მაისის შემდეგ

რამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია. ბოლოს მაისში დავწერე ჩემი ბლოგის შესახებ, როდესაც მე და ბრეს ბლოგს სამი წელი შეგვისრულდა. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. გარდამტეხი ცვლილებები მოხდა, მეც შევიცვალე, ჩემი ყოველდღიურობაც  და ჩემი საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა.

d50402cba39917ba1e99e8ca88f296bb

მაისის შემდეგ არაფერი დამიწერია. ამას სხვადასხვაგვარი ახსნა შეიძლება მოვუძებნო. ერთი ის, რომ ლეპტოპი გამიფუჭდა თავის დამტენინად. მეორე ის, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი საკუთარი თავით და ცვლილებებზე ფიქრით, ან მესამე ის, რომ უბრალოდ საერთოდ არ მქონდა სურვილი აქ შემომეხედა, რამე დამეწერა და მომეყოლა.

ყველაზე დიდი ცვლილება რაც ჩემში მოხდა არის ის, რომ საკუთარი თავის მიმართ დავკარგე ნდობა. საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა შიში, რომ თურმე, შემიძლია ძალიან ვატკინო ადამიანებს გული. რომ შემიძლია ბევრი ვატირო, ვანერვიულო ადამიანები. რომ შემიძლია იმდენად დიდი ტკივილი მივაყენო მათ, რომ მათი ცხოვრება რადიკალურად შევცვალო უარესობისკენ.

ამ ყველაფერს ვნანობ და ვგრძნობ როგორი არასწორი ვარ ბევრის წინაშე. ვგრძნობ, რომ ის შიში, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა, ძალიან ღრმა და დიდია სინამდვილეში. ვგრძნობ, რომ არ ვარ ის, ვის გამოც ადამიანებმა ცუდად უნდა იგრძნონ თავი, უნდა იტირონ, ინერვიულონ.. ვიცი, რომ არ ვიმსახურებ ამხელა სიყვარულს, რომელსაც სხვები მაძლევენ. ვიცი, რომ არ ვიმსახურებ ამხელა სითბოს, ყურადღებას, ნდობას.

მეც ადამიანი ვარ, რომელსაც ბევრი ტკივილის მიყენება შეუძლია. იმაზე მეტი ტკივილის, ვიდრე ec7ba0ffb3247add184b8ca479eef272ოდესმე ვინმესთვის სიყვარული და სითბო მიუცია.

ამიტომ არ მინდოდა აქ შემოხედვა, არ მინდოდა იმ პოსტების წაკითხვა, რომელიც სულ სხვა ცხოვრების ნაწილიდანაა და რომელიც წარსულში გამოვკეტე, სამუდამოდ. არ მინდოდა მეწერა, არ მინდოდა მომეყოლა რომ ძალიან ბევრი რამ შევცვალე და რომ სულ სხვა ცხოვრების ეტაპი დავიწყე. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ისევ აქ ვარ და ისევ ვარსებობ ჩემი სამი წლის  ბლოგიანად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s