ბრეს ბლოგი 3 წლისაა

ჩემი პატარა ბლოგი სამი წლის გახდა და შესაბამისად მესამე წელია ყოველ მაისს აღვნიშნავ ამ დღეს და ერთ პოსტს ჩემს საყვარელ სივრცეზეც ვწერ ხოლმე, რომელიც ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ შევქმენი.

bl

ახლა, როდესაც ვკითხულობ ხოლმე ძველ პოსტებს, ძალიან მეცინება და საკუთარი თავის მრცხვენია კიდეც. ძალიან ბევრი სისულელე მიწერია ამ წლების განმავლობაში, ბევრი სისულელე მიფიქრია, ბევრიც მინერვიულია და ბევრი ისეთი რამ დამიპოსტავს, რაც ახლა, ამ გადმოსახედიდან, ჩემთვის მიუღებელია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ წლები გავიდა და მეც შევიცვალე. აზროვნება, გემოვნება, შეხედულებები შემეცვალა. გავიზარდე და ეს პატარა სივრცეც, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ბრეს ბლოგი ვუწოდე, ჩემთან ერთად გაიზარდა და გაფართოვდა.

სამი წლის წინ რომ გადამისროლონ იმ დღეს, როდესაც ჩემი ბლოგი შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, ისევ იმდენს ვინერვიულებდი, სანამ publish-ს დავაკლიკავდი. საინტერესოა იყო ბლოგერი და იყო იმ საქმის ნაწილი, რომელიც შენ გსიამოვნებს პირველ რიგში და შემდეგ შენს მკითხველს. არც ვიცი რამდენია ჩემი მკითხველი, რამდენს მოვწონვარ, რამდენი მეთანხმება, ან რამდენმა იცის საერთოდ ჩემს შესახებ, მაგრამ, ფაქტია, ბლოგერობა ჩემს სფეროდ მიმაჩნია. მიმაჩნია, რადგან აქ კარგად ვგრძნობ თავს და მანამ, სანამ ასე იქნება, იარსებებს ჩემი პატარა სამყარო wordpress-ზე.

და გილოცავ! შენ უკვე სამი წლის ხარ.

p.s. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემი პატარა ტაბლოგი წაიკითხოთ მოცემულ მისამართზე: http://goo.gl/LGahkW

8 responses to “ბრეს ბლოგი 3 წლისაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s