარტო გავუყევი გზას. ასე, გაურკვევლობაში მყოფი, როდესაც ჯულსს ველოდებოდი (გოგოს, რომელთან ერთადაც უნდა გავფრენილიყავი), აღმოვჩნდი თვითმფრინავში. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ ჯულსმა თავის მეგობრებს თხოვა, მეც მათთან დავრჩენილიყავი სახლში. ისინიც დაგვთანხმდნენ. 

12814300_1706311326294388_6417029801023337271_n.jpgგავფრინდით. საშინელი თვითმფრინავი იყო, შეიძლება ითქვას, რომ იყო მფრინავი სამარშუტო ტაქსი, თუმცა როდესაც ბრუსელში ჩავედით ეს სულ გადაგვავიწყდა და ჯულსის მეგობრების სახლისკენ გავეშურეთ. კარგი მხიარულმა იანიკმა და რებეკამ გაგვიღეს. გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ, ვჭამეთ, დავბინავდით და ამ წუთებიდან დაიწყო განსაკუთრებულად ბედნიერი მოგონებების აღბეჭდვა.

5 დღე გავატარე ბრუსელში. ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, ჯულსი, იანიკი, რებეკა, ჰენრი, ეშლი და მისი გერლფრენდი. იანიკს ბოიფრენდი ჰყავდა, რომელიც მოგვიანებით გავიცანით და რომელიც აღმოჩნდა, საქართველოს შორიდან იცნობდა (და ეს განსაკთრებით მიხაროდა ხოლმე, რადგან ძირითადად საქართველოზე სტალინის შესახებ იციან მხოლოდ, ან იციან, რომ რუსეთის ნაწილი ვართ). ყოველდღიურად გავდიოდით დილიდან ქალაქში, ვათვალიერებდით ტურისტულ ადგილებს, დავბოდიალობდით, ვერთობოდით, ფოტოებს ვიღებდით, ხოლო საღამოობით მათ საყვარელ ბარში ლუდს ვსვამდით, ვცეკვავდით, ვთვრებოდით და შემდეგ სიმღერ-სიმღერით სახლში მივბოდიალოდბით.

12801343_1706311302961057_713968310230830299_n.jpg

რატომ ბრუსელი?

  1. ადგილი, რომელსაც ყველა ქვეყნისგან გამოარჩევ უგემრიელესი ლუდით;
  2. ევროპის ცენტრი, განსაკუთრებულად მოწესრიგებული, დახვეწილი, ტოლერანტული და საინტერესო მოსახლეობით;
  3. ადგილი, სადაც არავის ადარდებს შენი კანის ფერი, ორიენტაცია, წარმომავლობა, ჩაცმულობა;
  4. შოკოლადის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია;
  5. The Grand Palace-პატარა სამოთხე დედამიწაზე;
  6. მაგრიტის მუზეუმი;
  7. პატარა კაფეები, სადაც გემრიელად დაჯდები, შეჭამ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს, კარგად მოგემსახურებიან, გარემოთი ისიამოვნებ და ასეთივე გაღიმებული წამოხვალ უკან;
  8. განსაკუთრებულად საინტერესო და დახვეწილი არქიტექტურა;
  9. იმიტომ, რომ ფრანგულად საუბრობენ, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო ამ სრული 5 დღის განმავლობაში;
  10. ყოველ ორ ნაბიჯში გალერეები, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ნახავთ.

bru

ბოლოს კი, ერთ-ერთი რაც ყველაზე უცნაური იყო ამ მთელი მოგზაურობის პროცესში, იყო ის, რომ ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში შევედი, რომელიც გარედან სასიამოვნოდ  გამოიყურებოდა (გოთიკური სტილის ნაგებობა იყო). შევედი და როლში შევიჭერი, რადგან წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მე კი საერთოდ არ მესმოდა რას ამბობდნენ, მხოლოდ ქადაგების მოსმენა მსიამოვნებდა. ყველა იმ მოძრაობას ვიმეორებდი, რასაც მრევლი აკეთებდა, ბოლოს კი მივედი და თხელი, ფირფიტასავით პური ვჭამე (რომელიც მოიაზრება, რომ არის ქრისტეს ხორცი), ხოლო ქრისტეს სისხლი კი (ანუ ღვინო), სამწუხაროდ, ვერ დავლიე, რადგან, როგორც მოგვიანებით სახლში მისულს მომიყვეს, ეკლესიას ძვირი უჯდებოდა ღვინის ყიდვა, ამიტომ მას მხოლოდ ღთისმსახურები სვამდნენ. საინტერესო ამ ყველაფერში ის იყო, რომ ეკლესიის შესასვლელთან გამოსულებს ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები დაგვხვდნენ, რომლებიც ტაძრის კართან იდგნენ, ეწეოდნენ, ბურთით თამაშობდნენ, ხმამაღლა უსმენდნენ მუსიკას და ალქოჰოლსაც სვამდნენ. მე ასეთი თავისფლება მომეწონა და მომეწონა ხალხის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, რადგან ვიცი, მსგავსი ფაქტი ჩვენთან დიდ კონფლიქტსა და პრობლემას გამოიწვევდა.

საბოლოოდ , მიხარია, რომ ასე დაუგეგმავად და სპონტანურად ვეწვიე ქალაქს, რომელმაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი და რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე კვლავ ვესტუმრები.

იგივეს გირჩევთ თქვენ.

1.jpg

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s