არაფრისმთქმელი პოსტი ნოემბერს

b01a4bd9e94c9f2c60bbfb78646dfd62ნოემბერი დაიწყო. მე კი ყოველთვის ვწერ პოსტს ამ თვის შესახებ. არც კი ვიცი რატომ.

ახლა წამოწოლილი ვარ, ჩემი წითელი ჯემპრიც არ გამიხდია ისე. ხილის ჩაის ვსვამ, სიგურ როსს ვუსმენ და პარალელურად ჩემი მშობლების ქორწილის ვიდეოს ვტვირთავ youtube-ზე რომ მოგვიანებით ამ ვიდეოსგან რამდენიმე კარგი gif-ი გავაკეთო.

წელს ნოემბერი ალბათ ყველაზე მოსაწყენი და უინტერესო თვე იქნება. ამის გარკვეული მიზეზები არსებობს. სავარაუდოდ, ყოველ საღამოს ასე მოწყენილი ვიქნები ლოგინზე წამოგორებული, ყოველ საღამოს სიგურ როსს მოვუსმენ და ხან ჩაის დავლევ და ხან ღვინოს (რომელიც სამწუხაროდ ამიმჟავდა და ახლა თავიდან მაქვს საყიდი). რამდენიმე თვეა ზენიტის ფოტოაპარატით დავიწყე ფოტოების გადაღება. არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული არ გადამიღია, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომწონს, რომ მომენტებს ვაფიქსირებ და ამ მომენტებს დიდი ყურადღებით ვარჩევ, რადგან არ მინდა კადრი გავაფუჭო. მომწონს, რომ ლამაზ ფერებშია ეს ფოტოები, რომ გარკვეული სითბო დაჰყვება თან ყველა ფირით გადაღებულ ფოტოს. ასევე, eyeem-ზე დავრეგისტრირდი, სადაც ვტვირთავ ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს. ასევე, დავიწყე ზეთის საღებავებში ხატვა. ადრე ძალიან იშვიათდ ვხატავდი ზეთი საღებავებით, ახლა მოვუხშირე ამას. მენანება ხოლმე ტილოები გასაფუჭებლად, მაგრამ ასე ნელ-ნელა შედარებით ვისწავლი ხატვას (იმედი მაქვს).

უიჰ.. ასევე, რატომღაც გულგრილად ვეღარ ჩავუვლი ხოლმე ქუჩაშ გასაყიდად გამოტანილ პატარა ყვავილებს ქოთნებში და მივვარდები ხოლმე რამდენიმეს ვყიდულობ. რამდენიმე დღის წინ ვიყიდე კიდევ ახალი მცენარე. დიდ ოთახში მივუდგი ჩემს პატარა კაქტუსს. კაქტუსს ნინიკო ქვია და ამ ახალი მცენარის სახელი ჯერ ვერ მოვიფიქრე, ამიტომ ვინმეს რამე იდეა თუ გაქვთ შეგიძლიათ შემომთავაზოთ.

საბოლოოდ, თვე იმით იქნება გამორჩეული, რომ ბევრ ფოტოს გადავაღებ. ყველა მოსაწყენ მომენტს და ყველა სევდიან წუთს გადავიღებ და ფირზე აღვბეჭდავ. გამორჩეული იქნება ასევე იმით, რომ მეტი დრო მექნება სწავლისთვის, მეცაიდნეობისთვის და გამორჩეული იქნება იმით, რომ სხვა თვეებისგან განსხვავებული გრძნობებით იქნება სავსე. ახალ ყვავილებს, მცენარეებსაც შევიძებ, ბევრსაც დავხატავ და შევეცდები ბლოგზეც უფრო ხშირად შემოვიხედო ხოლმე.

ტრადიციული პოსტი დაწერილია ნოემბრის შესახებ.

საინტერესო ვერაფერი გიამბეთ, მაგრამ აქ შემოსვლა და რაღაც ამბების დაწერა მახარებს ხოლმე. შემოვბაკუნდები თითქოს ჩემს პატარა ოთახში , ჩამოვსკუპდები და ვიწყებ ათასგვარი რამის მოყოლას. ზოგ რამეს ღიად ვყვები, ზოგს-ვერ, თუმცა ბლოგი ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ის, რაც მუდმივად  დადებით ემოციებს აღვიძებს ჩემში.

და მაინც, მთავარია, თავი შეგახსენეთ და ნოემბერსაც მივუძღვენი პატარა, არაფრისმთქმელი პოსტი.

2 responses to “არაფრისმთქმელი პოსტი ნოემბერს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s