თუ შენ ხარ ჩემი ადამიანი

e383c56d3572f899e0a11af6662710b7

დავჯდები ხოლმე ოთახში, ცხელ ჩაის დავისხამ, ლეპტოპს მუხლებზე დავიდებ, მოვკლათდები და ვიწყებ წერას. წერას, ჯუჯღუნს, ლაქლაქს, რაღაც ამბების მოყოლას,ინტერესების, ადამიანებისა და მოგონებების შესახებ საუბარს. საუბარს არც თუ ისე საინტერესოდ ვიწყებ ხოლმე, თუმცა დასასრული ხშირ შემთხვევაში შედარებით ნორმალური გამოდის. ნორმალური გამოდის ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის შთამაგონებენ. შთამაგონებენ. და მეც ვჯდები და ვწერ მათ შესახებ.

მაგრამ ამ ყველაფერში საინტერესო არაფერია გარდა იმისა, რომ ადამიანების შესახებ ყოველთვის ვწერ. ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც მაძლევს იმის ძალას, მუხტს, ან სურვილს, რომ მოვყვე ამბები, თუნდაც ჩემ შესახებ, ან სულაც ქუჩაში მომხდარი უინტერესო ფაქტების შესახებ, უინტერესო დღიური აღმოჩენების შესახებ, უინტერესო დღების შესახებ. ვწერო ამ ყველაფრის შესახებ ისტორიები, სადაც მუდმივად ფიგურირებენ საინტერესო ადამიანები და არ აქვს მნიშნელობა, მათ შესახებ რამეს ვამბობ თუ არა, ფაქტია, როდესაც ნაწერს თვალს გადავავლებ, სულ მახსენდება ის, ვინც იმ მომეტში “ჩემი ადამიანი” იყო.

და მეც სულ ვწერ და ვწერ. ვწერ, ვწერ, ვწერ. და რა საინტერესოა, წერს თუ არა ვინმე ჩემზე?
წერს თუ არა ჩემთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ, ან წერს თუ არა, რომ ცუდ ხასიათზეა და ამ ცუდი ხასიათის მიზეზი მე ვარ. აკეთებს თუ არა ჩანაწერებს დღიურში ჩემ შესახებ. უსმენს თუ არა მუსიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემთან აკავშირებს. ხატავს თუ არა მოხეულ ფურცლებზე ლამაზ ფიგურებს ჩემზე ფიქრისას. ლაპარაკობს თუ არა ხმამაღლა, ან გულში, იმის შესახებ, რომ მე ვარსებობ და ვარსებობ მასთან.

და რა საინტერესოა, ვარ თუ არა მე ვინმეს ადამიანი?

 

 

 

15 responses to “თუ შენ ხარ ჩემი ადამიანი

  1. ამ ბლოგს დაახლოებით წელიწადია რაც წავაწყდი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – შემიყვარდა შენი თუ თქვენი კითხვა.❤🙈

  2. საინტერესოა, ყველას ყავს თავისი ადამიანი, რომელზეც წერს, ხატავს, უსმენს, ზოგი ამას აღიარებს, უმეტესობა არა, რომელიც სიმშვიდესთან ასოცირდება, გაზაფხულის მწვანე და ამავდროულად შემოდგომის ყვითელ ფერთან.

  3. ხომ გინახავს მზის ჩასვლის დროს ხანდახან “ქრიმსონ” ნათება რომ არის ხოლმე? ყოველთვის მომწონდა, შემდეგ უკვე ადამიანმა შეიძინა ეგ თვისება და მეტაფორად გადაიქცა

  4. ჩემი ადამიანი maroon-თან (ქართულად მგონი ბორდოსფერია) ასოცირდება :))
    ჰო , მიყვარს შენი ბლოგი ძალიან ! ხშირად მგონია,რომ ჩემს ფიქრებს წერ :)) ❤

  5. ჩემი ადამიანი ბორდოსფერთან ასოცირდება…
    ჰო, მიყვარს შენი ბლოგი! ძალიან ძალიან! ხანდახან მგონია,რომ ჩემს დიქრებზე წერ ხოლმე 🙂

      • და ახლა ისეთი ბედნიერი ვარ სიაახლეებში შენი ლაიქი და გამოწერა რომ დავინახე ვერც კი აღვწერ !

      • მეც ბედნიერი ვარ შენი მონაწერით ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s