ის დიდი ბურთი

3e8a321031a3aed6318e24a2706e2234

ძალიან ბანალური ახსნა იმედგაცრუების იქნებოდა, თუ დავწერდი, რომ ამ დროს შიგნით, სხეულში, გულთან ძალიან ახლოს რაღაც წყდება, რაღაც მთელი ძალით ეხეთქება ძირს, მაგრამ არ ვიტყვი ამას და არ დავწერ და არ ავხსნი იმედგაცრუების გრძნობას ასე ბანალურად, რადგან უფრო საინტერესოდაც განმიცდია ეს.

პირველი ეტაპი გაშეშებაა. შეშდები, რაღაც ძალიან, ძალიან გტკენს გულს და შეშდები, ვერც ინძრევი, ვერც ლაპარაობ, ვერც აზროვნებ. უბრალოდ გაშეშებული, უმოძრაოდ ხარ. მერე იწყებს ის სახელოვანი და ბევრჯერ ნახსენები ბურთი კისერში გაჩხერვას, ძალიან მძიმედ რომ გამზადებს ტირილისთვის. გამზადებს იმ იმედგაცრუების კარგად შეგრძნებაში, რომელიც ასე ბანალურად ასახსნელ-მოსაყოლია. მკერდთან, შიგნით დიიიიიდ სიცარიელეს გრძნობ, მაგრამ ამ სიცარიელის შევსებას სწორედ ეს იმედგაცრუება იწყებს. გავსებს. მთელს შენ ორგანიზმს ავსებს, ტენის. სიცარიელეს ვეღარ გრძნობ, რადგან ასე საიმედოდ ხარ გამოტენილი იმედგაცრებით, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო მუქი იისფერი იქნებოდა, რეალურად ხელშესახები რომ იყოს. შევსებულ ორგანიზმში ის დიდი ბურთიც უფრო გემრიელად გეჩხირება კისერში, გაწვება, თვალებს მთლიანად გივსებს ცრემლებით, შენ კი ისღა დაგრჩენია, რომ ეცადო თვალები არ დაახამხამო.

ბრაზსაც გრძნობ, სევდასაც, წყენასაც, ძლიერ ტკივილსაც, მაგრამ ყველაზე რთული ისაა, რომ ეს ყველაფერი იმ დიდ ბურთშია ერთად მოთავსებული, კისერში რომ გაქვს და რომ გახრჩობს.

მერე კი მიზეზების, მომხდარის, ფაქტების გახსენებაზე მკერდის არეში ბევრი ნემსის ჩხვლეტას ერთად გრძნობ, მერე კი ისევ თვალები გევსება დიდი და მძიმე ცრემლებით, ისევ იასამნისფერი ხდები, ოღონდ ამჯერად უფრო და უფრო მუქი.

მერე მოწევა გინდება, დალევაც, დათრობაც და ყველაფრის დავიწყებაც, მაგრამ არც ეს გამოდის. ვერც იძინებ, ვერც წვები, ვერც ლაპარაკობ. უბრალოდ ბევრჯერ იმეორებ, რომ გული გატკინეს, რომ გაწყენინეს, რომ პატიება გაგიჭირდება, რომ იმედები გაგიცრუეს, რომ ასეთი დიდი ბურთი გაგიჩხირეს კისერში, რომ ერთდროულად ამდენი ეკალი და ამდენი გრძნობა ერთად გისახსოვრეს.

მერე ისევ ეს ბურთი და ისევ ის საშინელი ეკლები,

მერე ისევ ეს მუქი იისფერი და ისევ მცდელობა რომ თვალები არ დაახამხამო,

მერე ისევ ამ სიცარიელის შევსება და იმედგაცრუებით გამოტენვა.

6 responses to “ის დიდი ბურთი

  1. და რომ გგონია თუ არ დაახამხამებ, თვალებში ჩაშრება.. ჩემთვის ბანალურად ნაცრისფერია ეგ განცდა, არადა ეგეთ დროს ყველაზე მეტად არ მინდა ხოლმე საკუთარი თავისა და განცდის ჩვეულებრივობა და მორიგობა გავიაზრო.

  2. სულის ტკივილამდე სიმძიმის და დანაკარგის შეგრძნება, როდესაც ცრემლებისგან დაიცლები? ცარიელდები და ისევ ტირილი გინდება …

  3. იგივე ბურთი რომ გეჩხირება სიტყვით აუღწერელი ბედნიერების დროს რაშია საქმე? ალბათ, ერთი და იგივე გრძნობას აღვიძებს?

  4. ესე კარგად ამ ყველაფერს ვინმე თუ ხსნიდა არ მეგონა უფრო მაოცებ მე უფრო დალევის და ყველაფრის დავიწყების წესებს მივყვები რომელიც არ მუშაობს…
    ესე კარგად თუ წერდი არ მეგონა მაგრამ მეც რა გამიკვირდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s