მინდა, გოგოებმა ფეხბურთზე იარონ

არსებობს ფრაზები, სიტყვები, ემოციები და სახეები, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვიმახსოვრებთ, რომელიც არ გვავიწყდება და რომელიც მუდმივად გვახსენებს თავს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბევრი სიტყვა თუ ფრაზა ყოფილა:

11-12 წლის ვიყავი, სახლში ვბრუნდებოდით მე და დედა სამარშუტო ტაქსით. მაშინ ხშირად ვუყურებდი ფეხბურთს, რონალდინიო მომწონდა ძალიან. ეზოშიც ხშირად განვიხილავდით 4270e7a1be14df2621a2b7df0b3970e5ხოლმე ფეხბურთის თემას. უცებ თავში გენიალური იდეა მომივიდა და დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთზე შესვლა მინდოდა. პასუხი კარგად მახსოვს: „ვერ შეხვალ, გოგო ხარ“. დავიწყე კამათი, ახსნა, რომ ფეხბურთი კარგი სპორტია, რომ მინდა და მაინტერესებს, მაგრამ პასუხი კვლავ უცვლელი იყო: „ვერ შეხვალ, გოგო ხარ!“. მახსოვს, გავბრაზდი,  ვერ ვიგებდი რას ნიშნავდა ეს „გოგოდ ყოფნა“, რატომ შეეძლო ჩემს ძმას რაგბიზე სიარული, იმისდა მიუხედავად, რომ საერთოდ არ ჰქონდა ამის სურვილი და რატომ არ შემეძლო იგივე-მე.  მას მერე დიდი დრო გავიდა, ფეხბურთის მიმართ ჩემი ინტერესი გაქრა, აღარც რონალდინიო გამხსენებია და აღარც ფეხბურთელობაზე მიფიქრია მეტჯერ, არადა, მაშინ რომ უარი არ მიმეღო, ვინ იცის როგორი იქნებოდა ჩემი ახლანდელი რეალობა.

ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ შემახსენეს, რომ „გოგოდ ყოფნა“ სასჯელია: „ბიჭია და ამიტომ შენზე პრივილეგირებულია!“-ეს ფრაზა ისევ სახლში მოვისმინე, ისევ ოჯახის წევრისგან. მაშინ ბრაზი ვეღარ დავმალე და ბევრი ვიტირე, ოღონდ ჩუმად, რომ არავინ დაენახა. მაშინ ყველაზე უკეთ გავაცნობიერე, რომ ძალიან რთულია უბრალოდ იცხოვრო, იარსებო და იყო ქალი. შემდეგ ბევრჯერ ვიხსენებდი ამ ფრაზას, საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ერთი წუთით მაინც თუ დავიჯერებდი რომ ვინმე სქესის გამო ჩემზე პრივილეგირებულია, სწორედ მაშინ დავმარცხდებოდი საკუთარ თავთან, საკუთარ მე-სთან და დავმარცხდებოდი ყველა ქალის სახელით მსოფლიოში.

ვხედავდი გოგოებს, რომლებსაც მოძლადე კაცები მოსწონდათ, რომლებიც ამბობდნენ, რომ დაცვა სჭირდებოდათ. ვხედავდი მეგობრებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ოჯახში მთავარი კაცია. ვხედავდი ნათესავებს, რომლებიც ცხოვრების მიზნად დაქორწინებას და ბევრი შვილის ყოლას ისახავდნენ. ვხედავადი უცხო ადამიანებს, რომლებიც ქმრებს არ ემორჩილებოდნენ, ამიტომ ტელევიზიით მათი სიკვდილის შესახებ ვიგებდი. ვხედავდი ბიჭებს, რომლებიც მეგობარ გოგოებს აკრძალვებში, კანონებსა და წესებში აცხოვრებდნენ. ვხედავდი მშობლებს, რომლებიც შვილებს ქმრის მორჩილებას ასწავლიდნენ.

