რამდენად დიდია სამყარო შენთვის

მხიარული, ფერადი და განსხვავებული. ქალი სიგარეტითა და მაღალწელიანი შარვლით – ასეთად დარჩა ელენე დარიანი (ბაქრაძე) ჩვენს წარმოდგენაში. ელენე, ვისაც მუდმივად უწევდა სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება. ელენე, ვინც თავისუფლებას ფარულად ინარჩუნებდა და ელენე, ვინც სხვისი პირით საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე საუბრობდა.

ef0da04893edde16ae86aa1d37b620efრამდენად დიდია სამყარო ელენესთვის?

ქალისთვის, რომელსაც არ იღებდნენ, არ აფასებდნენ, რომელიც კარგად გამოჭედილ ჩარჩოში არასოდეს ჯდებოდა, რომელსაც საზოგადოება საფრთხედ აღიქვამდა და ქალისთვის, რომელსაც ავალდებულებდნენ ისე ეცხოვრა, როგორც ამას წესები ადგენდა.

ელენე წერდა.

ელენე წერდა საკუთარ სურვილებზე, ვნებებსა და გატაცებებზე. წერდა სიყვარულზე, მოლოდინსა და უიმედობაზე.

ელენე წერდა.

წერდა, თუმცა მისი ნათქვამი, მისი მოყოლილი ისტორია არავის ესმოდა. არავის ესმოდა, რადგან ქალი იყო. ქალი იყო და მოეთხოვებოდა, რომ არც ეროტიული სახის ლექსები შეეთხზა, არც შიშველ სხეულსა და განცდებზე ესაუბრა და არც ის მოეყოლა, თუ როგორი იყო სიმარტოვეში მყოფს საკუთარი სხეული გეკოცნა.

რამდენად დიდია სამყარო ელენესთვის?

ელენე თავისუფალი იყო. ელენეს უყვარდა, გრძნობდა, ესმოდა და ელენე უყვარდათ, გრძნობდნენ და ესმოდათ მისი, თუმცა მხოლოდ რჩეულებს. ამიტომ ქალი, რომელიც სავსე იყო თავისუფლებით, იმალებოდა. იმალებოდა პაოლოს სახელს ამოფარებული. ის პაოლოს  ჩრდილში ცხოვრობდა და პაოლოს ჩრდილშივე აცოცხლებდა საკუთარ შემოქმედებასაც.

რამდენად დიდია სამყარო ელენესთვის?

ელენე წერდა, ელენე გრძნობდა, ელენე განიცდიდა, პაოლო კი მისი სახელით საუბრობდა. პაოლო მის სათქმელს ამბობდა. პაოლო მისი პირით ლაპარაკობდა. პაოლო ყვებოდა იმ ქალის ამბებს, რომელსაც კარგად იცნობდა, თუმცა ყველა ეს მონაყოლი ისტორია საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე არასოდეს გამოეცადა. პაოლო ელენეს მაგივრად საუბრობდა, რადგან თავად ელენესთვის ეს აკრძალული ხილი იყო.

რამდენად დიდია სამყარო ელენესთვის?

 

cms-image-000015620.jpg„მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,

ჩემს დამწვარ სხეულს, შენ რო გიყვარდა…

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.

სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები.“

ელენეს სამყარო დიდია. სამყარო, რომელშიც ცოცხლობდა, არსებობდა. არსებობდა, როგორც ქალი, რომელიც თავისუფლად საუბრობდა ვნებისგან გონებაარეული; ქალი, რომელიც ყვებოდა საკუთარი სევდისა და მოგონებების შესახებ და ქალი, რომელსაც აღარ სჭირდებოდა დამალვა თუ სხვის სახელს ამოფარებულს საუბარი.

ელენეს სამყარო დიდია, მაგრამ რამდენად დიდია სამყარო ელენესთვის?

და შენ, რომელიც ცხოვრობ დღეს, რომელიც არსებობ დღეს, რამდენად დიდია სამყარო შენთვის?

და შენ, რომელიც ცხოვრობ დღეს, რომელიც არსებობ დღეს, რამდენად ფართოა თავისუფლების კარები შენთვის?

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, რომელშიც არსებობა რთული და მტკივნეულია, რადგან „ქალი ხარ და არ შეგეფერება“, რადგან „ქალი ხარ და მიუღებელია“, რადგან „ქალი ხარ და ასეა საჭირო“, რადგან „ქალი ხარ და არ გაქვს უფლება“, რადგან ქალი ხარ.

რამდენად დიდია  სამყარო შენთვის. სამყარო, რომელსაც ყველაფრის მოცემა შეუძლია, თუმცა არაფერს გაძლევს, რადგან მისი მართვის სადავეები შენ არ გეკუთვნის.

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, რომელშიც თავისუფლად ცხოვრება მაშინაა შესაძლებელი, თუ სხვის ჩრდილს, სხვის სახელს ამოფარებული არსებობ.

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, თუ დღეს არსებობ, ხვალ კი შენი არსებობა-არ არსებობა სხვისი გადასაწყვეტია.

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, თუ ქალი ხარ, რომელსაც გრძნობები აქვს. რომელსაც ხშირად ბახუსი ალაპარაკებს, ხშირად ვნება, ხშირად გულწრფელობა და ხშირად ბრაზი.

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, თუ გინდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ მოყვე, რომელიც გონებაში გიტრიალებს.

რამდენად დიდია სამყარო შენთვის, თუ საკუთარ თეთრ მკლავებსა და ფარჩის საბანზე გინდა წერო?

რამდენად დიდი ხარ შენ სამყაროსთვის?

და რამდენად დიდია სამყარო შენთვის?

3 responses to “რამდენად დიდია სამყარო შენთვის

  1. ძალიან ბევრი ბლოგი წამიკითხავს , ელენეზე , მაგრამ ეს ყველაზე, ყველაზე მეტად მომეწონა ❤ მეგონა თითქოს მე ვწერდი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s