ასე შემიყვარდა კითხვა

ed7f4e80fca1dea6fd847cde4f13f9c5

Photo by Irene Rinaldi on Behance

Librocubicularist-ი ეს ის ადამიანია, რომელსაც ლოგინში ჩაწოლილს, ან წამოწოლილს უყვარს კითხვა. ასე რომ, ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ Librocubicularist-ი ვარ. კითხვა განსაკუთრებით მიყვარს წამოწოლილს, სხვა მდგომარეობაში არც გამომდის და არც მსიამოვნებს. წერაზეც ასეა, რამდენადაც ვაკვირდები. ამ პოსტის დაწყებისას დავუფიქრდი, რომ ძირითადად  ლოგინში ჩაწოლილი ვწერ ხოლმე. არ ვიცი რატომ. ალბათ, ასე უფრო მსიამოვნებს, ან უბრალოდ მაშინ ვარ წამოწოლილი, როდესაც წერის დრო და თავი მაქვს.

ახლა, როდესაც გაციებული, სურდოიანი და უჟმური ვწევარ, თან თავის ტკივილი მაწუხებს, თან გაციების საწინააღმდეგო წამალს ვსვამ და თან ლიმონიანი ჩაით ვცდილობ რამენაირად ვუშველო ამ ჩემს მდგომარეობას, ნამდვილად მაქვს წერის დროც და თავიც, ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი ამბავი მოგიყვეთ.

წიგნების კითხვა პატარა ასაკში არ მიყვარდა. ძალიან არ მიყვარდა თან. ოჯახში კი სულ ერთიდაიმავე ფრაზები მესმოდა, რომ “მამაშენს ასე უყვარს კითხვა და შენ ვის დაემსგავსე”, “შენი ძმა ღამეებს ათენებს კითხვაში და შენ რა არაფერი გაინტერესებს”, “შენი ტოლები დღე და ღამეს თვალებს ითხრიან წიგნების კითხვით და შენ თამაშის გარდა არაფერი გაინტერესებს”. ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ბევრი სისულელეც მახსოვს ოჯახის მხრიდან იმ მიზნით გაკეთებული, რომ ჩემთვის როგორმე კითხვა შეეყვარებინათ. მაგალითად, “უთავო მხედარი” არ მქონდა წაკითხული, ამიტომ ეზოში არ გამიშვებდნენ, სანამ გარკვეული რაოდენობის გვერდს არ წავიკითხავდი. ბევრი მსავსი სისულელე მახსოვს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფერში ის, რომ ეს თითქოს ზიზღს იწვევდა ჩემში წიგნების მიმართ. ასეთი დაჟინებული მოთხოვნა და გარკვეული სახის ბულინგიც კი ჩემ მიმართ  უარყოფითად მოქმედებდა ჩემი წიგნების შეყვარების პროცესზე.

ჩემი ძმა განსაკუთრებით მიშლიდა ნერვებს. ჩემს ჯინაზე ყოველდღე თითო წიგნს კითხულობდა, რაც ახალი მიზეზი იყო ჩემ “შესარცხვენად”. მე სულაც არ მრცხვენოდა, უბრალოდ ვბრაზობდი. ჯერ იყო და წიგნი “ჩიპოლინო” ამოიჩემეს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს შენი ასაკის ბავშმაო. არ წავიკითხე. მერე “პატარა პრინცი” ამოიჩემეს, არც ის წავიკითხე. მერე ხან რა და ხან რა.. მეც არა და არ ვკითხულობდი. ეს ყველაფერი თითქოს პროტესტში იზრდებოდა.

მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ გამოჩნდა წიგნი და უფრო მოგვიანებით წიგნები, რომლებმაც მშობლების დაჟინებული მზერის, ბებია-ბაბუის საყვედურიანი სახისა თუ ნათესავების მიერ მეასედ ჩაქნეული ხელის გარეშე შემაყვარეს კითხვა.

მე არაფრით მესმოდა და დღემდე არ მესმის, თუ რატომაა აუცილებელი, რომ ყველა ადამიანს თანაბრად უყვარდეს კითხვა. არ მესმის, რატომ ითვლება “წიგნიერება” ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად, როდესაც ადამიანს ვაფასებთ, ან რატომ უნდა ვიკითხო წიგნები მაშინ, როდესაც ეზოში მინდა მეგობრებთან წრეში-ბურთის თამაში. არ მესმის. არც ბავშობაში მესმოდა და არც ახლა.

ბევრი რამ წამიკითხავს და ზოგადად მომწონს ეს პროცესი. მიყვარს განცდილი ემოციები, რასაც ვიღებ ამ ყველაფრისგან და ა.შ თუმცა ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ იგივე უყვარდეს ყველა ადამიანს გარშემო.

ბევრი წლის განმავლობაში მეზიზღებოდა ყველანაირი ნაწარმოები და ყველანაირი წინადადების წაკითხვაც კი, სწორედ იმიტომ, რომ მაიძულებდნენ მყვარებოდა ის, რაც ასე ძალიან არ მომწონდა.

ოდესღაც თავად მივედი იმ დასკვნამდე, რომ კითხვა მომწონს, რომ კარგი მწერლები განსაკუთრებით მიყვარს და რომ “ჩიპოლინოც” და “პატარა პრინციც” ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პატარა ზომის საბავშო ნაწარმოები. მივედი ამ დასვკვნამდე, თუმცა მივედი ჩემით. ყველა სხვა ადამიანის “დახმარებისა” თუ დაძლების გარეშე.

აი, ასე შემიყვარდა კითხვა.

რაც, მგონია, რომ სულაც არაა აუცილებელი ყველას გვიყვარდეს.

2 responses to “ასე შემიყვარდა კითხვა

  1. სასტუმრო ტოკიოში რომელიც “წიგნის ჭიებს” გურგრილს არ დატოვებს
    არსებობენ ადამიანები რომლებსაც ძილის წინ უყვართ წიგნის წაკითხვა და ამასთან ერთად წიგნით ხელში ძილი… აი სწორედ ამიტომ ტოკიოში მიმდინარე წლის 5 …
    სასტუმრო,წიგნი
    https://bgrigolia.wordpress.com/2015/11/30/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa/ ეს ადგილი შენთვისაა ბრეო 🤘🏻🤘🏻

  2. მეც ზუსტად იგივე სიტუაციაში ვიყავი :)))) 13წლის ასაკში მოითხოვდნენ რემარკის ‘სამი მეგობარი’ წამეკითხა ( 2 წლით უფროს დას უკვე წაკითხული ჰქონდა). დავიწყე კითხვა და შედეგად მთელი წელი 28-ე გვერდზე ვიყავი გაჩერებული :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s