წლების განმავლობაში ბევრი ნიუანსი და დეტალი იყო, ბევრი ბრაზი და წყენა, ბევრიც შეზღუდვა და აკრძალვა, სიტყვა და მითითება, რომელიც მაყალიბებდა, რომელიც მძერწავდა.საბოლოოდ კი მივხვდი, რომ მადარდებს საკუთარი უფლებები, მადარდებს ბალანსი და თანასწორობა, მადარდებს ის, რომ ქალებს ხოცავენ გარშემო, მადარდებს ის, რომ მოკლე კაბას გვიკრძლავენ, მადარდებს ის, რომ პირადი ცხოვრების ქონის უფლებას გვართმევენ, მადარდებს ის, რომ მიგვითითებენ თუ რა ჩავიცვათ, როგორ ვილაპარაკოთ, რა მოგვწონდეს, როგორი მუსიკა გვსიამოვნებდეს, რამდენი პარტნიორი გვყავდეს, როგორი პროფესია გვქონდეს, რა სურვილები და მიზნები დავისახოთ, როდის დავქორწინდეთ, ვისზე დავქორწინდეთ და საერთოდ დავქორწინდეთ თუ-არა, როდის ვიყოლიოთ შვილები, რამდენი შვილი ვიყოლიოთ და მათგან რამდენი იყოს გოგო, როდის მოვიდეთ სახლში, როდის გამოვხატოთ უკმაყოფილება, რა სპორტზე ვიაროთ, სად ვიმუშაოთ, კაცების წინ თავი როგორ დავხაროთ და დღეში რამდენჯერ ვბანოთ ქმრებს ფეხები.  მივხვდი, დავრწმუნდი, რომ მადარდებს საკუთარი უფლებები. მინდა, რომ გოგოებმა იარონ ფეხბურთზე, თუ მათ ასე აქვთ გადაწვეტილი,მინდა გოგოებმა ფეხბურთი ითამაშონ, ირბინონ, არ იფიქრონ იმაზე, თუ რომელი სპორტია მათთვის შესაფერი, რადგან ასეთი რამ არ არსებობს.მინდა, რომ არასოდეს უთხრან „გოგო ხარ და ამიტომ!“, არასოდეს უთხრან, რომ „გაათხოვებენ“ და ქმარს მიაბარებენ მის თავს, რომ ქმრის მორჩილებაში უნდა გაატარონ ცხოვრება, რომ ბავშვებისთვის ოჯახი უნდა შეინარჩუნონ, ძალადობა აიტანონ, აკრძლვებს შეეგუონ. არ მინდა, რომ ვინმემ ოდესმე რომელიმე გოგოს უთხრას, რომ ბიჭი მასზე პრივილეგირებული მხოლოდ იმიტომაა, რომ ის ბიჭად დაიბადა, შენ კი-გოგოდ.

საბოლოოდ კი, არსებობს ფრაზები, სიტყვები და ემოციები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენენ. მე კი დღემდე არ ვიცი, როგორი იქნებოდა დღევანდელი ჩემი ცხოვრება, ბევრი წლის წინ ფეხბურთზე რომ შევეყვანე მშობლებს.

 

 

7 responses to “მინდა, გოგოებმა ფეხბურთზე იარონ

  1. როგორც იქნა ბოლოსდაბოლოს ვიღაც შეეხო ამ თემას!
    მე ორი წელი დავდიოდი ფეხბურთზე, ვიყავი გუნდის კაპიტანი, მიმიღია მონაწილეობა შეჯიბრებებში. ჩემი ოჯახიდან მხარს მამაჩემის გარდა არავინ მიჭერდა, თუმცა, საფინალო თამაშზე დედაჩემიც მოვიდა. რადგან კაპიტანი ვიყავი, საორგანიზაციო საკითხები ჩემზე იყო და ხშირად მიწევდა მოთამაშეების შეკრება, მათ მშობლებთან დაკავშირება. ძალიან ბევრი კარგი თანაგუნდელი დავკარგე მშობლების წინააღმდეგობის გამო. იყო ბევრი ცრემლები და ოჯახური დაპირისპირებები. თანაც ვიღებდი ძალიან ბევრ საძულველ კომენტარს და მომიხსენიებდნენ როგორც “ქაჯს”‘ “ქალ-ბიჭას”. მეჩიჩინებოდნენ, რომ ეს ბიჭების საქმე იყო. თუმცა, მე მაინც ვაგრძელებდი თამაშს და ბოლოს მე და ჩემის სკოლის ადმინისტრაციამ იმდენი მოვახერხეთ, ბიჭების გუნდთან შეგვაერთეს. საბედნიეროდ, ჩემს სკოლაში ეს პრობლემა მოხსნილია და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ჩვენი ასაკიდან უნდა დაიწყონ ამ აზრის თავში ჩადება ბავშვებისთვის.
    ძალიან მომეწონა პოსტი 💜

  2. მომეწონა შენი პოსტი ❤ მეც ბევრჯერ მიდავია მსგავს თემებზე, მაგრამ ისევ ქალებშია პრობლემა რომ ვუკვირდები. ისევ ჩვენ უნდა გავიღვიძოთ. თუ დაგაინტერესებს ესაა ჩემი პოსტი ამ თემაზე. 🙂

    https://lettersfromwoman.wordpress.com/2016/02/22/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%97/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s