“ლოლიტა” – ვლადიმირ ნაბოკოვი

14457500_1790357644556422_4082037360075864580_n

“ლოლიტა, ჩემო სიცოცხლის ნათელო, წელთა ჩემთა მხურვალებავ, ცოდვავ ჩემო. ლოლიტა: ენის წვერი სასაზე სამი პატარა ნაბიჯით გადაადგილდება, რათა მესამედ კბილებს შეეტაკოს. ლო. ლი. ტა.”

დიდი ხანია ამ პატარა გოგოს შესახებ მინდა დავწერო პოსტი, თუმცა ამ დრომდე ვერ მოვახერხე. პირველად ნაბოკოვის ამ ნაწარმოებით მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა ბევრი ისაუბრა წიგნის მთავარ პერსონაჟზე, პატარა ნიმფეტზე, და გვირჩია, ვისაც წაკითხული არ გვქონდა, ამისთვის სწრაფად “მიგვეხედა”. მაშინ წავედი და შევიძინე ეს წიგნი, მოგვიანებით კი გემრიელად ჩავუჯექი და კითხვაც დავიწყე.

“ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება”-ასე უწოდებს ნაწარმოებს თავად ავტორი. რომანი შეეხება ზრდასრული კაცისა და პატარა, 12 წლის გოგონას სიყვარულის ისტორიას. მთავარი გმირი როგორც აღსარებას ისე უყვება მკითხველს ამ საბედისწერო ურთიერთობის შესახებ. ჰყვება ძალიან გულწრფელად და ღიად, რამაც რომანის გამოქვეყნებისთანავე დაბადა ეჭვი, რომ მისი ავტორი თავად იყო შეპყრობილი პატარა ნიმფეტებით. მიზეზი ეჭვისა, რა თქმა უნდა, სულაც არ იყო გასაკვირი და არც გაგიკვირდებათ, როდესაც “ლოლიტას” წაიკითხავთ, რადგან ნახავთ, თუ როგორი ზუსტი, ბუნებრივი და რეალურია “თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის” ფიქრები, ზრახვები, განცდები, ვნებები და ემოციები. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ  ჯონ რეი, ფილოსოფიის დოქტორი, ჯერ კიდევ 1955 წელს წერდა “ლოლიტას” შესახებ: “როგორც კლასიკური შემთხვევის აღწერას, “ლოლიტას” უეჭველად ფსიქიატრიული ლიტერატურის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებად ქცევა უწერია.” მისი აზრით, წიგნი სცილდებოდა მომნანიებელი აღსარების საზღვრებს, თუმცა ყველაზე ფასეული ამ წიგნის ზნეობრივი ზემოქმედება იყო მკითხველზე.

ჰუმბერტისა და ლოლიტას, იგივე დოლორესის, ბედი მაშინ უახლოვდება ერთმანეთს, როდესაც პატარა გოგონას დედასთან რომანს გააბამს მთავარი გმირი. მიზანი, რა თქმა უნდა, დოლორესთან დაახლოებაა. ჰუმბერტი ამბობს, რომ მას ნიმფეტებისადმი ლტოლვა სულ მცირე ასაკიდან ჰქონდა, ლოლიტას წინამორბედები ჰყავდა, თუმცა მის შემდეგ არავინ აღარ ყოფილა.

“ამქვეყნად ვერაფერი შეედრება ნიმფეტთან ნებივრობას. ეს ნეტარება კონკურსგარეშეა, ის სხვა კლასს, გრძნობათა სხვა რიგს განეკუთვნება. დიაც, ვკინკლაობდით, დიახ, ლოლიტა ზოგჯერ აუტანელი იყო, დიახ, ის ყოველგვარ დაბრკოლებას მიქმნიდა, მაგრამ მისი გრიმასების, ცხოვრების სიტლანქის, აგრეთვე – ხიფათისა და უკიდურესი უიმედობის მიუხედავად, მაინც ჩემ მიერ არჩეული სამოთხის გულისგულში ვიმყოფებოდი. სამოთხის კიდეები ჯოჯოხეთური ალივით გიზგიზებდა, მაგრამ ეს მაინც სამოთხე იყო.”

საბოლოოდ კი, მნიშნელოვანია მკითხველმა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის არც პედოფილიის, არც პორნოგრაფიის პროპაგანდა. ეს არის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დახვეწილი რომანი, რომელიც ადამიანის სრულიად განსხვავებულ ცხოვრებაში, სრულიად განსხვავებულ რელაობაში შეგახედებთ და მისი თვალით დანახულ სამყაროს ლო. ლი ტა.-ს გაჩვენებთ.

 

 

Advertisements

4 responses to ““ლოლიტა” – ვლადიმირ ნაბოკოვი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s